Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

რუსეთის ციხეში მოკლული ქართველი პატიმრის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო

0
რუსეთის ციხეში მოკლული ქართველი პატიმრის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო

„ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ძალადობენ იაროსლავის პირველ კოლონიაში საქართველოს მოქალაქეზე. ვაჟა ბოჭორიშვილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვიდეო გადაღებულია 2016 წელს.

„ადექი, ადექი ფეხზე, ბოჭორიშვილი!“ -  ვიდეოში ჩანს,  ციხის თანამშრომელი პატიმარს როგორ უყვირის. ვაჟა ბოჭორიშვილი იატაკზე გდია. მას შემდეგ, რაც უმოწყალოდ სცემეს, მან ფეხზე ადგომა ვეღარ შეძლო.

ვაჟა ბოჭორიშვილი ციხეში 2016 წელს მოხვდა. „ნოვაია გაზეტა“ წერს, რომ მას სუსტი ჯანმთელობა ჰქონდა. ვიდეოში ციხის თანამშრომლების მოთხოვნაზე ბუქნები გააკეთოს, შუახნის მამაკაცი პასუხობს, რომ ავადმყოფობის გამო ამ ბრძანებას ვერ შეასრულებს. ეუბნება, რომ მას ტუალეტში უნიტაზის კიდეზე ჩამოჯდომაც კი არ შეუძლია და ამის გამო საჭმელსაც არ ჭამს. პასუხად ციხის თანამშრომლები მას მერხზე პირქვე აწვენენ და ხელკეტებს ურტყამენ. „მიდი, მიდი, დასცხე! უფრო მაგრად, უფრო მაგრად!“- ისმის შეძახილები, რასაც თან პატიმრის ღრიალი ერთვის. როდესაც ცემას მორჩნენ, პატიმარი მერხიდან იატაკზე გადავარდა.

ვაჟა ბოჭორიშვილის ნათესავები პრესასთან ჰყვებიან, რომ ცემის შემდეგ ვაჟა ერთკაციან სადამსჯელო საკანში ჩასვეს. მას სისხლისდენა დაეწყო. თავდაპირველად ცდილობდნენ კოლონიაშივე ემკურნალათ, მაგრამ შემდეგ ქალაქ რიაბინსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარეგანი ტრავმების გარდა, მნიშვნელოვნად დაზიანებული ჰქონდა ღვიძლიც. 

ვაჟა ბოჭორიშვილი 2017 წლის 9 მაისს გარდაიცვალა. მისჯილი სამწელიწად-ნახევრიდან მას წელიწად-ნახევარი ჰქონდა დარჩენილი. ნათესავებს ცხედარი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გადასცეს, ისიც შინაგანი ორგანოების გარეშე.

ცემის შესახებ კოლონიის ხელმძღვანელობამ პროკურატურას მხოლოდ მას შემდეგ აცნობა, რაც საქმეში ვაჟა ბოჭორიშვილის ადვოკატი ჩაერთო. არადა, კანონის თანახმად, კოლონიას პროკურატურა საქმის კურსში დაუყოვნებლივ უნდა ჩაეყენებინა.  

იმ ვიდეოსთან ერთად, რომელზეც ვაჟა  ბოჭორიშვილის წამებაა ასახული, გამოქვეყნდა კიდევ ერთი პატიმრის წამების ვიდეოც. ანდრეი ივანოვი ხელკეტებით მას შემდეგ დასაჯეს, რაც ყურანისადმი უდიერი მოპყრობა გააპროტესტა. ციხის თანამშროლები მის საკანს ამოწმებდნენ, რა დროსაც პირადი ნივთები - მათ შორის ყურანიც - იატაკზე გადმოუყარეს. ეს ვიდეოც ძველი გადაღებულია.

მაშინ არც ბოჭორიშვილის, არც ივანოვის საქმე  არ გახმაურებულა. ხელახალი გამოძიება მხოლოდ ახლა, 2021 წლის  23 თებერვალს, ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. N1 კოლონიაში შესამოწმებლად სასჯელაღსრულების ფედერალური ბიურო შევიდა.

„გამოძიება ჩატარდა ყველა იმ პირთან მიმართებით, რომლებიც ასახული არიან ვიდეოზე. გარემოებათა გამორკვევამდე თანამშრომლების ნაწილი დროებით ჩამოშორდება სამსახურებრივ მოვალეობას“, - წერია პრესსამსახურის განცხადებაში.

რა ხდებოდა 2016 წლიდან 2021 წლამდე

მართალია, ვაჟა ბოჭორიშვილის საქმე მხოლოდ ახლა მოექცა მედიის ყურადღების ქვეშ, მაგრამ, ზოგადად, იაროსლავის კოლონიის შესახებ უფლებადამცველები, უკვე დიდი ხანია, ლაპარაკობენ. ამ კუთხით ყველაზე გახმაურებული საქმე ევგენი მაკაროვის წამების ფაქტი იყო. ხელწერა ერთია: პატიმარს რამდენიმე ადამიანი ურტყამდა ხელკეტებით და თან იღებდნენ.

მაკაროვმა სამართლებრივი ბრძოლა ადვოკატთან ერთად განაგრძო. პარალელურად ფონდ „საზოგადოებრივ ვერდიქტს“ დაუკავშირდნენ სხვა ნაწამები პატიმრების ახლობლებიც. შედეგად ციხის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მიეცა. 

ევგენი მაკაროვი 2018 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. „რომელიმე გაუნათლებელი - ხელკეტი და გასაღები რომ მისცეს, ისეთი - გეტყვის, დაიხარე და იხოხეო და, თუ ამას არ გააკეთებ, გირტყამს“, განუცხადა მან ჟურნალისტებს, რომლებიც ციხის კართან ელოდნენ.

ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ვერდიქტის“ წარმომადგენელი, უფლებადამცველი ირინა ბრიუკოვა ამბობს, რომ იმ თანამშრომლების ნაწილი, რომლებიც  ბოჭორიშვილსა და ივანოვთან დაკავშირებულ ვიდეოებზე ჩანან, დღეს ან გათავისუფლებულია, ან  ბრალი აქვთ წარდგენილი, ოღონდ არა ამ, არამედ მაკაროვის საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ ამ ვიდეოების შემდეგ მათ მხოლოდ ბრალი თუ  დაუმძიმდებათ. „ფორმულანიუსთან“ საუბარში ადვოკატი ამბობს, რომ იმედია, გამოძიება ამჯერად მაინც იქნება ობიექტური და ისე არ შეჩერდება, როგორც 2017 წელს მოხდა.

რაც შეეხება კოლონიაში ამჟამინდელ მდგომარეობას, ირინა ბრიუკოვას თქმით, მას შემდეგ, რაც ციხის ხელმძღვანელობა რამდენჯერმე შეიცვალა, პატიმრებს იქ აღარ აწამებენ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Финалистка юниорского Уимблдона-2023 получила временное отстранение за допинг






Глава Мытищ Юлия Купецкая поздравила ветеранов с Днем Победы

"Американская мечта" сегодня. Теория заговора оказалась правдой

Президент Лаоса отметил роль России в развитии многополярного справедливого мира

Новостройки Новой Москвы