Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

ნიკა მელიამ მთავარ არხს ინტერვიუ მისცა: ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში

0
ნიკა მელიამ მთავარ არხს ინტერვიუ მისცა: ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ, 26 თებერვალს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუ ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე, ადგილზე შეკრებილ აქტივისტებთან ერთად წაიკითხა.

„მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ კითხვაზე, როგორ გრძნობს თავს. მისივე თქმით, მას ამოძრავებს და ამხნევებს ის ენერგია, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში პარტიის ოფისში ყოფნის დროს მხარდამჭერებისგან მიიღო.

„იმდენი პოზიტიური ენერგია, რაც ოფისში ყოფნისას მივიღე, ალბათ დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში ჯამში არ მიმიღია. მგონია, იმხელა მარაგი დავაგროვე, ახლაც ეს ენერგიაა მთავარი მამოძრავებელი და საერთოდ ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. მან თქვა, რომ ვინც გაბედავს და ვინც ფსევდო ალტრუისტული მიზეზით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეიტანს გირაოს, ის ივანიშვილზე დიდი მტერი იქნება მისი.

ნიკა მელიას დასაკავებლად საპოლიციო ძალებმა ოპერაცია 23 თებერვალს დილით განახორციელეს. პარტიის თავმჯდომარე ამჟამად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. ოპოზიციამ დასახა სამოქმედო გეგმა, რომელიც საპორტესტო აქციებსა და სახელმწიფო შენობების პიკეტირებას ითვალისწინებს. პარლამენტთან კვლავ კარვების ქალაქია. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткина обыграла Марию и вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме






"Спартак" и "Краснодар" объявили стартовые составы на матч чемпионата России

В Центр спасения медвежат-сирот привезли детеныша из Новосибирской области

Shot: в Москве 10-летней девочке лифтом зажало и вырвало средний палец

Художник из Балашихи нарисовал граффити ко Дню Победы