Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

მიშელმა და ზალკალიანმა ისაუბრეს ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობაზე, რეგიონალურ საკითხებსა და პანდემიაზე

0
მიშელმა და ზალკალიანმა ისაუბრეს ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობაზე, რეგიონალურ საკითხებსა და პანდემიაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრეზიდენტმა დავით ზალკალიანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

მიშელის ვიზიტი დღეს საღამოს დაიწყო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, გაიმართა დავით ზალკალიანისა და შარლ მიშელს შორის შეხვედრა.

ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, განსაკუთრებით იმ კომპლექსური საერთაშორისო გარემოს გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია გლობალურ პანდემიასთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირისთვის აღმოსავლეთის პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნულ რეგიონში სტაბილურობასა და მდგრად განვითარებას. ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის წარმატებებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში როგორც პანდემიასთან დაკავშირებული რთული გარემოს, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. "რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ევროკავშირის აქტიური და ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო COVID-19-ის პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას", ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გამგზავრება საოკუპაციო ხაზთან ადგილზე არსებული ვითარების პირადად გასაცნობად.

მისი ეს ვიზიტი ნაწილია ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნებში ტურნესი, რომელიც მან მოლდოვაში დაიწყო. საქართველოს გარდა შარლ მიშელი უკრაინას ეწვევა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Рафаэль Надаль

Рафаэль Надаль: Рекордный 10-кратный чемпион, побежденный в двух сетах Хубертом Гуркачем на Открытом чемпионате Италии | Теннисные новости






Парикмахер Левина: волосы перед укладкой важно полностью высушить

Стоимость проезда в поездах Москвы и Подмосковья изменится с 20 мая

Речной маршрут в Лыткарине стал самым популярным в Подмосковье

В Москве суд прекратил уголовное дело против экс-министра экономики РФ