Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

Новости за 22.02.2021



თენგიზ ფხალაძე - "დღეს არის ძალიან კრიტიკული პერიოდი ქვეყნისთვის"

Radiotavisupleba.ge 

GIPA-ს ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე აცხადებს: "შეიძლება დავდგეთ იმ მოცემულობის წინაშე, რასაც ჰქვია შესაძლებლობის ფანჯარა და თუ ამისთვის მზად არ აღმოვჩნდებით, ძალიან ძვირ ფასს გადავიხდით ამ მოუმზადებლობისთვის". ამ კონტექსტში პოლიტოლოგი მნიშვნელოვნად თვლის პოლიტიკური დიალოგის განახლებას.

თბილისში კორონავირუსის 70-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევიდან თითქმის მესამედი თბილისზე მოდის. ქვეყანაში 5 275 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 2,79 პროცენტია. რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება: თბილისი - 64, აჭარა - 11, იმერეთი - 28, ქვემო ქართლი - 1, შიდა ქართლი - 16, გურია - 10,  სამეგრელო-ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 4, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი. Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 147 დადასტურებული შემთხვევაა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 5275 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 147 შემთხვევა. როგორც წესი, კვირა დღეს, სხვა დღეებთან შედარებით ნაკლები ტესტი კეთდება. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 2.79%; ბოლო 7 დღის - 2.6%; ბოლო 14 დღის - 2.6%. გასული დღე-ღამის განმავლობაში 607-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. Читать дальше...

ვერ ვხედავ უკეთესი არჩევნებისთვის საჭირო პოლიტიკურ ნებას - ინტერვიუ ISFED-ის ახალ დირექტორთან

Radiotavisupleba.ge 

ნინო დოლიძე „სამართლიანი არჩევნების“ ახალი ხელმძღვანელია. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) 8-წლიანი მუშაობის შემდეგ იგი ამ პოზიციაზე შეცვლის ელენე ნიჟარაძეს, რომელიც ორგანიზაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაპარული შეცდომის შემდეგ გადააყენა. რადიო თავისუფლება ესაუბრა ნინო დოლიძეს და ჰკითხა, თუ როგორ აფასებს მომხდარს, რა ნაბიჯები აქვს დაგეგმილი ნდობის მოსაპოვებლად და რა გამოცდილებას მოიტანს ახალ პოზიციაზე. ნინო, როგორ აფასებთ ISFED-ის რეაგირებას შეცდომაზე და რამდენად საკმარისია თქვენთვის ის განმარტება... Читать дальше...

ევროკავშირი იმსჯელებს ნავალნის გამო რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო რუსეთის წინააღმდეგ მისაღებ ზომებზე. სხდომის წინ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთის სასამართლო განაგრძობს ნავალნის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებას. სააგენტო AFP მაღალჩინოსან ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს... Читать дальше...

საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. პარლამენტის სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული. მანამდე მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე იმსჯელებს ფრაქცია „ქართული ოცნება“. ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის ფორმატით მინისტრობის კანდიდატების განხილვაზე უარი თქვეს „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლებმა. Читать дальше...

დავით კლდიაშვილი, სამანიშვილის დედინაცვალი

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს ქართული ლიტერატურის შედევრზე, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნის დიდი ქართველი მწერლის, დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალზე.“ მოცულობის მიხედვით ესაა მოთხრობა, მასშტაბის მიხედვით კი – სრულფასოვანი რომანი, ასე რომ, შეგვიძლია ვუწოდოთ მიკრორომანი. ერთი შეხედვით, ესაა უეშმაკო, ე.წ. სუფთა ლიტერატურა, ბუნების აღწერის, გმირის სულში ჩახედვისა და ავტორის მორალისტური ჭკუის სწავლებისა და ესეისტური წიაღსვლების გარეშე. Читать дальше...

ოპოზიცია ხელისუფლებისგან რეალური ნაბიჯების მოლოდინშია - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 თებერვალს

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიცია 25 თებერვალს დაგეგმილ აქციას აუქმებს და ელის შემხვედრ კომპრომისს ხელისუფლებისგან ოპოზიციამ 25 თებერვალს დაგეგმილი საპროტესტო აქციის გეგმები გააუქმა. ამის შესახებ მათ ბრიფინგზე თქვეს, რომელიც ლიტვის პარლამენტის წევრ ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად გამართეს. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ისინი ხელისუფლებას აძლევენ სივრცეს უკან დასახევად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ელიან ხელისუფლების მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად. ჟიგიმანტას... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

ATP представила новые правила парного тенниса






ГЛАВНЫЕ НОВОСТИ НЕДЕЛИ: «Искандеры» в Карелии, колесо обозрения и дело Антипова

Мэр Москвы Сергей Собянин поздравил жителей столицы с Пасхой

В Московской области сотрудники Росгвардии обеспечили безопасность граждан в период празднования Светлого Христова Воскресения

Легойда объяснил, на какой срок Казанская Богоматерь уедет из Кремля