Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 14.05.2022

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პუტინი მძიმედ არის ავად

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მძიმედ არის ავად და რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მისი პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხი უკვე ემზადება მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის. ამის შესახებ ბუდანოვმა ბრიტანულ ტელეარხ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მტკიცებით, პუტინს კიბო აქვს. მაგრამ ბუდანოვს არ დაუსახელებია წყაროები, რომლებმაც მას პუტინის ჯანმრთელობის შესახებ მიაწოდეს ცნობები. ბუდანოვი ასევე ვარაუდობს... Читать дальше...

კობახიძე: ვისაც ეწყინა, რომ საქართველო არ იყო წარმოდგენილი დიდ შვიდეულზე, მას სწყინს ის, რომ …

News.ge 

“მიზეზი არის ძალიან პოზიტიური, რატომაც ჩვენ არ ვესწრებით დიდ შვიდეულს, არის ის, რომ ჩვენ არ ვართ დაკავშირებული ომთან, განსხვავებით უკრაინისგან და განსხვავებით მოლდოვისგან. ის ადამიანები, ვინც წუხან იმის გამო, რომ საქართველო არ იყო შვიდეულის მონაწილე, ისინი წუხან ასევე იმის გამო, საქართველოში არ არის ომი და ეს არის რეალობა. […] ვისაც ეწყინა, რომ საქართველო არ იყო ...

ფინეთის პრეზიდენტმა პუტინს სატელეფონო საუბარში ნატოში გაწევრიანების შესახებ უამბო

Radiotavisupleba.ge 

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტე შაბათს ტელეფონზე დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს და აცნობა მას, რომ ჰელსინკი უახლოეს დღეებში ნატო-ს წევრობაზე განაცხადს შეიტანს. ფინეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ნიინისტოს ვლადიმირ პუტინისთვის უთქვამს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ქმედებებმა ფინეთი აიძულა ყურადღება მიექცია თავისი უსაფრთხოებისთვის, ამიტომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების პროცესი დაეწყო. სატელეფონო საუბარში, ფინეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა... Читать дальше...

რა ქონება დატოვა მსოფლიოს უმდიდრესმა პრეზიდენტმა

News.ge 

გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი და აბუ-დაბის ემირი, ხალიფა იბნ ზაიდ ალ ნაჰაიანი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყანაში 40 დღიანი გლოვა გამოცხადდა. სამი დღე არ იმუშავებს ფედერალური და ადგილობრივი ორგანოები. ხალიფას ადგილს მალე მისი უმცროსი ძმა, მუჰამედ ბინ ზაიდ ან ნაჰაიანი დაიკავებს. ოჯახი საკმაოდ დიდ მემკვიდრეობას მიიღებს – ალ ნაჰაიანმა საკმაოდ დიდი სიმდიდრე დააგროვა. შეიხის გარდაცვალების მიზეზი ...

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 16 მაისს გამოაცხადებს

News.ge 

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ორი პირის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი 16 მაისს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ 11 მაისს გავიდა. სწორედ ამ დღეს ისარგებლა ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა, ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვით. გვარამიამ საკუთარ საბოლოო სიტყვაში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, რომელშიც მან ოჯახის ...

პოდოლიაკი: მოსკოვის მუქარა აღარავის აღარ აინტერესებს, ნატო-ს საზღვრები სანქტ-პეტერბურგის მისადგომებამდე მივა

News.ge 

მოსკოვის მუქარა აღარავის აღარ აინტერესებს, ნატო-ს საზღვრები სანქტ-პეტერბურგის მისადგომებამდე მივა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა. „რუსეთი საბოლოოდ მთელ მსოფლიოს მობეზრდა, მოსკოვის მუქარები უკვე აღარავის აღარ აინტერესებს. ნატო-ს საზღვრები სანქტ-პეტერბურგის მისადგომებამდე მივა“,- განაცხადა პოდოლიაკმა. მისი განმარტებით, სწორედ ასე შეიძლება ითარგმნოს ფინეთის პრეზიდენტის საულ ნიინისტეს საუბარი რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან... Читать дальше...

ანდრეი ცაპლიენკო: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში მორიგი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

News.ge 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში მორიგი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ის რუსეთი ფედერაციის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ წარმატებაზე ინფორმაცია სამხედრო კორესპოდენტმა ანდრეი ცაპლიენკო „ტელეგრამ“ გვერდზე გაავრცელა. „კიდევ ერთი სოფელია გათავისუფლებული ხარკოვის ჩრდილოეთით და ჩვენ ვიყავით პირველი ჟურნალისტები, რომლებიც აქ ჩვენს სამხედროებთან ერთად მოხვდნენ. ჯერჯერობით სოფლის დასახელებას არ ვასაჯაროვებთ. მაგრამ სახელმწიფო საზღვრამდე აქედან ასი მეტრია... Читать дальше...

თურქეთი კიევს "აზოვსტალში" მყოფი დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ზღვით ევაკუაციას სთავაზობს

Radiotavisupleba.ge 

თურქეთი კიევს მარიუპოლში "აზოვსტალის" ერთ-ერთ ფოლადის ჩამომსხმელი საამქროს თავშესაფარში მყოფი დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ზღვით ევაკუაციას სთავაზობს. "ევროპეისკა პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა და საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში მთავარმა მრჩეველმა, იბრაგიმ კალინმა, განაცხადა სააგენტო "Reuters"-ს. ეს წინადადება, კალინის თქმით, მან კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განიხილა და დასძინა, რომ ეს წინადადება კვლავ დევს მაგიდაზე, მაგრამ მოსკოვი არ იძლევა მასზე თანხმობას. Читать дальше...



გაგლოევმა ბიბილოვი გააკრიტიკა ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის გამო

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი, მოქმედი ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მიერ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის თარიღის დანიშვნას გამოეხმაურა და ის გააკრიტიკა.  "მე, როგორც ჩემი სამშობლოს შვილი და ხალხის მიერ არჩეული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიანი რუსეთის შემადგენლობაში. სხვა საკითხია, დადგა თუ არა ახლა ის ისტორიული მომენტი, როდესაც აუცილებელია რეფერენდუმის შესახებ... Читать дальше...

5 საზაფხულო რჩევა თქვენი კანის სიჯანსაღისთვის

News.ge 

თქვენს საზაფხულო გეგმებში, ალბათ, ნათელი და მბზინავი კანის შენარჩუნებაც შედის. თუმცა ცხელი ამინდის, ტენიანობისა და მზის ძლიერი ზემოქმედების ფონზე რთულია თავი ავარიდოთ მათგან გამოწვეულ პრობლემებს. თავის მოვლის სწორი რუტინა მთელი წლის განმავლობაში დაგჭირდებათ, მაგრამ არსებობს რამდენიმე შენიშვნა, რომლის გათვალისწინებაც შეგიძლიათ, თუ გსურთ, რომ თავიდან აირიდოთ სეზონური გვერდითი მოვლენები. წაიკითხეთ სტატია და გაეცანით ხუთ ძირითად საფეხურს, ...

თბილისის დროით 21:14 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა

News.ge 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, თბილისის დროით 21:14 საათზე, სოფელ სამებასთან 4.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

Radiotavisupleba.ge 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 მაისს, თბილისის დროით 21:14 საათზე საქართველოში 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან, სადაც ორი კვირის წინათ, 1 მაისს საკმაოდ ძლიერი, 5.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

კიევის საბჭომ ხალხთა მეგობრობის თაღს უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი დაარქვა

Radiotavisupleba.ge 

კიევის საბჭომ გადაწყვიტა ხალხთა მეგობრობის თაღისათვის სახელის გადარქმევა და უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღის დარქმევა, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. ქალაქის დეპუტატებმა ასევე დაამტკიცეს 40-ზე მეტი ძეგლისა და მემორიალის სია, რომლებსაც აიღებენ კიევის ქუჩებიდან და შენობებიდან და ტოტალიტარიზმის მუზეუმში გადაიტანენ. მანამდე 26 აპრილს კიევში "უკრაინისა და რუსეთის გაერთიანების" სიმბოლოს, ხალხთა მეგობრობის თაღის ნაწილი, ორი მუშის ბრინჯაოს ქანდაკება დაშალეს, ხალხთა მეგობრობის თაღი არის... Читать дальше...

სერგეი ლავროვი: ჩვენ ვიღებთ დასავლეთის გამოწვევას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაიმუქრა, რომ "დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ტოტალური ჰიბრიდული ომის" შედეგებს უკლებლივ ყველა იგრძნობს. "კოლექტიურმა დასავლეთმა ტოტალური, ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა და ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ ცხადია, რომ შედეგებს უკლებლივ ყველა იგრძნობს", - განაცხადა ლავროვმა შაბათს, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს სხდომაზე. "ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა თავიდან ავიცილოთ პირდაპირი შეჯახება, მაგრამ რაკი მათ გამოგვიწვიეს... Читать дальше...

უკრაინელმა მებრძოლებმა ნადავლის სახით ხელთ იგდეს ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო ტექნიკა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის 128-ე ბრიგადამ ხელთ იგდო დიდძალი სამხედრო ტექნიკა ჩრდილოეთ ოსეთიდან, მათ შორის, უახლესი მოდიფიკაციის ჯავშანმანქანა BMP-3, სხვადასხვა სახის იარაღი, საბრძოლო მასალა და ჯარისკაცების პირადი ნივთები. "128-ე ცალკეული კარპატისპირეთის სამთო-მოიერიშე ბრიგადა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობით აგრძელებს რუსეთის არმიის უკუგდებას და ოკუპირებული უკრაინის მიწების გათავისუფლებას", - ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის ცნობაში... Читать дальше...

დენისოვა: ბერდიანსკში მოსახლეობას აშინებენ, რომ უკრაინა მათ წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება რუსული შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინება და მკვლელობები. ლუდმილა დენისოვას თქმით, დონეცკის ოლქში, სოფელ ბეზიმიანოეში, ე.წ. საფილტრაციო ღონისძიებებისას, რუსი სამხედროები მოსახლეობას დანგრეული სახლების კომპენსაციისთვის სთავაზობენ ფულს, თუკი ისინი მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ ჩვენებებს მისცემენ. სახალხო დამცველის თქმითვე, ბერდიანსკში, რუსი სამხედროები რთავენ განგაშის სიგნალს. Читать дальше...

უკრაინის სახალხო დამცველი: რუსი სამხედროები ბავშვებს დაკითხვებს უწყობენ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, სოციალურ ქსელში წერს, რომ დროებით ოკუპირებული მარიუპოლიდან ევაკუირებული მოქალაქეების თქმით, რუსი სამხედროები ბავშვებს დაკითხვას უწყობენ. დენისოვას სიტყვებით, რუსული საოკუპაციო ძალები ბავშვების დაკითხვით ცდილობენ, გადაამოწმონ მათი მშობლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორე: „თავდაპირველად ისინი მშობლებს ჰკითხავენ და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას ცდილობენ, შემდეგ კი მათი შვილები შეჰყავთ დაკითხვაზე. ისინი ცდილობენ მშობლებისა და შვილების ნათქვამში განსხვავებები იპოვონ“... Читать дальше...

სერგეი ლავროვი "ნასტოიაშჩეე ვრემიას" ჟურნალისტს: ფარშავანგებს ელაპარაკე!

Radiotavisupleba.ge 

ინტერვიუზე თხოვნის პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, "ნასტოიაშჩეე ვრემიას" ჟურნალისტს ტაჯიკ ფარშავანგებთან ლაპარაკი შესთავაზა. ინციდენტი მოხდა დუშანბეში, სადაც შაბათს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ლავროვის გარდა საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე უზბეკეთისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. Читать дальше...

ჟურნალისტური გამოძიება: ხარკოვი კასეტური ბომბებით რუსი გენერლის ბრძანებით დაიბომბა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის გენერალმა ალექსანდრ ჟურავლიოვმა, თებერვლის ბოლოს ჯარს უბრძანა, "სმერჩის" მოდელის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარიდან კასეტური საბრძოლო მასალით დაებომბათ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი. ამის შესახებ ნათქვამია ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში. ჟურნალისტებმა გააანალიზეს სარაკეტო დარტყმების ამსახველი ვიდეოჩანაწერები და აფეთქების ადგილზე აღმოჩენილი აუფეთქებელი ჭურვების ფოტოები, გაესაუბრნენ ასევე ექსპერტებსა და იერიშების თვითმხილველებს. საერთო ჯამში, ჟურნალისტებმა შეისწავლეს 2022 წლის 27-28 თებერვალს... Читать дальше...

Новости России
Москва

Тема дня: На «Госуслугах» можно будет получить статус многодетной семьи с 2025 года


კობახიძე: ვერც სიმულაცია, ვერც თვითდაზიანება, ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი

Radiotavisupleba.ge 

"ვერც სიმულაცია, ვერც თვითდაზიანება, ვერც რაიმე ამდაგვარი ვერ გახდება მისი ვერც საზღვარგარეთ გადაყვანის და მით უმეტეს, ვერც გათავისუფლების/შინაპატიმრობის საფუძველი“, - ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ დასმულ კითხვას. მისი თქმით, საპატიმროებში ვითარება რადიკალურად არის გაუმჯობესებული მომსახურების თვალსაზრისით: „ეს აღარ არის ის საპატიმროები, რაც იყო წინა ხელისუფლების პირობებში... Читать дальше...

"როსსტატის" თანახმად, ინგუშეთის ყოველი მესამე მცხოვრები სიღრიბის ზღვარზე ცხოვრობს

Radiotavisupleba.ge 

ინგუშეთის მცხოვრებთა დაახლოებით 30% სიღარიბის ქვედა ზღვარზე იმყოფება, ანუ თვეში 11 ათას რუსულ რუბლზე ნაკლებს იღებს. ღარიბი ადამიანების რაოდენობა ყალმუხეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ჩეჩნეთში ბევრად უფრო მაღალი აღმოჩნდა რუსეთის საშუალოსტატისტიკურ მაჩვენებელზე. ღია წყაროების ცნობით, 2021 წელს რუსეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 11% ცხოვრობდა. "როსსტატის" თანახმად, ყველაზე უფრო ნაკლები ღარიბი ცხოვრობს იამალში (4%), სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში (5%), ყველაზე მეტი - ინგუშეთში (29,7%), ტივასა (29,4%) და ყალმუხეთში (22, 7%). Читать дальше...

ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება - კობახიძე არესტოვიჩის განცხადების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას, რომლის თქმითაც, „საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ცხინვალში შესვლა შეძლოს“. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის არესტოვიჩის პირველი სწორი შეფასება: „ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან“. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნებისმიერი ესკალაცია თავიდან აიცილოს. Читать дальше...

დიდი შვიდეული: კიდევ უფრო გავზრდით ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას რუსეთზე

Radiotavisupleba.ge 

„არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლების შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიით ცდილობს და გავაგრძელებთ ჩართულობას უკრაინის, მათ შორის ყირიმის და ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად", - ნათქვამია დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია, რომელიც მათ გერმანიაში, სამდღიანი სამიტის შემდეგ გაავრცელეს. საგარეო საქმეთა მინისტრები პირობას დებენ, რომ გააძლიერებენ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და მუშაობას... Читать дальше...

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ჩეჩნეთის მცხოვრებლები ცდილობენ თავიდან აიცილონ უკრაინაში იძულებით წაყვანა

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთის უფლებადამცველი ორგანიზაცია "ვაიფონდის" თანახმად, ერთობ გაიზარდა იმ მოქალაქეთა მომართვა, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ უკრაინაში მიმდინარე ომში წაყვანას. ორგანიზაციის განცხადებაში ლაპარაკია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ათობით მცხოვრებზე, რომლებიც ითხოვენ სხვაგან წასვლაში დახმარებას, რათა ამით თავიდან აიცილონ უკრაინაში იძულებით გაგზავნა. "ამ ადამიანების მტკიცებით, ისინი არ არიან სამართალდამცველი და სამხედრო სტრუქტურების თანამშრომლები, და არც ინვალიდობა აღმოჩნდა უკრაინაში გამგზავრებისგან თავის დახსნის წამალი", - აცხადებენ "ვაიფონდში". Читать дальше...

საქართველოს საზღვართან ახლოს რიზე-ართვინის აეროპორტი გაიხსნა

Radiotavisupleba.ge 

შავ ზღვაზე, საქართველოს საზღვართან ახლოს, რიზე-ართვინის აეროპორტი გაიხსნა. პირველი თვითმფრინავი, სახელად „რიზე-ართვინი“ ახალ აეროპორტში დღეს, 14 მაისს დაეშვა. Turkish Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რეისის ნომრით TK 2538 სტამბოლის აეროპორტიდან დილის 08:30 საათზე აფრინდა, 10:35 საათზე კი რიზე-ართვინის აეროპორტში დაეშვა. როგორც თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ აჯენსი“ წერს, რიზე-ართვინის აეროპორტში დაშვებულ პირველ თვითმფრინავში მოსახვედრად ხალხი რიზედან სპეციალურად გაემგზავრა სტამბოლში. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Медведев остался лучшим среди россиян в обновлённом рейтинге ATP, Рублёв — восьмой






Киркоров оштрафован на 6 тыс. рублей за неуплату другого штрафа

Совладелица музея темноты Екатерина Гусева раскрыла особенности социального бизнеса

«Проклятье на несколько поколений»: почему нельзя желать болезни даже в шутку

Российско-турецкий мониторинговый центр в Карабахе прекратил свою деятельность