Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 02.05.2022

რუსეთში სტატისტიკურად აღირიცხა ქვეყნიდან მოქალაქეთა გადინების მკვეთრი ზრდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა, რომელიც მართავს სასაზღვრო სამსახურს, აღიარა 2022 წლის იანვარ-მარტში მოქალაქეთა ქვეყნიდან გადინების მაჩვენებლის მკვეთრი მატება. საქართველოში რუსების ნაკადი გაიზარდა თითქმის ხუთჯერ, სომხეთში - სამჯერ, მონაცემების თანახმად, რომლებიც სტატისტიკის ოფიციალურ პორტალზეა (ЕМИСС) გამოქვეყნებული. თებერვალში დაიწყო რუსეთის შეიარაღებული შეჭრა უკრაინაში.  საქართველოში, ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან გაემგზავრა რუსეთის 38 ათასი მოქალაქე, მათგან 28 ათასმა მიზნად პირადი ვიზიტი დაასახელა. Читать дальше...

უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობა: ოდესაში სახლის დაბომბვას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

Radiotavisupleba.ge 

2 მაისს, საღამოს  ოდესაში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად 15 წლის მოზარდის დაღუპვის შესახებ იუწყება უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობა. კიდევ ერთი არასრულწლოვანი კი გადაყვანილია საავადმყოფოში. ამავე ცნობით, სახლში სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მათ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. ადგილზე იმყოფებიან მაშველები. დაზიანებულია სახლთან ახლოს მდებარე რელიგიური დაწესებულების შენობა.  სამხრეთის სარდლობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნატალია გუმენიუკის ინფორმაციიით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა... Читать дальше...

მოსკოვში დააკავეს კაცი, რომელსაც სპეცრაზმის ავტობუსისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან

Radiotavisupleba.ge 

სპეცრაზმის ავტობუსისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ეჭვმიტანილი კაცი დააკავეს 2 მაისს, საღამოს მოსკოვის ცენტრში. ცნობას გამოცემები „ბაზა" და „მედიაზონა" ავრცელებენ. ისინი აქვეყნებენ ფოტოებს შემთხვევის ადგილიდან. შემთხვევა კრემლის მახლობლად თეატრის მოედანზე მოხდა. კადრებში ჩანს, როგორ უკიდია ცეცხლია ავტობუსის გვერდითა ნაწილს. თვითმხილველმა დააზუსტა, რომ ავტობუსი „ორიოდე წუთი იწვოდა", შემდეგ ჩააქრეს. თავდამსხმელის მოტივი უცნობია.  მარტში მოსკოვის სასამართლომ ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს... Читать дальше...

ინტერვიუ ზაზა ბურჭულაძესთან

Radiotavisupleba.ge 

ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნი „ვარდის სურნელი“ თავიდან ბოლომდე ბერლინში დაიწერა. თუმცა რომანის მოქმედების ადგილი არამარტო ბერლინია. ამ ტექსტში ორი სივრცე იჭრება ერთმანეთში - ქართული და გერმანული. მეტიც, „ვარდის სურნელი“ ერთ წიგნად შეკრული ლიტერატურის ისტორიაა; ლიტერატურა და კულტურა მესამე სივრცეა, სადაც მწერალი მოგზაურობს და ჩვენც შევყავართ აზრისა და გრძნობის ლაბირინთში. თავდაპირველად რომანს „ზოორამა“ ერქვა. ზოოპარკი და გალიაში მომწყვდეული ცხოველები ამ წიგნის შთამბეჭდავი სახეა. სწორედ ბერლინის ზოოპარკში... Читать дальше...

შვეიცარიული გაზეთი „პუტინის ვაჟიშვილების“ შესახებ წერს

Radiotavisupleba.ge 

შვეიცარიული გაზეთი SonntagsZeitung-ი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 2015 და 2019 წლებში ორი ვაჟი ეყოლა, რომელთაგან ერთი შვეიცარიაში ცხოვრობს. გამოცემა ამტკიცებს, რომ ბიჭები ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალინა კაბაევამ გააჩინა. დასავლეთის პრესა ხშირად წერდა, რომ ის პუტინთან დაახლოებული პირია. შვეიცარიული გაზეთი ეყრდნობა ნაცნობი ექიმის მონათხრობს, რომელიც ირწმუნება, რომ ორივე მშობიარობა მან მიიღო. ექიმის ვინაობას გაზეთმა მისივე თხოვნით არ გაამხილა. ექიმი წარმოშობით რუსეთიდანაა. Читать дальше...

"აზოვსტალის" დილემა - რა გზები არსებობს მარიუპოლში დარჩენილებისთვის?

Radiotavisupleba.ge 

ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში 2 მაისს ვეღარ გაგრძელდა "აზოვსტალის“ შენობიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია და, როგორც იუწყებიან, რუსეთმა მეტალურგიული კომბინატის დაბომბვა განაგრძო.

გერმანიის კანცლერი პუტინს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ომის დასრულებისკენ

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთხელ მოუწოდა დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.  "დაასრულეთ ეს ომი, დაასრულეთ უაზრო ხოცვა, გაიყვანეთ ჯარები უკრაინიდან" - თქვა მან 2 მაისს ბერლინში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ.  შოლცის თქმით, პუტინი ვერ იხილავს სანქციების მოხსნას უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გარეშე და მიზანი უნდა იყოს ის, რომ რუსეთის მზაობას ძალა გამოიყენოს არ მოჰყვეს წარმატება.  "ჩვენ ვთანხმდებით... Читать дальше...



„მრავალ ბუჩას ვნახავთ რუსების გასვლის შემდეგ... უარესსაც” - უკრაინის ომბუდსმენი მკვლელობის, გაუპატიურებების, წამების თავზარდამცემ დეტალებზე

Radiotavisupleba.ge 

„ჩემთვის ეს ომი 24 თებერვალს არ დაწყებულა, ის 2014 წელს დაიწყო. 8 წელია უკვე ვიბრძვით. დანებებას არ ვაპირებთ, მხნედ ვარ - მანამ ვიქნები, სანამ უკრაინა საბოლოო გამარჯვებას არ მიაღწევს რაშისტების ამ ურდოზე”, - ეუბნება უკრაინის ომბუდსმენი რადიო თავისუფლებას. ვაჟა თავბერიძე მას სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ გამართული დისკუსიის შემდეგ შეხვდა. რადიო თავისუფლება: ბოლოდროინდელ სიტუაციაზე გვიამბეთ - განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა, როგორც ვიცი, მარიუპოლშია. ლუდმილა დენისოვა... Читать дальше...

ქალები კუთვნილი ჯამაგირის გარეშე – პედაგოგები ანაზღაურებადი დეკრეტულისთვის იბრძვიან

Radiotavisupleba.ge 

მუშა ქალი მშობიარობის დროს არა ნაკლებ ორი თვისა თავისუფალია მუშაობისაგან ჯამაგირის მოუსპობლად.  - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, მუხლი 126     ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ, საქართველოში ქალებს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების აღების უფლებას კონსტიტუცია ანიჭებდა.   დღეს, საქართველოში ათიათასობით ქალი ვერ სარგებლობს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისთვის ანაზღაურებადი შვებულებით. თუმცა მასწავლებელთა მოთხოვნამ და საკონსტიტუციო სარჩელმა, შესაძლოა, სიტუაცია ქალების სასარგებლოდ შეცვალოს. Читать дальше...

ევროკავშირის მინისტრები განიხილავენ ემბარგოს რუსეთის ნავთობზე, გერმანია პოზიციის ცვლილებაზე მიანიშნებს

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის მინისტრებმა 2 მაისს ბრიუსელში შეხვედრა გამართეს და განიხილეს საპასუხო გზები რუსეთის მხრიდან პოლონეთისთვის და ბულგარეთისთვის გაზის გადაკეტვაზე, ისევე, როგორც ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობა, უკრაინაში შეჭრისთვის მოსკოვის დასასჯელად. ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყნის, საფრანგეთის ეკოლოგიური გარდასვლის მინისტრის, ბარბარა პომპილის თქმით, მან შეხვედრა სასწრაფო წესით იმ მიზნით მოიწვია, რომ "უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი სოლიდარობა კოლეგების მიმართ ბულგარეთსა და პოლონეთში", თუმცა... Читать дальше...

გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს „ევროპულ გზაზე” მხარს უჭერს

News.ge 

გერმანიის ბუნდესტაგი უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს „მათ ევროპულ გზაზე“ მხარს უჭერს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა. ჰუბერტ ქნირშის ინფორმაციით, რეზოლუცია ერთობლივად მმართველი კოალიციის სამმა საპარლამენტო ჯგუფმა და უმსხვილესმა ოპოზიციურმა ჯგუფმა CDU/CSU-მ წარადგინეს და მასში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 49-ე მუხლის ყველა კრიტერიუმის შესრულება გაწევრიანების წინაპირობაა. „მოხარული ვარ დაგიდასტუროთ, რომ 28 აპრილს ...

რატომ იტაცებს რუსეთი უკრაინულ ხორბალს? ასე იწყებოდა ჰოლოდომორი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შეჭრა უკრაინაში, უკრაინული პორტების ბლოკირება და მარცვლეული კულტურების მარაგების მიტაცება შიმშილის საფრთხის წინაშე აყენებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მრავალის სხვა ქვეყნის მოსახლეობას. 2021 წლის მონაცემებით, უკრაინა, რომელიც წელიწადში 33 მლნ ტონა ხორბალს აწარმოებს (მსოფლიო ბაზრის 12%), მარცვლეული კულტურების მნიშვნელოვანი ექსპორტიორია. შესაბამისად, ბევრი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინული ხორბლის შეუფერხებელი მიწოდება, თუმცა, როგორც გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენელი... Читать дальше...

სომხეთის ოპოზიცია „დაუმორჩილებლობაზე“ გადადის

Radiotavisupleba.ge 

​2 მაისს სომხეთის პოლიციამ 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერთა მოწოდების შემდეგ ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა  ერევანში დილიდანვე აღმართეს ბარიკადები და რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა დაასახელა ბუჩაში სამოქალაქო პირთა დახოცვაში ეჭვმიტანილი პირველი რუსი სამხედროს ვინაობა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ გამოაცხადა სახელი პირველი რუსი სამხედროსი, რომელიც ეჭვმიტანილია სამოქალაქო პირთა დახოცვაში კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ბუჩაში, კვირების განმავლობაში გაგრძელებული ოკუპაციის დროს. როგორც ვენედიქტოვამ 2 მაისს თქვა, ეჭვმიტანილი არის რუსეთის ეროვნული გვარდიის დანაყოფის მეთაური და მისი სახელია სერგეი კოლოტსეი. ვენედიქტოვას თანახმად, ბუჩაში პროკურორებმა დაადგინეს, რომ კოლოტსეიმ "18 მარტს ბუჩაში მოკლა ოთხი შეუიარაღებელი კაცი". ვენედიქტოვა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ... Читать дальше...

შეჩერდა მარიუპოლიდან ევაკუაციის პროცესი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სამხრეთში მდებარე, ომით გაჩანაგებული ქალაქ მარიუპოლიდან შეჩერდა სამოქალაქო პირთა ევაკუაციის პროცესი, რუსეთმა განაახლა "აზოვსტალის" მეტალურგიული ქარხნის დაბომბვა, რომელსაც კვლავ ასობით ადამიანი აფარებს თავს - მას მერე, რაც წინა დღით პირველი ჯგუფი მიწისქვეშა ბუნკერებში გადავიდა. მოელოდნენ, რომ 2 მაისს 100-მდე უკრაინელი მოქალაქე დატოვებდა მარიუპოლს და 230-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე ზაპოროჟიეში გადაინაცვლებდა, თუმცა ოფიციალურმა პირებმა შუადღით განაცხადეს, რომ ევაკუაცია კვლავაც არ განხორციელებულა. Читать дальше...

საქართველო - ხელსაყრელი ქვეყანა რუსეთისთვის? მთავრობა რეექსპორტს გამორიცხავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში უპასუხებენ უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ. „ასეთი რამ წარმოუდგენელია“, - აცხადებს ქვეყნის ფინანსთა მინისტრი. „წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ აკრძალული რუსული პროდუქცია საქართველოს გავლით გავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში, მას მიენიჭოს ქართული წარმოშობის სერტიფიკატი და ამ გზით რაიმე საქონელი მოხვდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ... Читать дальше...

"უკრაინელების ტანჯვა გულს გვიკლავს, მაგრამ ხმამაღლა ამას ვერ ვიტყვით" - Z სიმბოლოები გალის მილიციის მანქანებზე

Radiotavisupleba.ge 

ენგურის ხიდის გადასაკვეთად და სახლში, გალში მოსახვედრად, თუ აქამდე აფხაზური საბუთი არ უნდა დამვიწყებოდა და წასვლამდე სულ მცირე სამჯერ მაინც ვამოწმებდი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სულ ის მიტრიალებს თავში, შემთხვევით რამე უკრაინის სიმბოლოებით არ გამყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ძმებს პატრიარქთან შეხვედრა სურთ და აქციებს აანონსებენ

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმებმა დავით და გიორგი სააკაშვილებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მთავრობისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. დავით და გიორგი სააკაშვილები აპირებენ შეხვედრების დაწყებას სამოქალაქო საზოგადოებასთან და რეგიონებში მოქალაქეებთან. ამასთან, მათ განაცხადეს, რომ შეხვედრა სურთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები გეგმავენ აქციების დაწყებას. „დრო ნამდვილად არ გვაქვს, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. Читать дальше...

Новости России
Москва

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)


აშშ იმედოვნებს, რომ კიევში მისი საელჩო მუშაობას თვის ბოლომდე განაახლებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ გამოთქვამს იმედს, რომ კიევში მისი საელჩო მუშაობას მაისის ბოლომდე განაახლებს, თუკი პირობები ამის საშუალებას შექმნის. "ვითვალისწინებთ უსაფრთხოების სფეროს პროფესიონალთა მოსაზრებებს და როცა ისინი გვეტყვიან, რომ დაბრუნება შეგვიძლია, ჩვენ დავბრუნდებით", - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კრისტინა კვიენმა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში 2 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე. კიევში აშშ-ის საელჩომ მუშაობა შეწყვიტა 24 თებერვლამდე თითქმის ორი კვირით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინაში  შეიჭრებოდა. პირველ... Читать дальше...

კახეთში 2 წლის წინ გაუჩინარებული ქალის ცხედარს ეძებენ

Radiotavisupleba.ge 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრები ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის ეზოში უკვე რამდენიმე საათია საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები და პოლიციის თანამშრომლები. ისინი კომენტარს არ აკეთებენ. ეზო შემოსაზღვრული აქვთ გამაფრთხილებელი ე.წ ყვითელი ლენტით და ჟურნალისტებს ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ. როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, საქმე ეხება 2020 წლის ივლისში, ამავე სოფლიდან ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული 68 წლის მზია... Читать дальше...

ბრიტანეთი იუწყება პუტინისტი "ტროლების" კიბერთავდასხმაზე პოლიტიკოსების წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ რუსი "ინტერნეტტროლები" თავს ესხმიან რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკოსების პროფილებს სოციალურ ქსელებში და, ასევე, იყენებენ Telegram-ის მესინჯერს ახალი თანამშრომლების გადაბირების და კოორდინირების მიზნით. "კიბერჯარისკაცები თავზეხელაღებულად იღებენ მიზანში პოლიტიკოსებს და აუდიტორიებს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკაში და ინდოეთში", - განაცხადა ბრიტანეთის მთავრობამ კვირას, 1 მაისს და დასძინა, რომ ტროლების ოპერაციების ბაზაა სანქტ-პეტერბურგში მდებარე ყოფილი ქარხანა. Читать дальше...

„თუ უხარისხოდ გვასწავლიდით, ფულს სრულად რატომ ვიხდიდით“? - თსუ-ს სტუდენტები აქციებს აგრძელებენ 

Radiotavisupleba.ge 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მორიგი აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ, სწავლა სექტემბრამდე ისევ ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელდეს. 2 მაისს საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლა დაიწყო, მათგან ბევრმა ჰიბრიდული (სააუდიტორიო და დისტანციური) სწავლება გააგრძელა, თსუ კი მოითხოვს, რომ სწავლება მხოლოდ აუდიტორიებში ჩატარდეს. დისტანციური სწავლება ნაკლებად ხარისხიანია - ასეთი პოზიცია აქვს ადმინისტრაციას.  თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. სტუდენტები აცხადებენ... Читать дальше...

წულუკიანმა სამინისტროს მიერ შეძენილი 3 ცხენი გადასცა საცხენოსნო სპორტის ფედერაციას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სამი ცხენი შეიძინა. როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, დღეს, 2 მაისს, ცხენები ფედერაციას მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ სოსო გიორგაძემ გადასცეს. ოფიციალური ცნობით, ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, სპორტის სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 000 ევრო გამოყო. თეა წულუკიანმა მიულოცა ფედერაციას შენაძენი და აღნიშნა, რომ სპორტის სამინისტრო ყოველთვის ხელს შეუწყობს სპორტულ ფედერაციებს მსგავსი პრობლემების გადაჭრაში. Читать дальше...

კობახიძე სააკაშვილზე: რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს ადამიანი... ჭამოს და დამთავრდება პრობლემები

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე და მმართველი პარტიიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გამორიცხულია პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება ან სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გაშვება, გამორიცხულია. მან პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრის დროს თქვა, რომ ვინც ამ საკითხს აყენებს, ქვეყნის ომში ჩათრევა უნდა. "შეუძლია მიიღოს ცილა და არ იღებს ცილას, კეთილი ინებოს, მიიღოს ცილა და დამთავრდება ამით ყველაფერი... [ცილას] ვერ იღებს, ან არ იღებს რას ჰქვია? Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Потапова обыграла Шнайдер на старте грунтового турнира WTA 1000 в Мадриде






Сотрудники Шатурского отдела вневедомственной охраны Росгвардии Московской области написали «Диктант Победы»

Гаишника, за взятку отпустившего фигуранта дела об убийстве москвича, уволили

Майские праздники в Туле: что посетить жителям и гостям оружейной столицы

В Котельниках написали «Диктант Победы»