Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 30.05.2022

Reuters: ბორის ელცინის სიძემ პუტინის მრჩევლის თანამდებობა დატოვა

News.ge 

Reuters-ის ინფორმაციით, ბორის ელცინის სიძემ, ვალენტინ იუმაშევმა, რომელიც ვლადიმირ პუტინს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა, პუტინის მრჩევლის თანამდებობა დატოვა. იუმაშევი არაანაზღაურებადი მრჩეველი იყო, რომელსაც პუტინის გადაწყვეტილებებზე შეზღუდული გავლენა ჰქონდა. თუმცა, გამოცემის შეფასებით, მისი წასვლა პუტინის ადმინისტრაციის ელცინის მმართველობასთან კიდევ უფრო დაშორებაა, ბოლო კავშირის გაწყვეტაა. მარტში ანატოლი ჩუბაისმა – ელცინის პერიოდის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა თანამდებობა. ომის გამო თანამდებობაზე... Читать дальше...

ზურაბ ჯაფარიძე: ამიტომ კობახიძის სისულელეები, რომ ვიღაც ჩადის და რაღაცას აფუჭებს, გათვლილია მათ ამომრჩეველზე

News.ge 

კობახიძის სისულელეები, რომ ოპოზიციიდან ვიღაც ჩადის ევროპაში და რაღაცას აფუჭებს, გათვლილია მათ ბნელ ამომრჩეველზე, – ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ბრალდება გათვლილია იმ ამომრჩეველზე, ვინც „იორდანეში, იმ წუმპეში პრემიერის ჭყაპა-ჭყუპი ჭამა“. „ვინც არ უნდა ჩავიდეს და რაც არ უნდა ილაპარაკოს ბრიუსელში, იქ ზუსტად იციან, რა ...

პაატა მანჯგალაძე: ეს უნდათ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს?! – არ უნდათ!

News.ge 

ღარიბაშვილის ლოცვის იმედზე ვერ ვიქნებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში, მიიღებს თუ არა საქართველო წევრობის კანდიდატის სტატუსს, საქართველოს ხელისუფლება უნდა მუშაობდეს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამ პროცესს სკეპტიკურად უყურებენ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ინტერესში არ არის საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. Читать дальше...

ლაშა ბაქრაძე: ერეკლეზე მამაჩემის აზრიც მინდა შემოგაშველოთ

News.ge 

“ერეკლეზე მამაჩემის აზრიც მინდა შემოგაშველოთ. ეს დიდი სტატიის “პანეგირიკის სიცივე” ბოლო, დასკვნითი ნაწილია. (აკ. ბაქრაძე. რვატომეული. ტ.5, 341-343). 1978 წელს დაწერილ სტატიაში გაკრიტიკებულია ალექსანდრე კალანდაძის რომანი ერეკლესა და ანტონ კათალიკოსზე “ნეიშნის ფიცი”. “1792 წელს დასავლეთ საქართველომ ერეკლეს მიმართა წინადადებით, ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები გავაერთიანოთო (მართალია, ეს ანტონის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, მაგრამ ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა ...

ევროკავშირის წევრები ჯერ ვერ თანხმდებიან რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ემბარგოზე

Radiotavisupleba.ge 

ორშაბათს ბრიუსელში გაიმართა ევროპის კავშირის ლიდერების შეხვედრა, რომლის მთავარი თემაა რუსეთის ნავთობზე ემბარგოს შემოღება. ორდღიანი სამიტის პირველ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 წევრისგან შემდგარ ბლოკს მიმართა მოწოდებით, დაასრულონ „კინკლაობა“ და მოსკოვს დაუწესონ ახალი სანქციები, მათ შორის ემბარგო შემოიღონ რუსეთის ნავთობზე. „დროა, დაქსაქსული, დანაწევრებული კი არა, არამედ ერთი მთელი იყოთ,“ თქვა მან. ევროკავშირის დიპლომატებმა მოამზადეს შემსუბუქებული ვარიანტი შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც... Читать дальше...

„ნახევარი მთაწმინდა რომ ერევანში იყოს დაკრძალული“ - სომხური პანთეონი თბილისში

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ავლაბრის მთაზე, სამების ტაძართან ახლოს სომეხი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მონახულება სომხეთიდან ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისთვის ვიზიტის პროტოკოლის ნაწილია - აქ მოჰყავთ სომხეთის პრეზიდენტები, პრემიერები, პატრიარქი... რა თქმა უნდა, მოდის უბრალო ხალხიც. „უფრო სომხეთიდან მოდიან, ვიდრე ადგილობრივები, განსაკუთრებით ზაფხულობით, ბათუმში, ქობულეთში როცა ისვენებენ, აქაც ამოივლიან ხოლმე, - ამბობს გარიკ გრიგორიანი, რომელიც პანთეონს 2000 წლიდან უვლის, - მაშინ მითხრეს, 17 მანეთი გექნება ხელფასიო. Читать дальше...

გაგლოევმა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ბიბილოვის განკარგულება შეაჩერა

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალმა პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა შეაჩერა ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განკარგულება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე, რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. განკარგულება შეჩერებულია მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდე. „რუსულ მხარესთან კონსულტაციები მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მთელ სპექტრზე“, - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო ლიდერის განკარგულებაში. გაგლოევის... Читать дальше...

IAEA: ირანის გამდიდრებული ურანის რაოდენობა დიდად აღემატება შეთანხმებით ნებადართულს

Radiotavisupleba.ge 

ატომური ენერგეტიკის სფეროში გაეროს სამეთვალყურეო ორგანოს შეფასებით, ირანში გამდიდრებული ურანის მარაგმა 18-ზე მეტჯერ გადააჭარბა იმ ლიმიტს, რომელიც დადგენილია 2015 წლის შეთანხმებით ირანსა და მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ანგარიშში, რომელიც 30 მაისს გამოქვეყნდა, ნათქვამია ასევე, რომ ირანი განაგრძობს ურანის გამდიდრებას შეთანხმებით ნებადართულ 3,67%-ზე უფრო მაღალ დონეზე. 60%-ით გამდიდრებული ურანის მარაგი 43,1 კგ-ს შეადგენს, რაც თითქმის 10 კგ-ით მეტია, ვიდრე ეს მარტის ანგარიშში იყო ნახსენები. Читать дальше...



„კულტურის მინისტრის აზრით, მონებივით პირამიდა უნდა ავუშენოთ - ასე არ მოხდება“ - ინტერვიუ ირაკლი კაკაბაძესთან

Radiotavisupleba.ge 

მუზეუმის ათობით თანამშრომლების გათავისუფლება, მანამდე ხელოვნების მუზეუმის დირექტორის გაშვება, რეჟისორ სალომე ჯაშის ფილმ „მოთვინიერების“ გაუქმებული ჩვენება, კინოცენტრის ხელმძღვანელის შეცვლა, თვეობით დაფინანსებაგაჩერებული ლიტერატურული ჟურნალები, ჩაშლილი ლიტერატურულ პრემია „ლიტერა“, თბილისის ლიტერატურული ფესტივალის გაურკვეველი მომავალი, ბოლო დღეებში გახმაურებული წიგნის ფესტივალის მხარდაჭერაზე უარის თქმის ამბავი და საქართველოს 65 ბიბლიოთეკისთვის ყოველწლიური წიგნადი ფონდების განახლების პროგრამის გაუქმება - ეს ის ფაქტებია... Читать дальше...

„თუ უსაფრთხოების გარანტიები გინდა, ნატოს წევრი უნდა იყო“ - შვედი გენერალი სვერკერ გორანსონი

Radiotavisupleba.ge 

„მიუმხრობლობა დღეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ცალკე, საკუთარი ძალებით ვერავინ უზრუნველყოფს ამას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გენერალი სვერკერ გორანსონი, შვედეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური 2009-2015 წლებში. ვაჟა თავბერიძე მას შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და რეგიონის უსაფრთხოებაზე პრაღიდან ესაუბრა. რადიო თავისუფლება: შვედეთი ნატოში შესვლას აპირებს არა უბრალოდ ათწლეულების, არამედ ორსაუკუნოვანი ნეიტრალიტეტის შემდეგ - რამ მიგვიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე? გენერალი გორანსონი... Читать дальше...

ჩეხეთის წამყვან უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის ქალაქ ბრნოს მასარიკის უნივერსიტეტში 30 მაისს გაიხსნა რუსათველის კაბინეტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქართულ-ჩეხური კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავება. ჩეხეთის საუნივერსიტეტო სივრცეში რუსთაველის კაბინეტის ამოქმედება შესაძლებელი გახდა ბრნოს მასარიკის უნივერსიტეტს, საქართველოს რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ჩეხეთში საქართველოს საელჩოს შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული პროექტები უნდა განხორციელდეს, რომლებიც გაზრდის... Читать дальше...

ბაიდენი: აშშ უკრაინას არ გადასცემს სარაკეტო სისტემებს, რომლებიც რუსეთს შეიძლება მისწვდეს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას არ გადასცემს სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შესაძლოა მიაღწიოს სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. კონკრეტულად რა სახის შეიარაღებაზეა ლაპარაკი, ბაიდენს არ დაუზუსტებია. გასულ კვირაში CNN-ი და Washington Post-ი იტყობინებოდნენ, რომ აშშ აპირებს, უკრაინას მიაწოდოს სარაკეტო სისტემები, რომლებსაც რამდენიმე ასეული მილით დაშორებული სამიზნეების განადგურება შეუძლიათ. კერძოდ, ნახსენები იყო მაღალი მობილურობის... Читать дальше...

ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილეს სცემეს

Radiotavisupleba.ge 

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე სერგეი კაბისოვი სცემეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ დმენისში. ამის შესახებ „ტელეგრამის" არხზე ცხინვალელი კომენტატორები წერენ. კაბისოვი ჟურნალისტ რუსლან ტოტროვის ცემის საქმეზეა ბრალდებული. თავდასხმა ვლადიკავკაზში გასული წლის 21 იანვარს მოხდა. კაბისოვმა და ბიზნესმენმა რუსლან ტანდელოვმა ჟურნალისტს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის შესახებ ტყუილების წერის შეწყვეტა მოსთხოვეს. ტოტროვის ჩვენებით, მათ თავის მოთხოვნას მუქარა მოაყოლეს და დაამატეს „თუ არ გაჩერდები... Читать дальше...

გაგლოევი ე.წ. რეფერენდუმის საკითხის ფორმულირებას მხარს არ უჭერს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა პირველი შეხვედრები ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე გამართა. რუსეთთან სამხრეთ ოსეთის გაერთიანების საკითხი იყო დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ დეპუტატებთან მისი პირველი შეხვედრის მთავარი თემა. გაგლოევის თქმით, რეფერენდუმის ფორმულირება დღეს კითხვებს აჩენს, მაშინ, როცა აუცილებელია რუსულ მხარესთან შესაბამისი კონსულტაციების გამართვა. „პირველად დებატების დროს გავიგეთ ამ რეფერენდუმის შესახებ, მისი ფორმულირება მაშინ სხვანაირად ჟღერდა, დღეს სხვაგვარად. Читать дальше...

პუტინმა და ერდოანმა სატელეფონო საუბარი გამართეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 30 მაისს სატელეფონო საუბარი გამართეს. ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, სტამბოლში მოაწყოს რუსეთს, უკრაინასა და გაეროს შორის შეხვედრა, ასევე მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში შესაძლო სამეთვალყურეო მისიაში, თუკი მოსკოვი და კიევი ამაზე შეთანხმდებიან. კრემლი იტყობინება, რომ პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანის პრობლემა. კერძოდ, ისაუბრეს შავ ზღვასა და არალის ზღვაში საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოებაზე... Читать дальше...

კაია კალასი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ყველა თანაბრად არ უჭერს მხარს

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის სამიტის კულუარებში ჟურნალისტებთან საუბრისას ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მისი თქმით, ამჟამად განიხილება ამ სტატუსის მინიჭება პირველ რიგში უკრაინისთვის. „ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ივნისის სამიტისთვის მივაღწიოთ შეთანხმებას. და, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, უკრაინამ მიიღოს მკაფიო პირობები - როგორ მიაღწიოს კანდიდატის სტატუსს. Читать дальше...

თბილისში, სამგორის რაიონში 15 წლის მოზარდი დაჭრეს

Radiotavisupleba.ge 

„ამტელ ჰოსპიტალში" არის გადაყვანილი თბილისში, სამგორის რაიონში (მეტრომშენის დასახლებაში) დაჭრილი 15 წლის მოზარდი. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არასრულწლოვანი 74-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. „ამტელ ჰოსპიტლის" ბავშვთა ქირურგმა გოჩა ბახტაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „[მოზარდს] გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაზიანებები ჰქონდა მუცლის ღრუში, რომლის ლიკვიდაცია მოხდა. ამ ეტაპზე მდგომარეობა დასტაბილურდა და [მოზარდი] გადაყვანილია პოსტოპერაციულად რეანიმაციაში. ამ ეტაპზე პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება". Читать дальше...

ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მან თბილისში, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მედიისთვის განცხადება გააკეთა. პრეზიდენტებმა ილაპარაკეს საქართველო-სომხეთის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ, თუმცა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მრავალ საუკუნეს ითვლის. სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება დაუთმო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას, გამოყო რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევები. „ჩვენი... Читать дальше...

ვოლსკი: კითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს?

News.ge 

“რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში?” – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ 5 ივლისზე საუბრისას თქვა. ის კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ არის კითხვები ტენდენციების შესახებ, “როდესაც საუბარია დემოკრატიულ არჩევნებზე, 5 ივლისსა და მასთან თანმხლებ მოვლენებზე, უმცირესობების უფლებებზე, ჟურნალისტების დაცვაზე, მართლმსაჯულების მიმართ უნდობლობასა და კანონის უზენაესობაზე”. კარცელის თქმით, ამ ყველაფრის გამო კითხვის ნიშნის ...

Новости России
Москва

Спецвыпуск журнала «Стратегии развития» посвященный героям Великой Отечественной войны и Специальной военной операции


ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოზე კონსესუსს ადრე თუ გვიან მიაღწევს

News.ge 

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ელის, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოზე კონსესუსს მიაღწევს, თუმცა მას შეთანხმების მიღწევის ვადები არ დაუკონკრეტებია. „ყველაფერი რაც მესმის, ისე ჟღერს, რომ კონსესუსი შესაძლებელი იქნება – ადრე თუ გვიან ეს იქნება“, – განაცხადა შოლცმა, რომელიც ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. უფრო ადრე ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა აღნიშნა, რომ ნაკლებ სავარაუდოა ევროკავშირის ...

ერევანში საპროტესტო აქციაზე 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 30 მაისს, ერევანში ოპოზიციის მომხრე 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. მოხდა შეხლა-შემოხლაც, რომლის დროსაც, სომხეთის პოლიციის ცნობით, დაშავდა სამი პოლიციელი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დღეს დილით ოპოზიციური გაერთიანება "წინააღმდეგობის მოძრაობის" წევრებმა ერევნის ცენტრში, მთავრობის შენობასთან  მოაწყვეს მსვლელობა. მარშის სათავეში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატები შენობაში შესვლას და იმ მინისტრებთან შეხვედრას ცდილობდნენ, რომლებიც, მათი თქმით, ვალდებული არიან გამოხატონ თავიანთი პოზიცია... Читать дальше...

ლუგანსკის ოლქში სროლას ფრანგი ჟურნალისტი ემსხვერპლა

Radiotavisupleba.ge 

ლუგანსკის ოლქში საარტილერიო ცეცხლს საევაკუაციო ავტომობილში მყოფი "BFM TV"-ის ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკი ემსხვერპლა. „ლუგანკის ოლქიდან ევაკუაციის პროცესი ოფიციალურად შეჩერებულია, „რაშისტებმა“ ხალხის წამოსაყვანად მიმავალ ავტომობილს ესროლეს. დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი“, - ინფორმაცია ლუგანსკის საოლქო- სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ გაავრცელა. მისი სიტყვებით, უკრაინული დაჯავშნილი ავტომობილი, რომელიც ოლქიდან 10 ადამიანის გამოსაყვანად მიემართებოდა, საარტილერიო ცეცხლში მოჰყვა. ჭურვის ფრაგმენტებმა მანქანის ჯავშანი გახვრიტა... Читать дальше...

„ტყუილია, ხელშეკრულებებს ვადა არ გასვლია“ - რესპუბლიკურიდან გათავისუფლებულები

Radiotavisupleba.ge 

ბექა ჩაფიჩაძემ 11 თვე იმუშავა უმცროს ექიმად ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის მეშვიდე სართულზე, კოვიდ-თერაპიის განყოფილებაში. 11 თვის თავზე, მას და მის კოლეგებს უთხრეს, რომ ხვალიდან სამსახურში აღარ მისულიყვნენ, რაგან კოვიდ-განყოფილება პაციენტების არარსებობის გამო იხურებოდა.

ლარი დოლართან 9 თეთრით გაუფასურდა

Radiotavisupleba.ge 

რამდენიმეკვირიანი გამყარების შემდეგ, ლარი დოლართან გაუფასურდა. ხვალიდან, 31 მაისიდან, დოლარი თითქმის 9 თეთრით ძვირი ეღირება. განახლებული ოფიციალური კურსის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ლარი გაუფასურდა 40-ზე მეტ ვალუტასთან, მათ შორის ევროსთან 11,44 თეთრით. ხვალ, 31 მაისს, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იქნება: 1 დოლარი - 2,9546 ლარი; 1 ევრო - 3,1833 ლარი. ლარი დოლართან 11 მაისიდან მყარდებოდა. ევროს შემთხვევაში იგივე ტენდენცია 18 მაისიდან იყო, ლარის გაუფასურება 28 მაისის შემდეგ დაიწყო.

გია ვოლსკი ევროკავშირის ელჩზე: 5 ივლისს რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კომენტარი მას დამატებით კითხვებს უჩენს. დეპუტატმა ასე შეაფასა კარლ ჰარცელის ის განცხადება, რომლის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის "საქართველოს შეეძლო უკეთ მომზადებულიყო". "ყველაფერი შესრულებული ვერც იქნება, ბევრი რეფორმა განსახორციელებელია. უბრალოდ, კიდევ დამატებით შეკითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება. რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Самсонова победила Осаку и вышла в третий круг турнира WTA 1000 в Мадриде






Проекты из Хабаровского края победили в Международном профессиональном конкурсе НОПРИЗ на лучший проект – 2023

ГЖД показала сервисную площадку для «Ласточек» в Нижнем Новгороде

Житель Мытищ получил 9 лет и 10 месяцев колонии за убийство родной сестры

Ещё один гражданин Таджикистана. Суд арестовал 12-го фигуранта дела о теракте в «Крокусе»