Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 26.05.2022

პუტინი: თუ დასავლეთი სანქციებს მოგვიხსნის, სასურსათო კრიზისის გადალახვაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი მზად არის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მსოფლიო სასურსათო კრიზისის მოგვარებაში, თუ დასავლეთი უკრაინაში ომის გამო დაწესებულ სანქციებს მოხსნის, უთხრა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იტალიის პრეზიდენტს, მარიო დრაგის სატელეფონო საუბრისას 26 მაისს, იტყობინება Reuters-ი. პუტინმა და დრაგიმ განიხილეს უკრაინის ვითარება, სასურსათო კრიზისი და მისი გავლენა ღარიბ ქვეყნებზე. პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის მარცვლეულის და სასუქის ექსპორტირებისთვის, თუ პირობები შესრულდება. კრემლმა გამოაცხადა... Читать дальше...

სერგეი ლავროვი: გავაფრთხილეთ დასავლეთი, რომ უკვე აწარმოებენ არაპირდაპირ ომს რუსეთთან უკრაინელი ნეონაცისტების ხელებით …

News.ge 

თუ დასავლეთი რუსეთის ტერიტორიაზე პოტენციური დარტყმისთვის კიევისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი იარაღის მიწოდებას დაიწყებს, ეს იქნება ნაბიჯი მიუღებელი ესკალაციისკენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსმა დიპლომატმა ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც „საღი აზრი შეინარჩუნეს“ მოუწოდა, აღკვეთონ ესკალაციის ახალი რაუნდი. „ჩვენ ყველაზე სერიოზულად გავაფრთხილეთ დასავლეთი, რომ ისინი უკვე აწარმოებენ არაპირდაპირ ომს რუსეთის ფედერაციასთან უკრაინელი ნეონაცისტების ხელებით, ...

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება მხოლოდ კორუფციის საქმეს უკავშირდება

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკი პოპესკუ აცხადებს, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელიც სახელმწიფოს ღალატსა და კორუფციაშია ეჭვმიტანილი, დაკავებულია მხოლოდ იმის გამო, რომ მოლდოვა იბრძვის კორუფციასთან. მისი თქმით, დაკავება არ არის დაკავშირებული „გეოპოლიტიკურ მოვლენებთან“. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, პოპესკუმ განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლა „იწყება ზემოთ, პოლიტიკურ კლასში, ოლიგარქებს შორის კორუფციასთან ბრძოლით“. მისი თქმით, საქმე დოდონისა... Читать дальше...

უკრაინა მკაცრად უპასუხებს მათ, ვინც რუსეთთან ზავისკენ მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს ცნობილი დასავლელი პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და წამყვანი მედიის წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინას მოუწოდებენ, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის სანაცვლოდ დაეთანხმოს თავისი ტერიტორიის ნაწილის დათმობას. ასეთი მოსაზრება გამოთქვა კვირის დასაწყისში დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა, რომლის თანახმად, რუსეთის 24 თებერვლის... Читать дальше...

დმიტრო კულება: სამხედრო ვითარება უკრაინის აღმოსავლეთში უარესია, ვიდრე ამაზე ხალხი ლაპარაკობს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა 26 მაისს, რომ სამხედრო ვითარება უკრაინის აღმოსავლეთში ბევრად უარესია, ვიდრე ამაზე ხალხი ლაპარაკობს. კულებას თქმით, ქვეყანას სჭირდება მძიმე შეიარაღება, რათა ეფექტიანად შეებრძოლოს რუსეთს. კულებამ, რომელიც პირდაპირ ეთერში პასუხობს ტვიტერით დასმულ შეკითხვებს, თქვა ასევე, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება რეალურად არ მიმდინარეობს. 26 მაისის საღამოს უკრაინის აღმოსავლეთიდან იტყობინებიან, რომ რუსეთის არმია უტევს ბოროვსკიში, ცხარე ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკის მისადგომებთან. Читать дальше...

გვარამია აცხადებს, რომ ციხეში ყოფნა არ უჭირს, რადგან მორალური უპირატესობა აქვს

Radiotavisupleba.ge 

"მთავარი არხის" პატიმრობაში მყოფმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ციხიდან ამავე ტელეარხთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ ციხეში ყოფნა არ უჭირს, რადგან მორალურ უპირატესობას გრძნობს. „[პატიმრობა] არ აღმოჩნდა რთული, იმიტომ რომ პირველ რიგში, როგორც თქვით, მართლა, როცა გადახარშული გაქვს და მზად ხარ... დიდი ხანია ეს გადახარშული მაქვს და მზაობა მაქვს. ამასთან ერთად, თქვენ მიცნობთ მე კარგად და როდესაც მორალური უპირატესობა მაქვს და თავს მართლად ვგრძნობ, მაშინ, არ მიჭირს. ახლაც არ მიჭირს. რომ გითხრათ... Читать дальше...

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრს მისი უკრაინაში ვიზიტისას

Radiotavisupleba.ge 

როგორც Reuters-ი იტყობინება, ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ფინეთს მხარდაჭერისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში. ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი ვიზიტით იმყოფებოდა კიევში. მარინი, რომლის ქვეყანა ევროპის კავშირის წევრია, ევროპის ბოლო ლიდერია, რომელიც სოლიდარობის ნიშნად ეწვია კიევს, 24 თებერვალს ამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. "ჩვენთვის ფინეთის სამხედრო დახმარება ძალიან ფასეულია, - დაწერა ზელენსკიმ "ფეისბუკზე" მარინთან მოლაპარაკებების შემდეგ, - იარაღი... Читать дальше...

არ უღირთ ახლა - რატომ გადადებს რუსეთი რეფერენდუმს ცხინვალის რეგიონში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებას არ ჩქარობს და  17 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის გადადებას საკითხის არასათანადო მომზადებითა და წინასწარი შეუთანხმებლობით ხსნის.



წიგნის ფესტივალი უკრაინის ფერებში

Radiotavisupleba.ge 

დიდი რიგებია ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონში. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. თან, პანდემიის მერე, ჩვეული მასშტაბით, პირველად. დარბაზში ძველებური ზუზუნით, სცენიდან წამოსული ექოთი, წიგნის მოყვარულების შეხვედრებით და ერთმანეთის მოკითხვით, „რა წიგნი შეარჩიე“ ფრაზებით, ავტოგრაფების დარიგებით, - ჩანს, რომ ორწლიანმა წყვეტამ ამ თავშეყრის მონატრება გაამძაფრა. მაგრამ წლევანდელ ფესტივალს მაინც გამოარჩევს ერთი რამ - მისი სლოგანი: „საქართველო უკრაინის გვერდით დგას“. ფესტივალის ეს დღეები, 26-დან 29 მაისის ჩათვლით... Читать дальше...

გერმანიის კანცლერი შოლცი "დარწმუნებულია", რომ პუტინი ვერ მოიგებს ომს უკრაინაში

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ომის სამმა თვემ აჩვენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვერ მოიგებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და მას არ შეუძლია პირობების კარნახი. 26 მაისს დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით დღეს სიტყვით გამოსვლისას, შოლცმა განაცხადა, რომ მთელი უკრაინის აღება ახლა ბევრად უფრო შორს ჩანს, ვიდრე ომის დასაწყისში. გერმანიის კანცლერის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინის ორი უდიდესი ქალაქი, კიევი და ხარკოვი, ვერ აიღო, მოსკოვმა ახლა თავისი ყურადღება... Читать дальше...

ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტს და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II. დედოფლის წერილს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს. „თქვენო აღმატებულება, მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და საუკეთესო სურვილებს ვუთვლი საქართველოს მოსახლეობას. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ქვეყნები ორმხრივი თანამშრომლობის 30 წელს აღნიშნავენ. გლობალური გამოწვევების ფონზე, მომავალს იმედიანად ვუყურებ”, - ნათქვამია დედოფლის წერილში. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. Читать дальше...

რატომ ვერ დაიცვა ორმა სახელმწიფომ 26 წლის ქალი გამოცხადებული მკვლელობისგან?

Radiotavisupleba.ge 

26 წლის როზეტა ყალიჩავა, სავარაუდოდ, ქმრის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი - ექვსი, ოთხი და ორი წლის შვილები დარჩა. მკვლელობა 24 მაისს, საღამოს 10 საათისთვის, პოლონეთის ქალაქ ლოძში, როინას 50 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ამ ბინაში როზეტა ოჯახთან ერთად გასული წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, როზეტამ დახმარება ითხოვა. დახმარების თხოვნით კი მან საქართველოში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას, „საფარს“ მიმართა. Читать дальше...

ერთს სამუდამო პატიმრობა. დანარჩენებს? - უკრაინა ომის დამნაშავეებს ასამართლებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ომის დანაშაულისთვის პირველი რუსი ჯარისკაცი გაასამართლეს. 21 წლის სერჟანტ ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ახლა ჯერი კიდევ ორმოცდაათამდე ჯარისკაცზეა. ამ დროს, რუსეთიც ემზადება უკრაინელი ტყვეების გასასამართლებლად.

სატირულმა ჟურნალმა Charlie Hebdo-მ თავისი ბოლო ნომერი უკრაინას მიუძღვნა

Radiotavisupleba.ge 

ცნობილმა ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა, Charlie Hebdo-მ, თავისი ბოლო ნომერი, რომელიც 25 მაისს გამოიცა, უკრაინას მიუძღვნა. როგორც Le Figaro წერს, ჟურნალი თავის ოთხ გვერდზე უკრაინელი კარიკატურისტების 20 ნახატს ბეჭდავს. ამ ნომრის გაყიდვით შესული თანხები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოხმარდება. ჟურნალმა განმარტა, რომ მათი ეს ქმედება არის უკრაინელი კარიკატურისტების მიმართ პატივისცემის გამოხატვა, რადგან ომის მიუხედავად, „ისინი აკეთებენ თავიანთ საქმეს"და „არ სურთ განუკითხაობას და ტერორს დანებდნენ“. კარიკატურების უმეტესობა ომის თემას ეძღვნება... Читать дальше...

თეა წულუკიანი: კულტურის სამინისტრო "ბუტკა" არ არის

Radiotavisupleba.ge 

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად ჟურნალისტებს უთხრა, რომ მუზეუმების ახალ ხელმძღვანელობას მისი სრული მხარდაჭერა აქვს და საჯარო სამსახურში დასაქმებულები ვალდებული არიან, იარონ სამსახურში იმ ხელფასის სანაცვლოდ, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებენ. "ეს გახლავთ სამინისტრო და არა რაიმე კერძო კომპანია ან, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, ბუტკა. ეს არის საჯარო ორგანიზაციები, დაახლოებით 100-მდე, რომლებსაც კულტურის სამინისტრო მართავს და ძალიან მნიშვნელოვანია... Читать дальше...

ირანი: სამხედრო კომპლექსში „უბედური შემთხვევის“ შედეგად დაიღუპა ინჟინერი

Radiotavisupleba.ge 

ირანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, თეირანის მახლობლად მდებარე ფარჩინში, ერთ-ერთ კვლევით კომპლექსში, მოხდა „უბედური შემთხვევა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე - დაშავდა. ფარჩინი თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ბაზაა, სადაც, გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ადრე გამოთქმული ვარაუდით, ირანი ატომურ ბომბთან დაკავშირებულ ცდებს აწარმოებდა, ათ წელზე მეტი ხნის წინ. „ოთხშაბათ საღამოს, უბედური შემთხვევის გამო, რომელიც ფარჩინის რაიონში, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ საცდელ განყოფილებაში მოხდა... Читать дальше...

პენიტენციური სააკაშვილზე: გონების დაკარგვის სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ გამოვლენილა

Radiotavisupleba.ge 

პენიტენციური სამსახური ეხმაურება პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, ბრალდებულმა "გონება დაკარგა". როგორც უწყება განმარტავს, სააკაშვილმა მორიგე ექიმს აცნობა ამის შესახებ, რის შემდეგაც ჩაუტარდა გამოკვლევები, შედეგად კი გონების დაკარგვის სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე, არ გამოვლენილა. "სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 25 მაისს 01:31 სთ-ზე მ. Читать дальше...

„თუ დაჩაგრულს არ ეხმარები, ამით დამპყრობელს უჭერ მხარს”- უგო პოლეტი უკრაინის ომსა და იტალიის ყოყმანზე

Radiotavisupleba.ge 

„იტალია გაზულუქებული ქვეყანაა, მისი მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, ისინი ნატოსა და ამერიკელების „ქოლგამ“ გააზულუქა, არ ესმით, რომ ნატო რომ არა, ყოველ მათგანს მოუწევდა ჯარში სამსახური, როგორც ეს შვეიცარიაში ან ისრაელში ხდება. ამ ხალხს დაავიწყდა, რომ ქვეყანას დაცვა სჭირდება და რომ ყველაფერს დიპლომატიით ვერ გადაწყვეტ”, - ამბობს იტალიელი ჟურნალისტი, „ოდესის ჟურნალის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, უგო პოლეტი. ის დღემდე ოდესაში რჩება და იქიდან აკვირდება რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ. Читать дальше...

არმაზ ახვლედიანი - "საქართველოში თავისუფლების ჩახშობა გვიანია, დაუგვიანდათ ბატონებს!"

Radiotavisupleba.ge 

"დღეს ისტორიული არჩევანი საქართველოსი ისაა, რომ ან ერთხელ მაინც შევდგებით თანამედროვე ერად, საზოგადოებად, სადაც სამართალსა და სამართლიანობას აქვს აზრი, ან ვიქნებით ყოველთვის ასეთი მაჩანჩალა, არშემდგარი სახელმწიფო" - აცხადებს არმაზ ახვლედიანი, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Шикарный и практичный стиль Елены Джокович из базовых вещей






В Москве арестован бывший подчиненный замминистра обороны Иванова

Нижегородка скончалась на платформе Московского вокзала

Груднички психоневрологического отделения МОЦОМД посетили плавательный бассейн

ДВМС объявляет конкурс на целевое обучение в МГИМО