Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 29.05.2022

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთმა მომავალი დაკარგა

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინისთვის ბრძოლა არა მხოლოდ წააგო, მან თავისუფალ სამყაროსთან კავშირიც დაკარგა. “ხარკოვმა ოკუპანტებისგან საშინელი დარტყმა განიცადა. რუსეთმა უკვე წააგო არა მხოლოდ ხარკოვისთვის ბრძოლა, არა მხოლოდ კიევისთვის და ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთისთვის ბრძოლა, მან დაკარგა საკუთარი მომავალი და ყოველგვარი კულტურული კავშირი თავისუფალ სამყაროსთან”, – განაცხადა ზელენსკიმ ამასთან, ზელენსკიმ ...

ნეპალში თვითმფრინავი გაუჩინარდა

News.ge 

ნეპალში, Tara Air-ის თვითმფრინავი, რომელშიც 22 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს ადგილობრივი დროით 9:55 საათზე გაუჩინარდა. აღნიშნული CNN-ს ავიაკომპანიის წარმომადგენელმა დაუდასტურა. პრესსპიკერის თქმით, ბორტზე 19 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ქალაქ პოხარადან ნეპალის პოპულარულ ტურისტულ ქალაქ ჯომსომში მიფრინავდა. Tara Air-ის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ნეპალის არმია ჩართულია დაკარგული თვითმფრინავის ძებნაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით – მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, საქართველოს მიწის ნაკვეთი გადმოეცა

News.ge 

“დღეს ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით – მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, საქართველოს მიწის ნაკვეთი გადმოეცა. 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწაზე დაბრუნდა! პატრიარქის კურთხევით, აქ ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკოპოსს ქრისტოფორუსს, განსაკუთრებული მადლობა მის უდიდებულესობა იორდანიის მეფე აბდალა მეორესა და მისი უმაღლესობა პრინც ღაზის მიღებული გადაწყვეტილებისთვის,” ...

" არ მუშაობდა ქალაქის დასაცავად", - ზელენსკიმ ხარკოვის ოლქის უშიშროების სამსახურის უფროსი გაათავისუფლა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის რეგიონის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მან თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა მას შემდეგ, რაც კვირას ხარკოვის რეგიონისა და ხარკოვის ხელმძღვანელობასთან თათბირი ჩაატარა. "ჯარი, პოლიცია, ხარკოვის მერი, რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაცია – ყველა ნამდვილად მუშაობს გამარჯვებისთვის და ამას ძალიან ეფექტიანად აკეთებს. სამწუხაროდ, ეს არ შეიძლება ითქვას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე. Читать дальше...

უკრაინაში საომრად ჩეჩნეთიდან გაგზავნილთა შორის მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებიც არიან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში მონაწილეობენ სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული ისეთი პირებიც, რომლებსაც ნასამართლობის ვადა არ გასვლიათ. ჟურნალისტები ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მას შემდეგ, რაც გააანალიზეს უკრაინის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული 2,5 ათასი "კადიროველის", ანუ რამზან კადიროვისადმი ლოიალურად განწყობილი მებრძოლებისა და ე.წ. "მოხალისეების" სია და მასში აღმოაჩინეს როგორც რეციდივისტები, ისე ჩეჩნეთის ის მცხოვრებნი, რომლებსაც სასჯელის ვადა არ გასვლიათ. ერთ-ერთი ტელეგრამის... Читать дальше...

ჩეხეთი დამატებით შეიარაღებას გაუგზავნის უკრაინას

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთი სხვა ქვეყნებთან ერთად კვლავ აპირებს გაუგზავნოს დამატებითი შეიარაღება უკრაინას, რომელიც 95-ე დღეა აკავებს რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ, 29 მაისს ტელეეთერის დროს განაცხადა, რომ პრაღას განზრახული აქვს უკრაინას 26-30 მილიონის დოლარის ფარგლებში რაც შეიძლება მალე მიაწოდოს შეიარაღება. "უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დახმარება [უკრაინას] მუდმივად მიეწოდებოდეს", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ქალმა, რომლის თქმითაც რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების... Читать дальше...

ISW: რუსეთის შეტევა შესაძლოა სევერედონეცკთან შეჩერდეს

Radiotavisupleba.ge 

ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) გამოაქვეყნა ახალი ანგარიში უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკისთვის მიმდინარე ოპერაციით შესაძლოა დასრულდეს რუსეთის იერიში. ექსპერტების შეფასებით, ეს ბრძოლა მიაღწევს კულმინაციას ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე, რაც მისცემს შანსს უკრაინას, რომ განაახლოს კონტრშეტევა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სევეროდონეცკის ხელში ჩაგდება საშუალებას მისცემს რუსეთს განაცხადოს, რომ მან მთლიანად იგდო ხელთ ლუგანსკის... Читать дальше...

ერდოანი კვლავ უპირისპირდება შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას კვლავაც განზრახული აქვს ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების საკითხის ბლოკირება. რეჯეპ ტაიპ ერდოანის თქმით, გასულ კვირას ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებთან მოლაპარაკებები არ იყო "მოსალოდნელ დონეზე" და არ გაკეთებულა თითქმის არაფერი, რომ შემსუბუქებულიყო თურქეთის შეშფოთება. მანამ, სანამ ერდოღანი თურქეთის რესპუბლიკის მეთაურია, ჩვენ ნამდვილად ვერ ვეტყვით „დიახ“ იმ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას, რომლებიც ტერორიზმს მხარს უჭერენ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა... Читать дальше...



ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვში ფრონტისპირა ზონაში იმყოფებოდა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 29 მაისს ხარკოვის რეგიონში ჩავიდა და ფრონტის ხაზზე მყოფ ქვეყნის დამცველებს გაესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკი გაეცნოს უკრაინული ქვედანაყოფების პასუხისმგებლობის ზონაში წინა ხაზზე შექმნილ ოპერატიულ ვითარებას და ქვეყნის დამცველებს სახელმწიფო ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პრეზიდენტს აცნობა, რომ ამჟამად რეგიონის ტერიტორიის 31% ოკუპირებულია, მაგრამ მანამდე უკრაინის ჯარებმა 5% გათავისუფლეს რუსი დამპყრობლებისგან. Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის მეფე აბდალა II-ს წმინდა მიწაზე საქართველოსთვის მიწის გადაცემისთვის ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-ს წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემისთვის, მადლიერების ნიშნად, საქართველოს სახელით, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილი მეფე აბდალა II-ს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა და წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ 4000 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ... Читать дальше...

“ყველა გარემოებაში, მათ შორის, სამწუხაროშიც კი, შეიძლება მივიღოთ ყველაზე მთავარი გამოცდილება”

News.ge 

ყველა გარემოებაში, მათ შორის, სამწუხაროშიც კი, შეიძლება მივიღოთ ყველაზე მთავარი რამ, ყველაზე მთავარი გამოცდილება -ეს არის დანახვა უფლისა, შინაგანი თვალების ახელა, ფერისცვალება და შეხვედრა ღმერთთან. ეს არის უმთავრესი. ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის სატანჯველი, რომლისაც ჩვენ ასე გვეშინია ხოლმე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მან მრევლს აღდგომიდან მეექვსე ...

ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს და მედიაში ბრუნდება

Radiotavisupleba.ge 

ზაალ უდუმაშვილმა 29 მაისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს და „მედიას უბრუნდება“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ სად და რა ფორმით გააგრძელებს მუშაობას. „დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის. ისევე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება“ - თქვა ზაალ უდუმაშვილმა და დასძინა, „ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მედიაში დავბრუნდები. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის... Читать дальше...

ზაალ უდუმაშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს და მედიაში ბრუნდება

News.ge 

ზაალ უდუმაშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს და მედიაში ბრუნდება. როგორც უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მედიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი შეფასებით, დღეს „დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება“. უდუმაშვილს არ დაუკონკრეტებია მედიასაშუელება, სადაც საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა აღნიშნა, რომ “ძალიან მალე ეთერში შევხვდებით”. ამასთან, ზაალ უდუმაშვილის თქმი, ის დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცვლილებების ფლაგმანი იქნება. „ეს იყო მართლაც უდიდესი გამოცდილება ჩემს ...

თაკო ჩარკვიანი: არ მაქვს კარგი ამბავი და ოკეანესავით გადაგრეცხავთ ისტორია გვარ-სახელებით!!!

News.ge 

ბატონებო და ქალბატონებო, პოლიტპატიმარ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის გამო შევიკრიბოთ რუსთაველზე, კოლეგა -პოლიტიკოსებს, დეპუტატებს, პარტიებს მივმართავ, დრო არ ითმენს!!! პუტინის ნომერ პირველი პატიმარი, შერჩევითი სამართლით დაკავებული, ყოველდღე უკიდურესად მძიმდება, პატივი ვცეთ მის მიერ გაწეულ შრომას და თავდადებას სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის გაწეულს -ევროინტეგრაციის გზაზე, “იმისტები და ამისტები” შევიკრიბოთ და თუ ვინმეს წარსულზე დანაშაულებრივ სისტემაზე მოუნდება საუბარი, (არც სხვა ...

„თბილისი პრაიდი“ შსს-ს ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის მყისიერად გამოძიებისკენ მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

„თბილისი პრაიდმა“ 29 მაისს განცხადება გაავრცელა და პოლიციას მოუწოდა ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმა “ მყისიერად და ეფექტურად“ გამოიძიოს. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ასევე მიმართა საქართველოს პროკურატურას სავარაუდო დამნაშავეების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას მხედველობაში მიიღოს გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, როგორც სავარაუდო დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება. განცხადებაში ნათქვამია, რომ 29 მაისს, ჩუღურეთის რაიონში 5 ტრანსგენდერ ქალს საკუთარ საცხოვრებელ... Читать дальше...

პოლონეთი უკრაინაში 155 მილიმეტრიან ჰაუბიცებს გზავნის

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთის მთავრობამ გადაწყვიტა 155 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები (AHS Krab) სამი ბატარეა გაუგზავნოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. პოლონური რადიოს ცნობით, ვარშავამ უკვე დაასრულა იმ 100 უკრაინელი სამხედროს მომზადება, რომლებსაც აღნიშნული იარაღის ექსპლუატაცია ევალებათ. AHS Krab- ეს არის პოლონეთის ეროვნული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, რომლის წარმოების დროს ბრიტანული ჰაუბიცის, S90-ის ლიცენზირებულ კოშკი გამოიყენება. "უკრაინსკა პრავდას" ცნობით, გარდა ამისა პოლონეთმა უკრაინის არმიას 200 ტანკი უკვე გადასცა.

სალომე ზურაბიშვილი: გილოცავთ კიევის დღეს. კიეველების საუკუნოვანი გამძლეობა იმედისმომცემი და სამაგალითოა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიეველებს უკრაინის დედაქალაქის დღე მიულოცა. კიევის დღე მაისის ბოლო კვირას აღინიშნება ხოლმე. „გილოცავთ კიევის დღეს. ამ მშვენიერ ქალაქს, 1540 წლის ევროპულ ქალაქს მომავალი ისეთივე ნათელი და გმირული აქვს, როგორიც მისი ისტორიაა. ვულოცავ კიეველ ხალხს, რომელთა საუკუნოვანი გამძლეობაც იმედისმომცემი და სამაგალითოა“ - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

"უკრაინა ევროპის ფარად იქცა, არ ვიბრძვით მხოლოდ მიწისთვის" - ლესია ვასილენკო, რადას დეპუტატი

Radiotavisupleba.ge 

“ვიბრძვით იმისთვის რომ უკრაინელს ჰქონდეს უფლება იყოს უკრაინელი” - რადის დეპუტატი, სამი შვილის დედა, მზად არის ეს უფლება თავადაც იარაღით დაიცვას. გასულ კვირას დავოსის ფორუმზე უკრაინის დასაცავად ლესია ვასილენკოს იარაღი სიტყვები იყო. “უკრაინის არმიამ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია მთელი ევროპის დაცვა, ჩვენ ვიკისრებთ ამ ტვირთს, რათა სხვა ქვეყნებს ხვალ თავადვე არ მოუწიოთ იმ იარაღის გამოყენება, რაც დღეს ჩვენთვის უნდა მოეცათ“ - უთხრა ვასილენკომ რადიო თავისუფლებას. ვაჟა თავბერიძე მას პრაღიდან ესაუბრა. რადიო თავისუფლება... Читать дальше...

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის პოლკოვნიკი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის თანამშრომელი, პოლკოვნიკი ვლადიმირ ივანოვი, დაიღუპა. ამ ცნობას "მედიაზონა" ადასტურებს მემკვიდრეობის საკითხების რეესტრისა და რუსეთის მონაცემთა ბაზიდან გამოჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. უფრო ადრე ივანოვის დაღუპვის შესახებ ცნობა გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის (ВГТРК ) კორესპონდენტმა, ევგენი პოდდუბნიმ, რომელიც ივანოვის პორტრეტით გამოვიდა 9 მაისის აქციაზე "უკვდავი პოლკი". პოდდუბნიმ დაასახელა მისი სამხედრო წოდება, პოლკოვნიკი, მაგრამ არა სამუშაო ადგილი. Читать дальше...

Новости России
Москва

Спецвыпуск журнала «Стратегии развития» посвященный героям Великой Отечественной войны и Специальной военной операции


მოძრაობა "ცვლილებების დროამ" პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი ჩაატარა

Radiotavisupleba.ge 

მოძრაობა „ცვლილებების დროამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან ჩაატარა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი ,,ნუ შემოდებთ თაროზე საყოველთაო შეთანხმების იდეას". მოძრაობის თავმჯდომარის, თემურ ცათიაშვილმა თქმით აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილისგან პოლიტიკური მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ. "სალომე ზურაბიშვილმა საყოველთაო შერიგების იდეა შემოდო თაროზე. ჩვენი დღევანდელი პერფორმანსიც ამას ეძღვნება - მოვიტანეთ თარო და ის საქმე, რომელსაც "საყოველთაო შეთანხმება" ჰქვია. საყოველთაო შეთანხმების იდეა იყო მოთხოვნილი დასავლეთის... Читать дальше...

ევროკავშირმა შესაძლოა უარი თქვას რუსული ნავთობის სრულ ემბარგოზე: "ბლუმბერგი"

Radiotavisupleba.ge 

30-31 მაისის სამიტის წინ, ევროკომისიამ რუსეთის ნავთობის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავა კომპრომისული წინადადება, რომელშიც გათვალისწინებულია უნგრეთის სურვილი. მთელ თვეზე მეტია, რაც ევროკავშირი ვერ ახერხებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მეექვსე პაკეტის მიღებას, ძირითადად ბუდაპეშტის წინააღმდეგობის გამო. უნგრეთი რუსეთიდან მილსადენის ნავთობის მიღებაზე ემბარგოს წინააღმდეგია, რაც ძლიერ დარტყმას მიაყენებს მის ეკონომიკას. უნგრეთის მთავრობამ უნგრეთისთვის ემბარგოს 2024 წლამდე გადავადებაზეც კი თქვა უარი. Читать дальше...

ლევან ბერძენიშვილის (ა)კრძალვა

Radiotavisupleba.ge 

თავიდანვე ვიტყვი, რომ ლევან ბერძენიშვილი არის ერთადერთი კაცი, ვისაც ყოველ შეხვედრაზე ხელზე ვკოცნი. ამ კაცმა ათასობით ადამიანს შეაყვარა წიგნის კითხვა. ამ კაცისთვის ბევრჯერ უგინებიათ, მიუყენებიათ შეურაცხყოფა, დარტყმა, ტკივილი, მაგრამ იგი ყოველთვის გადარჩებოდა ხოლმე. და გადაარჩენდა მას პირველ ყოვლისა სიყვარულის განსაკუთრებული უნარი. მოუსმინე, როგორ ჰყვება ლევანი რუსთაველზე, ვაჟაზე, გალაკტიონზე, ბარათაშვილზე, და შენ უეცრად ამჩატდები, თითქოს ფრთები გამოგესხა, როგორც პირველი სიყვარულისას. იქვე მოუსმინე მის ლექციებს დანტეზე და პოლ ვალერიზე... Читать дальше...

35 წლის წინ მათიას რუსტის თვითმფრინავი კრემლის წინ დაეშვა

Radiotavisupleba.ge 

2022 წლის 28 მაისს 35 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მოსკოვის ცენტრში, წითელ მოედანზე დაეშვა მსუბუქი ძრავის თვითმფრინავით, რომელსაც გერმანელი მოყვარული მფრინავი, მათიას რუსტი მართავდა. ეს მოვლენა საბჭოთა კავშირში პერესტროიკის ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა და ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მან პირდაპირი გავლენა მოახდინა მის მსვლელობაზე. 18 წლის მათიას რუსტი, რომლისთვისაც ეს გრძელ მანძილზე პირველი ფრენა იყო, 1987 წლის 28 მაისის დილით აფრინდა ფინეთის მალმიოს აეროდრომიდან Cessna-p172 თვითმფრინავით. თავიდან ის სტოკჰოლმისკენ გაემართა... Читать дальше...

ხვალ საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

Radiotavisupleba.ge 

30 მაისს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თბილისს. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ვაჰაგნ ხაჩატურიანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვდება. პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდება. ვაჰაგნ ხაჩატურიანი... Читать дальше...

ზელენსკი ამბობს, რომ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით „კარგ ამბებს“ ელის

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ მოკავშირეები უკრაინას იარაღს მიაწვდიან ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე შეტაკებების ფონზე. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ კვირის განმავლობაში „კარგ ახალ ამბებს“ ელის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა დეტალებზე არ ულაპარაკია. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო ვითარება დონბასში რთულია და დასძინა, რომ არმია ახერხებს შეტევის მოგერიებას სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში. რუსეთის ჯარები ცდილობენ, იმპულსი გააღვივონ ომში, რომელიც სამი თვე მიმდინარეობს. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Линетт сыграет против Соболенко во втором круге турнира WTA в Мадриде






«Субботник в лесу» прошел во всех лесничествах Подмосковья — Мурашов

Свыше 20 подтоплений ликвидировали в Подмосковье за день

Евросоюз призвал РФ отменить решение по активам Ariston и BSH Hausgerate

В МИД РФ прошла презентация ПМЭФ-2024