Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 25.05.2022

"დაეხმარეთ რუს ჯარისკაცს, ვისაც რით შეგიძლიათ"

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში რუსი ჯარის სურათხატად იქცა საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ნაძარცვი სურსათით დატვირთული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ქვეითად ან სულაც ტანკებით ეზიდებიან ნაძარცვს. როგორც ჩანს, რუსეთის არმიის ამგვარ ქცევას განაპირობებს არა მხოლოდ სუსტი სამხედრო დისციპლინა, არამედ უკიდურესი შეჭირვებაც - შიმშილი, სიცივე და ანტისანიტარია,  რასაც  განიცდიან ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები. უკრაინაში შეჭრილ ჯარს რუსეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით უგროვებენ დახმარებას. Читать дальше...

364-ე მუხლის ლაბირინთი და კმაყოფილება ამერიკის საელჩოს პასუხით

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს ჯერ დუმილი ჩაუთვალა თანხმობის ნიშნად, ხოლო შემდეგ გამოქვეყნებული განცხადება - „ოპოზიციაზე ცივი წყლის  გადასხმად“ შეაფასა.

26 მაისი თუ 9 აპრილი, როდის უნდა აღინიშნებოდეს საქართველოს დამოუკიდებლობა?

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენ 9 აპრილსაც ვიკრიბებით და აღვნიშნავთ“, - „ჩვენ“ უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ზვიად ძიძიგური და ეროვნული მოძრაობის წევრები არიან. მათ მსგავსად, 9 აპრილს, როგორც დამოუკიდებლობის დღეს, კიდევ ბევრი აღნიშნავს, ოღონდ თავისთვის, ან თანამოაზრეების ვიწრო წრეში, შესაძლოა რუსთაველზე მემორიალთანაც მივიდეს და სანთლის დანთებასთან ერთად, დანანებით ისიც თქვას, რომ დღეს „ნამდვილი“ დამოუკიდებლობის დღეა.  როდის უნდა ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობა? კანონში ორი სხვადასხვა ჩანაწერის გამო ეს საკითხი დღემდე ბუნდოვანია. Читать дальше...

ნიკოლოზ წიქარიძე: ასეთი მეთოდებით კულტურის, ხელოვნების და მეცნიერების მართვა წარმოუდგენელია

Radiotavisupleba.ge 

არქეოლოგი ნიკოლოზ წიქარიძე ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და რამდენიმე არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი სამსახურიდან 24 მაისს გაათავისუფლეს - ახლა მან არ იცის, რა ბედი ელის იმ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებს, რომლებისთვისაც დაფინანსება უკვე მოძიებული აქვს და მიეცემა თუ არა არქეოლოგიური გათხრების უფლება, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მინისტრთან შეთანხმების შემდეგ გასცემს. 24 მაისს ნიკოლოზის გარდა მუზეუმიდან სხვა 20 თანამშრომელი გაათავისუფლეს, მანამდე კი ყველა ის ასაკოვანი მეცნიერი... Читать дальше...

„აზოვის“ მეთაური კავშირზე გამოვიდა. მასა და მის თანამებრძოლებს რუსეთი გასამართლებას უპირებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ეროვნული გვარდიის პოლკ „აზოვის“ მეთაურმა, დენის პროკოპენკომ (მეტსახელად „რედისმა“) 23 მაისს პირველად დაურეკა ტელეფონით თავის ცოლს მას შემდეგ, რაც თანამებრძოლების ევაკუაციის შემდეგ მანაც დატოვა ალყაშემორტყმული „აზოვსტალის“ ტერიტორია და ტყვედ ჩაბარდა.

„რათა  იცოდნენ, ვინ არიან ფაშისტები“ - როგორ იწვევენ ბავშვებს რუსეთში „ხელოვნების“ კონკურსში ნახატების გასაგზავნად   

Radiotavisupleba.ge 

„Z პატრიოტი“ ხელოვნების საბავშვო კონკურსია რუსეთში, ნახატებს მთელი ქვეყნიდან აგროვებენ. კრემლი ცდილობს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ოფიციალური ნარატივები ბავშვებშიც განამტკიცოს.

კი არ აიჩემა, რომ არ უნდა და არ ჭამს, ის ვერ ჭამს - რა წერია სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორიაში?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 13-დღიანი მკურნალობისა და კვლევების ამსახველი ავადმყოფობის მრავალგვერდიანი ისტორია მის პირად ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრებს კლინიკა „ვივამედმა“ 24 მაისს გადასცა. ავადმყოფობის ისტორიაში აღწერილია ის დიაგნოზები და კვლევების ჩამონათვალი, რაც პატიმარ პრეზიდენტს კლინიკა „ვივამედში“ მოთავსების დღიდან, ანუ 12 მაისიდან უტარდება. ექს-პრეზიდენტის ავადმყოფობის ისტორია წაიკითხა ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით... Читать дальше...

როგორ გააქრეს 26 მაისი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, ორჯერ აღნიშნა - 1919 და 1920 წლებში, 1921 წელს კი, როცა თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებდა, 26 მაისი აღნიშნეს ქართველმა ბოლშევიკებმა, რომლებიც ოკუპაციის პირველ თვეებში ჯერ კიდევ ვერ ბედავდნენ ხმამაღლა ლაპარაკს საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობაზე. ყველაფერი შეიცვალა 100 წლის წინ, 1922 წელს, როცა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ „ნამდვილ დამოუკიდებლობის დღესასწაულად“ სულ სხვა თარიღი გამოაცხადა, 26 მაისს ქუჩაში გასულ მოქალაქეებს კი ტყვია და კონდახები დაუშინა. Читать дальше...

რა ვიცით ერთმანეთზე ქართველებმა და სომხებმა "მიმინოს" მიღმა?

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის PEN ცენტრის პრეზიდენტმა, პროზაიკოსმა არმენ ოჰანიანმა ცოტა ხნის წინ სომხეთის განათლების მინისტრს შესთავაზა, ცნობილი სომეხი მხატვრის, გევორგ გრიგორიანის - ჯოტოს სტუდია-მუზეუმს  მისი ქართველი მეუღლის, მხატვრისა და პოეტის და, რაც მთავარია, ამ მუზეუმის შემქმნელისა და ყოფილი დირექტორის, დიანა უკლებას სახელიც ეწოდოს. ეს იქნებოდა სიმბოლური ნაბიჯი საქართველო-სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესთვისაც, რომელიც 2022 წლის ივნისში აღინიშნება და რა დროსაც, ერევანში დაგეგმილი სომხურ-ქართული... Читать дальше...

ზელენსკის სიტყვა და კანის კინოფესტივალის დაყოფილი სამყარო

Radiotavisupleba.ge 

მგონი პირველად ცხოვრებაში, კინორეჟისორების პრესკონფერენციაზე დასწრების სურვილი გამიჩნდა. ჯერ იყო და კირილ სერებრენიკოვისთვის მოვემზადე „ჩამჭრელი კითხვებით“, თუმცა ქართველებს მიკროფონი არ გადმოგვცეს, მერე კი რუმინელი რეჟისორის, კრისტიან მუნჯიუს პრესკონფერენციაზე მისვლა დავგეგმე. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტორის ახალ ფილმს წლებია ველოდები. მუნჯიუ, რომელმაც თავის დროზე დებიუტით მოიგო „ოქროს პალმა“ (ფილმისთვის „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“), იღებს დიდხანს და მუდმივად ცვლის პროექტებს. მისი ახალი ფილმი „R.M.N“... Читать дальше...

"რონდელის მსოფლიო რადარი": "უკრაინის სამხედროები ძალიან მაგრად უძღვებიან ამ სამხედრო ოპერაციას"

Radiotavisupleba.ge 

"უკრაინელები უფრთხილდებიან თავიანთ ძალებს და ემზადებიან დიდი და მნიშვნელოვანი კონტრიერიშისთვის, რომელიც სავარაუდოდ ივნისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე ძალიან ბევრ მნიშვნელოვან, სასიკეთო სიახლეს მოუტანს უკრაინას" - ამბობს ალექსი პეტრიაშვილი, "რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

«Был риск завершить борьбу еще в первом матче». В России оценили победу Рыбакиной в Штутгарте






4288 рублей готовы потратить на шашлычную корзину россияне весной 2024

В Музее Победы представят проекты празднования 80-летия Победы

Заместитель руководителя ГУСТ Подмосковья Боровков провел прием граждан

Из-за ливня в Москве возможны задержки наземного транспорта и изменения его маршрутов