Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

დანიამ და შვედეთმა რუსეთის ელჩები გამოიძახეს, რადგან რუსეთის საჯაშუშო თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია

0
დანიამ და შვედეთმა რუსეთის ელჩები გამოიძახეს, რადგან რუსეთის საჯაშუშო თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია

დანიის და შვედეთის მთავრობებმა 1 მაისს განაცხადეს, რომ გამოიძახეს რუსეთის ელჩები ამ ქვეყნებში მას მერე, რაც რუსეთის ჯაშუშმა თვითმფრინავმა ორივე ქვეყნის საჰაერო სივრცეები დაარღვია.

ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავი 29 აპრილს შევიდა ჯერ დანიის საჰაერო სივრცეში ბალტიის ზღვაში მისი კუნძულის ბორჰოლმის აღმოსავლეთში, ხოლო შემდეგ გადაუფრინა შვედეთის საჰაერო სივრცეს. „რუსეთის ელჩი ხვალისთვის არის გამოძახებული საგარეო საქმეთა სამინისტროში“-თქვა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა და დაასახელა მიზეზიც: „რუსეთის მიერ დანიის საჰაერო სივრცის კვლავ დარღვევა“. „ეს საერთოდ მიუღებელია და განსაკუთრებით სახიფათოა ამ ვითარებაში,„ დასძინა მან.

შვედეთმაც გამოაცხადა, რომ რუსეთის ელჩი გამოძახებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში - სტოკჰოლმში. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პეტერ ჰულკვისტმა შვედეთის საზოგადოებრივ რადიოს განუცხადა, რომ საჰაერო სივრცის დარღვევა რუსეთის თვითმფრინავის მიერ იყო „მიუღებელი“ და „არაპროფესიონალური“.

ასეთი ინციდენტი მოხდა მარტის დასაწყისში, როცა რუსეთის ოთხი თვითმფრინავი შევიდა შვედეთის საჰაერო სივრცეში ბალტიის ზღვაზე. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთში, ასევე ფინეთში აქტიური ლაპარაკი დაიწყო ნატოში ამ ქვეყნების გაწევრიანების შესახებ. რუსეთმა გააფრთხილა ყველაზე ჩრდილოეთი სახელმწიფოები ამ შესაძლებელი ნაბიჯის გამო. დანია დასავლეთის სამხედრო ალიანსის წევრია.

Dagens Nyheter-თან საუბარში, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ დარღვევა კავშირში იყოს სტოკჰოლმის ნატოში გაწევრიანების თემასთან.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Даниил Медведев снялся с четвертьфинала «Мастерса» в Мадриде из‑за травмы






В Москве курьер на электровелосипеде сбил восьмилетнюю девочку и скрылся

Скидка почти миллион и бесплатные парковки: кому такие льготы?

Житель Подмосковья забил родного отца до смерти и сдался полиции

На пасхальную службу в храм Христа Спасителя приехал Путин (видео)