Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

მიხეილ სააკაშვილის ძმებს პატრიარქთან შეხვედრა სურთ და აქციებს აანონსებენ

0
მიხეილ სააკაშვილის ძმებს პატრიარქთან შეხვედრა სურთ და აქციებს აანონსებენ

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმებმა დავით და გიორგი სააკაშვილებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მთავრობისთვის მიცემული ვადა ამოიწურა.

დავით და გიორგი სააკაშვილები აპირებენ შეხვედრების დაწყებას სამოქალაქო საზოგადოებასთან და რეგიონებში მოქალაქეებთან. ამასთან, მათ განაცხადეს, რომ შეხვედრა სურთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები გეგმავენ აქციების დაწყებას.

„დრო ნამდვილად არ გვაქვს, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან [3 მაისიდან] აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ექიმებთან კიდევ ერთხელ, უნდა ვისაუბროთ საპატრიარქოსთან, გვაქვს რაღაც სიგნალები, რომ შეიძლება პატივი დაგვდოს და შეგვხვდეს მისი უწმინდესობა, გამონახოს დრო, რათა ჩვენ ავუხსნათ მას ჩვენი მიშას, ჩვენი ძმის, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, იქნებ მისმა ზეგავლენამ, მისმა ავტორიტეტმა მოახდინოს რამე გავლენა. გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და უფრო მეტიც, ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომლებსაც ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ ძალიან აქტიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს იქნება გაგრძელება იმისა, რასაც დავიწყებთ რეგიონებში. დავიწყებთ აჭარიდან, მოვყვებით სამეგრელოს, გავყვებით ყველა მხარეს და შევხვდებით ხალხს და მე ვფიქრობ, თუ საჭიროა, მოვიწვევთ მასშტაბურ აქციასაც“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

აქციის თარიღს მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მთავრობისთვის ვადა 2 მაისის 18:00 საათამდე ჰქონდათ მიცემული.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

დასკვნაში, რომელიც მათ 27 აპრილს გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმალურად არ შიმშილობს, სწორედ კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე იკლებს წონაში - ეს არის ცილოვანი შიმშილი, რომლის მიზეზი ანორექსიაა.

ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას ურჩია, შეიქმნას ჯგუფი ექიმებისა, რომლებიც იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, თუ სად და რა ფორმით იქნება უმჯობესი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. მისივე შეფასებით, თუ ქვეყნის ექსპრეზიდენტის მიმართ სახელმწიფო არ შეცვლის მიდგომას, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და დაირღვევა ევროკონვენციის მესამე მუხლი.

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ვინმეს სურს და თუ ვინმე ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას რაიმე ფორმით, თუნდაც ე.წ. სამედიცინო მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას და ასე შემდეგ, ყველას უნდა ერთადერთი რამ, „ეს არის ომის გაჩაღება საქართველოში“. კობახიძემ დაამატა, რომ სახალხო დამცველიც არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია „ომის პარტია".

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Российский теннисист поднялся на две позиции в топ-10 рейтинга ATP






Производство высокотехнологичной продукции в Москве растет

Застрявших в Египте туристов разместили в отелях

СК попросил арестовать журналистку Кеворкову по делу об оправдании терроризма

Нефть продолжает дорожать на фоне роста напряженности на Ближнем Востоке