სომხეთის ოპოზიცია „დაუმორჩილებლობაზე“ გადადის
2 მაისს სომხეთის პოლიციამ 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერთა მოწოდების შემდეგ ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა ერევანში დილიდანვე აღმართეს ბარიკადები და რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს.