Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

დიდი შვიდეული გმობს თალიბანის მიერ ქალებისთვის ბურკის ტარების ბრძანების გაცემას

0
დიდი შვიდეული გმობს თალიბანის მიერ ქალებისთვის ბურკის ტარების ბრძანების გაცემას

დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 12 მაისს "ძლიერი წინააღმდეგობა" გამოხატეს და "დაგმეს" ქაბულში თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის მიერ ახლახან გამოცემული ბრძანება, რომელიც ქალებს ავალდებულებს საჯარო ადგილებში სხეული თავიდან ფეხებამდე ბურკით დაიფარონ. მინისტრებმა ასევე გააკრიტიკეს ქალებისთვის დაწესებული სხვა "მზარდი შეზღუდვები" და თქვეს, რომ რადიკალური ჯგუფი, რომელიც ავღანეთს აგვისტოდან აკონტროლებს, სულ უფრო მეტად ახდენს საკუთარი თავის იზოლირებას საერთაშორისო ასპარეზიდან. 

შვიდი წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნის მინისტრებმა თალიბანს მოუწოდეს "სასწრაფოდ გადადგას ნაბიჯები ქალებისთვის და გოგოებისთვის დაწესებული შეზღუდვების მოსახსნელად, პატივი სცეს მათ უფლებებს და დააკმაყოფილოს ავღანელების და მსოფლიოს მოლოდინები", ქალების საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით. 

მინისტრების თქმით, ამგვარი თავისუფლებები "გადამწყვეტია გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და ქვეყნის განვითარებისთვის". 

თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი ავღანეთის მთავრობა არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, თუმცა სულ მცირე ოთხმა სახელმწიფომ - ჩინეთმა, პაკისტანმა, რუსეთმა და თურქმენეთმა - მასთან დიპლომატიური კავშირები დაამყარეს. 

ბრძანება, რომელიც 7 მაისს, ქაბულში გამოცხადდა, ქალებს მოუწოდებს გამოაჩინონ მარტო თვალები, და შეიმოსონ სხეულის თავიდან ფეხამდე დამფარავი ბურკით. ბრძანება წაიკითხა კეთილშობილების პროპაგანდის და მანკიერების პრევენციის სამინისტროს პრესმდივანმა და თქვა, რომ ის გაიცა ჯგუფის უზენაესი ლიდერის, ჰიბათულა ახუნზადას სახელით.

ბრძანებასთან დაუმორჩილებობა შედეგად მოიტანს ქალის მამისთვის ან უახლოესი კაცი ნათესავისთვის საყვედურის გამოცხადებას, მის დაპატიმრებას, ან გათავისუფლებას სამთავრობო სამსახურიდან, - იუწყება ბრძანება.

ავღანელი ქალების უმრავლესობა ატარებს თავსაბურავს, მაგრამ ქაბულის მსგავს ურბანულ ადგილებში ისინი სახეებს არ იფარავდნენ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

На кураже: Рублёв пробился в финал «Мастерса» в Мадриде, Медведев снялся из-за травмы






Новые пешеходные зоны появятся в Истре

Фильм «Илья Репин в Самарской Луке» получил приз международного кинофестиваля

Мужчина заживо сжег знакомого в Новой Москве

Синоптик Позднякова предупредила о дожде 7 мая в некоторых районах Москвы