Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

უკრაინაში წასვლაზე უარის გამო გათავისუფლებული ეროვნული გვარდიელების სარჩელს ნალჩიკის სასამართლო განიხილავს

0
უკრაინაში წასვლაზე უარის გამო გათავისუფლებული ეროვნული გვარდიელების სარჩელს ნალჩიკის სასამართლო განიხილავს

ნალჩიკის გარნიზონის სამხედრო სასამართლო 19 მაისს უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლაზე უარის თქმის გამო გათავისუფლებული ეროვნული გვარდიის 115 თანამშრომლის სარჩელზე წინასწარ მოსმენებს გამართავს.

ამის შესახებ "ტელეგრამის" არხით ცნობა ადამიანის უფლებათა ჯგუფ "აგორას" ხელმძღვანელმა, პაველ ჩიკოვმა, გაავრცელა. აპრილში ადვოკატმა განაცხადა, რომ რუსეთის გვარდიის სამხედროებმა და თანამშრომლებმა "აგორას" იურიდიული დახმარებისთვის 17 ქალაქიდან, მათ შორის კრასნოდარიდან, ვლადიკავკაზიდან, ნალჩიკიდან, ჩერქესკიდან და სტავროპოლიდან მიმართეს. ჩიკოვის თქმით, ყველამ განაცხადა იმ ზეწოლის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც უკრაინაში წასვლაზე უარის თქმის გამო დაემუქრათ.

კრასნოდარიდან "როსგვარდიის" ომონის "პლასტუნის" ოპერატიული დანაყოფის 12 სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც უარი თქვეს ანექსირებულ ყირიმში უკრაინის საზღვრის გადაკვეთაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობის მისაღებად. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უარის მთქმელებს სამსახურიდან ათავისუფლებენ და მათზე ზეწოლას ახდენენ. თუმცა, როგორც ადვოკატმა მიხაილ ბენიაშმა თქვა, 12 სპეცრაზმელიდან ცხრამ მოგვიანებით უკან წაიღო სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკები "სპეცსამსახურების ზეწოლის გამო."




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублев о победе на "Мастерсе" в Мадриде: у меня нет слов






Самая дорогая квартира России на вторичном рынке (5 фото)

Жителям Подмосковья напомнили о функциях номера 122

Пассажиры самолета Москва - Оренбург сняли видео посадки в Шереметьево

Фестиваль Stereoleto в 2024 году охватит две столицы