დმიტრი მედვედევი: „რუსეთს მიუფურთხებია უკრაინის ახალი საზღვრების არაღიარებისთვის“
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დმიტირი მედვედევი თავის ტელეგრამ-არხზე გამოეხმაურა „დიდი შვიდეულის“ (G7) საგარეო საქმეთა მინისტრების სამდღიანი შეხვედრის შედეგებს, რომლებსაც რუსმა პოლიტიკოსმა პუნქტობრივად დაურთო თავისი კომენტარები.
„უკრაინის საზღვრების შეცვლას არ ვაღიარებთ“, - G7-ის ამ პოზიციას დმიტრი მედვედევი ასეთ კომენტარს ურთავს: „რბილად რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანას მიუფურთხებია G7-ის მიერ ახალი საზღვრების არაღიარებისთვის, მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ხალხის ნამდვილი ნება. ნუ დაივიწყებთ კოსოვოს პრეცედენტს, დასავლეთელო მეგობრებო“.
„კიევი მიიღებს იარაღს მანამ, სანამ საჭირო იქნება“, - G7.
დმიტრი მედვედევი: „ანუ, G7 გააგრძელებს რუსეთთან ფარულ ომს, ნაცვლად იმისა, რომ გაუმკლავდეს პრობლემებს საწვავთან და საკვებთან დაკავშირებით თავიანთი უკმაყოფილო მცხოვრებლებისთვის“.
„გაძლიერდება მცდელობები რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად, მათ შორის ნახშირსა და ნავთობზე ეტაპობრივი უარით“, - G7.
დმიტრი მედვდევი: „ეს ნიშნავს, რომ გაგრძელდება G7 ქვეყნების მოქალაქეების ძარცვა კორუმპირებული რეჟიმის მხარდასაჭერად უკრაინაში, რომლის არსებობაც უცნობია ამ ქვეყნების ბევრი მცხოვრებისთვის“.
G7-ის ქვეყნები მოუწოდებენ ჩინეთს, არ დაეხმაროს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, არ გაამართლოს რუსეთის ქმედებები და არ გაუწიოს მას სამხედრო დახმარება.
დმიტრი მედვედევი: „ეს არის პირდაპირი ჩარევის გაგრძელება ჩინეთის საქმეებში და მინიშნება იმისა, რომ, თუ რამეა, შეგვიძლია თქვენი დასჯაც“.
“მოსკოვის წინააღმდეგ მიღებული იქნება დამატებითი შემაკავებელი ზომები“, - G7.
დმიტრი მედვედევი: „ჩვენ გვეგონა, რომ G7 ქვეყნები შესთავაზებენ რუსეთს მატერიალურ დახმარებას უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის. შევცდით“.
„და კიედევ, „შვიდეულს“ დაავიწყდა ეთქვა კონფლიქტი რუსეთის მიერ სტრატეგიული ბირთვული ძალების გარდაუვალი გამოყენების შესახებ და უკრაინელი ნაციონალისტების სავარაუდო სიკვდილით დასჯაზე ოთხად გაგლეჯვის გზით. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის“, - წერს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოთა თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი თავის ინსტაგრამ-არხზე.
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სამდღიანი სამიტის შემდეგ გაავრცელეს, აღნიშნულია:
„არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლების შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიით ცდილობს და გავაგრძელებთ ჩართულობას უკრაინის, მათ შორის ყირიმის, და ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“.
მინისტრები პირობას დებენ, რომ გააძლიერებენ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, გააგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და მუშაობას ომის შედეგად გამოწვეული გლობალური საკვების დეფიციტის შესამსუბუქებლად.
„ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე და გავაგრძელოთ ერთიანი მოქმედება“, - ნათქვამია ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა გერმანიაში ქალაქ ვაისენჰაუზში სამდღიანი სამიტი გამართეს. განხილვის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის შედეგად წარმოქმნილი პრობლემებია, მათ შორის სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება.