Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: პრემიერ-მინისტრის პატრიარქთან შეხვედრის შედეგი იყო სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა

0
მიტროპოლიტი ნიკოლოზი: პრემიერ-მინისტრის პატრიარქთან შეხვედრის შედეგი იყო სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში გადიყვანეს პრემიერ-მინისტრის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ:

„თქვენ ყველამ იცით, რომ პატრიარქი პრემიერ-მინისტრს შეხვდა. არ არის აუცილებელი, რომ ამ საუბრის ყველა დეტალი ვიცოდეთ - შედეგი იყო ის, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში და მადლიერი უნდა იყოს ყველა, ოჯახის წევრიც და საზოგადოებაც. ასე რომ, ყველაფერი კარგად არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რამდენადაც შესაძლებელია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება“.

მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, ამ გადაწვეტილების გამო მადლობა ეკუთვნის არა მარტო პატრიარქს, არამედ ხელისუფლებისაც, „რადგან ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება“.

„ჩემი პირადი პოზიცია ის არის, რომ მე ხშირად დავდივარ მიხეილ სააკაშვილთან, ხშირად ვუსრულებ საიდუმლოებებს, რაც არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა, დანიშნულება და რაც შემიძლია ვაკეთებ. ჩვენ ვლოცულობთ მისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი ჩვენს ლოცვას შეისმენს. რაც შეეხება სამედიცინო დასკვნებს და პოლიტიკურ შეფასებებს, ეს არ არის ჩემი საქმე. ციხიდან რომ გამოვედი, განვაცხადე, რომ ყოველი შეხვედრის შემდეგ მეჩვენება შეცვლილი, გამხდარი, დასუსტებული და მე მეტს ვერაფერს გეტყვით. ეს ზოგადი შეფასება თვალით და უშულო კონტაქტით და მგონია, რომ ამის გამო მოხდა სწორედ. ჩვენს ხელისუფლებასაც უნდა დავუფასოთ აუცილებლად, რთულ მდგომარეობაში არიან და არ არის ადვილი გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, რომ გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოში. მგონი, მადლიერები უნდა ვიყოთ ამის გამო“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Российский теннисист Рублев вышел в финал турнира «Мастерс» в Мадриде






Спасение спасающих: почему в Пермском крае массово увольняются сотрудники МЧС

ФСБ рассекретила признания адъютанта Гитлера о решающей роли СССР в разгроме нацизма

ФСБ: Адъютант Гитлера рассказал, что Гитлер хотел вместе с США воевать с СССР

«Титул, которым я горжусь больше всего»: Рублёв одолел Оже-Альяссима и выиграл второй турнир серии «Мастерс» в карьере