Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

აფხაზურ ენაზე გამოიცა ვეფხისტყაოსანი

0
აფხაზურ ენაზე გამოიცა ვეფხისტყაოსანი

1941 წელს აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნის’’ ფოტოტიპური ვერსია გამოსცა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს დახმარებით.

გამოცემის ორიგინალი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათი ბეჭდური გამოცემების ფონდში ინახება.

რუსთაველის ქმნილების თარგმანი ცნობილ აფხაზ მწერალს დიმიტრი გულიას ეკუთვნის, ხოლო წიგნის რედაქტორი გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი სიმონ ჯანაშიაა.

"ვეფხისტყაოსანი", როგორც მსოფლიო ხელოვნების საგანძური, მრავალ ენაზეა თარგმნილი. რამდენიმე დღის წინ მექსიკის ქალაქ გვადალაჰარაში ხალისკოს უნივერსიტეტში, "წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში დავესწარი ესპანურენოვანი "ვეფხისტყაოსნის" პრეზენტაციას, რომელიც მოამზადა ქართულ-ესპანურმა ჯგუფმა. დღევანდელ დღეს, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, წარდგენაა აფხაზურენოვანი "ვეფხისტყაოსნის", რაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საუკეთესო გამოხატულებაა. აქვე მინდა პირველი აფხაზურენოვანი "ვეფხისტყაოსნის" მთარგმნელის, დიმიტრი გულიას სიტყვები გავიხსენო, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს  ანდერძად დაგვიტოვა: „აფხაზი, რომელიც სახლს აიშენებს და ქართველის ეზოსკენ არ გაჭრის ფანჯარას, ის აფხაზი არაა“.- განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко уступила Свентек в финале турнира WTA-1000 в Мадриде






«Титул, которым я горжусь больше всего»: Рублёв одолел Оже-Альяссима и выиграл второй турнир серии «Мастерс» в карьере

МВД: в Ленобласти мужчина выстрелил в 3 нападавших у станции метро «Девяткино»

Сколько французов погибло за Гитлера, а сколько - против.

Капоэйристы из Химок стали победителями всероссийских соревнований