Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

ომბუდსმენი გვარამიას საქმეზე: იმედია, სასამართლო იხელმძღვანელებს საერთაშორისო პრაქტიკით

0
ომბუდსმენი გვარამიას საქმეზე: იმედია, სასამართლო იხელმძღვანელებს საერთაშორისო პრაქტიკით

საქართველოს სახალხო დამცველმა, თბილსის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე,  "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ მოსაზრება, რომელიც სასამართლოს ამ საქმეზე 2019 წლის 4 ნოემბერს გაეგზავნა, მოსამართლეს დაეხმარება სამართლიან შეფასებასა და დირექტორის პასუხისმგებლობის ელემენტებთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

2019 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა სასამართლოს აღნიშნული საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით  მიმართა.

ნინო ლომჯარიას თქმით, დოკუმენტი ეყრდნობა საქმის მასალების გაცნობის შედეგად გამოვლენილ საკვანძო საკითხებს და მიმოიხილავს საკორპორაციო-სამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კავშირსა და ურთიერთმიმართებას.

„ამ საქმეში დანაშაულად არის მიჩნეული საწარმოს მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ხელშეკრულების პირობების შეცვლა, მისაღები შემოსავლის განსაზღვრა), რომელიც საწარმოს მფლობელთანაც იყო შეთანხმებული. ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილულია აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კონტინენტური ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა, რომლის თანახმად, მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი. დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას ემსახურებოდეს.

მოცემულ საქმეში საკორპორაციო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია, რადგან დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა: (1) ერთპიროვნული, პარტნიორებთან შეუთანხმებელი მოქმედება (დომინანტური მდგომარეობის გამოყენება), (2) არ ისახავდა მიზნად პირად გამდიდრებას თაღლითობის (fraud) ჩადენის გზით და (3) რისკების ანალიზი გონივრულად მიუთითებს, რომ გადადგმული ნაბიჯი ემსახურებოდა კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს. მით უფრო, გამოირიცხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისთვისაც აუცილებელია, რომ დირექტორი, მოგების მიღების მიზნით, ახორციელებდეს ქმედებას, რომელიც თავისთავად წარმოადგენს დანაშაულს. ცხადია, ხელშეკრულების პირობების შეცვლა, რაც კორპორაციის ძირითადი საჭიროების მიზნით არის განპირობებული, დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომლის დასკვნით ნაწილში ნინო ლომჯარია გამოთქვამს იმედს, რომ ომბუდსმენის აპარატის მიერ შედგენილი დოკუმენტი დაეხმარება მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებაში:

„საწარმოს მართვისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილება არ შეიძლება შეფასდეს დირექტორის სამართლებრივი სტატუსის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სასამართლოს წინამდებარე საქმის სამართლიან შეფასებასა და დირექტორის პასუხისმგებლობის ელემენტებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკის გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.“

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს 16 მაისს, ორშაბათს, 10:00 საათზე გამოაცხადებს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Швентек и Соболенко устроили триллер за престижный трофей






Тарханов: «ЦСКА и «Рубин» будут стремиться к выигрышу»

«Динамо» и «Сочи» объявили стартовые составы на матч 27‑го тура РПЛ

Два землетрясения подряд напугали жителей Ингушетии

В Архангельске завершился первый этап Кубка России по пляжному волейболу