Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

რუსეთის ელჩი აშშ-ში: "რუსეთი არ დანებდება და არ გამოაცხადებს კაპიტულაციას უკრაინაში"

0
რუსეთის ელჩი აშშ-ში:

რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რუსეთი უკრაინის წინაშე „კაპიტულაციას“ არ მოახდენს. მისი თქმით, რუსი დიპლომატები შეერთებულ შტატებში დარწმუნებულნი არიან, რომ „სრულად შესრულდება ყველა ის დავალება, რომელიც უმაღლესმა მთავარსარდალმა შეიარაღებული ძალების წინაშე დააყენა“.

პროპაგანდისტი ჟურნალისტის, სოლოვიოვის ლაივ ტელეარხზე ანტონოვმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს "უბიძგებს" სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ, ოღონდ საკუთარი პირობებით. ელჩის თქმით, საუბარია სამ პირობაზე: უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე, ჯარების 24 თებერვლამდელ პოზიციებზე გაყვანაზე და ასევე „ყოველივე ჩადენილის მონანიებაზე“. ელჩის თქმით, „ასეთი კაპიტულაცია არ იქნება, არასდროს არ იქნება“. „ჩვენ არასოდეს დავნებდებით, უკან არ დავიხევთ“, - თქვა მან.

ანატოლი ანტონოვმა დაიჩივლა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დიალოგი "ჩიხში შეიყვანა" და გაწყვიტა პირდაპირ კონტაქტები რუსეთის საელჩოს თანამშრომლებთან ვაშინგტონში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების მომენტიდან შეერთებული შტატები მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტისა და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. შეერთებული შტატები ასევე აცხადებს უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მნიშვნელოვან დახმარებას უწევს კიევს. ამასთან, საყურადღეობა, რომ რუსეთთან მიმართებაში „კაპიტულაციის“ მოთხოვნები საჯაროდ არასოდეს თქმულა. შეერთებული შტატები ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს, მაგრამ არა რუსეთის დიქტატის საფუძველზე.

ერთი დღით ადრე, ვიდრე კრემლი ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას აღიარებდა და რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, ელჩმა ანტონოვმა განაცხადა: "მინდა დავადასტურო, რომ დონბასი და ლუგანსკი უკრაიანის ნაწილია“. რუსი დიპლომატი იმასაც ამტკიცებდა, რომ რუსეთს არ აქვს უკრაინაში შეჭრისა და მისი ტერიტორიების ხელში ჩაგდების გეგმებიო.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Рублёв поднимется на шестое место в рейтинге ATP после победы на «Мастерсе» в Мадриде






Песков: Изъятие активов России станет «солидным гвоздем» в гроб западной экономики

Хижина дяди снова: за сколько реально снять дачу или старый домик этим летом

Патриарх Кирилл передал московский список Казанской иконы храму Христа Спасителя

Гештальт-психолог Саморукова напала на сотрудницу отеля в Москве