Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

მარიუპოლის დამცველების ცოლები: „აზოვსტალში“ საშინელი მდგომარეობაა – ყოველ 5-6 საათში თითო ყლუპ წყალს სვამენ

0

მარიუპოლის დამცველების ცოლები მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებენ, „ექსტრაქციის“ პროცედურის საშუალებით „აზოვსტალში“ მთელი გარნიზონი და არა მხოლოდ მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები გადაარჩინონ, რადგან თითქმის აღარ აქვთ წყალი, საკვები და მედიკამენტები.

„დაჭრილების რაოდენობა მუდმივად იცვლება. დაჭრილი ჯარისკაცების ნაწილი იღუპება. ვიცით, რომ დაახლოებით 700 დაჭრილი ჯარისკაცი იყო, მაგრამ ახლა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ცხადია, პირველ რიგში მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები უნდა გადაარჩინონ, რომლებიც, შესაძლოა, ერთ დღე-ღამეში დაიღუპონ, მაგრამ ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, რომ აბსოლუტურად ყველა უნდა იყოს ევაკუირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსურდული სიტუაციაა: დღეს ჩვენ ყველა დაჭრილი ჯარისკაცის ევაკუაციას ვახდენთ, ხვალ კი კიდევ 200 დაჭრილი იქნება, რადგან დაბომბვა არ წყდება. უნდა ვისაუბროთ მთელი გარნიზონის ევაკუაციაზე. ესენი არიან ისინი, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, არიან დაღუპულები და დაჭრილები, არიან საბრძოლო მზადყოფნაში მყოფები და არის ცხედრები, რომლებიც უნდა ამოიყვანონ“, – განაცხადეს მებრძოლების ცოლებმა.

მათი თქმით, დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა საშინელია.

„ზოგიერთს მძიმე ჭრილობები აქვს, არ აქვს კიდურები. არსებობს ანტიბიოტიკების ძალიან შეზღუდული რაოდენობა, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ყველაზე მძიმე შემთხვევებში. ჯარისკაცები, რომელთაც კიდურები ამპუტირებული აქვთ, ანტიბიოტიკებისა და ტკივილგამაყუჩებლების გარეშე არიან. ყველამ ერთი ჭიქა წყალი უნდა გაიზიაროს: ყოველ 5-6 საათში თითო ყლუპს სვამენ“, – განაცხადა ერთ-ერთი მებრძოლის ცოლმა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко уступила Свентек в финале турнира WTA-1000 в Мадриде






Лавров: исход выборов в США не повлияет на их желание нанести поражение России

Ульяновск вошел в топ-5 городов по дистанционному трудоустройству в МТС

Екатеринбург вошел в десятку городов с высоким качеством жизни

Гинеколог Гончарук рассказала, чем можно заразиться в общественном туалете