Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

ევროპა უკრაინას 9 მლრდ ევროს და „მარშალის გეგმას“ ჰპირდება

0
ევროპა უკრაინას 9 მლრდ ევროს და „მარშალის გეგმას“ ჰპირდება

ევროკომისიის პრეზიდენტის ურზულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით ევროკავშირი უკრაინას დამატებით 9 მლრდ ევროს ოდენობის დახმარებას და ომის შემდგომი განახლებისა და რეფორმების გეგმის განსახორციელებლად მოკავშირეების გაერთიანებას ჰპირდება.

„ახლა უკრაინა წინა ხაზზეა, ის ევროპულ ფასეულობებს იცავს, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინელების დახმარებას ომის მიმდინარეობისა და შემდგომ ქვეყნის მშენებლობისას“,- განაცხადა მან.

რა თანხა დასჭირდება  რუსეთის არმიის მიერ განადგურებულის აღდგენას ურზულა ფონ დერ ლაიენმა არ დააზუსტა. მან დასძინა, რომ ევროკავშირი ამის დამოუკიდებლად გაკეთებას არ აპირებს და მოკავშირეებს ეძებს.

ახალი „მარშალის გეგმაზე“ მანამდე  აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა  ჯანეტ იელენმა განაცახდა, დღეს კი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა თქვა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები განიხილავენ, როგორ აიძულონ რუსეთი ნაწილობრივ მაინც აანაზღაუროს ეს ფასი.

 

 

საუბარია ასეულობით მილიარდ ევროზე. აპრილის დასაწყისში რვა წამყვანმა ეკონომისტტა წინასწარი შეფასება გამოქვეყნა, სადაც გაანალიზებული იყო  უკრაინის ომისშემდგომი აღდგენის საჭიროებები და ეს თანხა 200-250 მლრდ ევროს შეადგენდა. ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიის გაერთიანების, ავთანეთის, ერაყის, ქუვეითის რეკონსტრუქციისა და სხვა მოდელებს ეყრდნობოდნენ.

მათი განცადებით, რეფორმების გარეშე ფინანსური დახმარება უსარგებლო იქნება, იგივე სულისკვეთება გამოხატა ურზულა ფონ დერ ლაიენმა დღევანდელ გამოსვლაში.

„საჭირო იქნება საკვანძო რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის, სახელმწიფო მმართველობის, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, რეფორმების გეგმა მჭიდროდ უნდა იყოს  გადაჯაჭვილი „მწვანე“ გარდაქმნასთან, დიგიტალიზაციასა და  ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებთან“, - თქვა მან.

 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко и Швентек сыграют в финале турнира WTA в Мадриде






В главном храме Вооруженных сил РФ прошло пасхальное богослужение

Пушков заявил, что мигранты в Великобритании потребуют престол для сына принца Гарри

Генеральша Мария Китаева, о которой почему-то не принято говорить вслух

Всероссийский конкурс туристических магнитов России приглашает к участию