Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

0

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანიის ოფისთან განაცხადა, სადაც ამ წუთებში ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

გაბუნიას თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან ერთად, საქართველოს მომავალიც დააპატიმრა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო, საქართველოს თავისუფლების სიმბოლო. მასთან ერთად „ქართულმა ოცნებამ“ დააპატიმრა არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება და ჩვენი დამოუკიდებლობა, არამედ მან დააპატიმრა ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამიტომ, ჩვენ ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს უბრალოდ მომავალი კი არა, ნათელი, დამოუკიდებელი, მდიდარი და ბედნიერი მომავალი.

ჩვენ თავს არ დავზოგავთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არასდროს დადგეს ის წამი, როდესაც თქვენ შავ ეკრანზე მხოლოდ შავ ლოგოს დაინახავთ და ოდესღაც ეს ლოგოც გაქრება, ეს არ მოხდება. ჩვენ თავს გავწირავთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში, ამ ეზოში კვლავ მოგესალმებით ნიკასთან ერთად, რადგან ჩვენ ყველა ვიბრძვით ნიკას თავისუფლებისთვის“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

“მთავარი არხის” ოფისთან არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ტელეკომპანიის მხარდასაჭერი აქცია “ვიბრძვით მთავარისთვის” მიმდინარეობს. აქცია ორგანიზებულია მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების მიერ. მანამდე აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გავლით “მთავარი არხის” ოფისამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ролан Гаррос

Увидит ли Париж Мирру из России? Андреева дает жару в Мадриде и включается в олимпийскую гонку






Диетолог НИКИ Басова рассказала об опасности переедания яиц для детей

Полиция задержала устроившего стрельбу в Москве мужчину

«Не берите этот чай даже по акции»: Росконтроль назвал три марки, которые в черном списке

Матч тульского «Арсенала» и московской «Родины» закончился ничьей