Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

კობახიძემ ევროპარლამენტარებს - ვიოლა ფონ კრამონს და ანა ფოტიგას „ანტიევროკავშირი" უწოდა

0
კობახიძემ ევროპარლამენტარებს - ვიოლა ფონ კრამონს და ანა ფოტიგას „ანტიევროკავშირი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში ილაპარაკა ევროპარლამენტის წევრების ვიოლა ფონ კრამონისა და ანა ფოტიგას განცხადებების შესახებ. კობახიძემ მათ უწოდა „ანტიევროკავშირი“.

„ვიოლა ფონ კრამონზე საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება და ბევრი მიზეზი მაქვს. მათ შორის პიროვნული ფაქტორების გამო“, - თქვა საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

კობახიძე ეხმაურება ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას და კითხულობს, რაში გამოიხატება მედიის თავისუფლების უკუსვლა.  

„სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში. ამ აღქმებს აყალიბებენ აქ „ნაცმოძრაობა“, იქ ფონ კრამონები, ფოტიგები და ა.შ. ეს არის სინამდვილეში ერთი პატარა რაღაც ჯგუფი. სინამდვილეში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაც ვთქვი, მათ შორის, ბრიფინგზე, რომ ზუსტად ესენი არიან ანტიევროკავშირი. ასეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას, არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი. იმიტომ რომ ევროპული ღირებულებები არის ბევრი რამ, მაგრამ მათ შორის, ერთ-ერთი არის სამართლის უზენაესობა. როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული მთავარი რასაც შენ გთხოვენ, რომ კანონი არ აღასრულო, ეს არის მათი მთელი ხაზი, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ღირებულებები მათთან საერთოდ არ არის ახლოს და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი - ისინი არიან კრიმინალების მფარველები, კონკრეტული კრიმინალური პოლიტიკური ძალის მფარველები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დააზუსტა, რომ მხედველობაში აქვს 7-8 ევროპარლამენტარი.

ანა ფოტიგამ ოთხი ტელეკომპანიის - „მთავარი არხის“, „ფორმულის“, „TV პირველისა“ და „კავკასიის“ ერთობლივ ეთერში ილაპარაკა ვიცე-პრემიერის და კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადების შესახებ, რომელმაც ასევე დაასახელა „უცხოელების პატარა ჯგუფი“.

„დიახ, ჩვენ არ ვართ დიდი რაოდენობა ევროპარლამენტარების წევრებისა, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ კარგად შერჩეული წევრები ვართ, ხუთი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები ვართ და ჩვენ დავძლიეთ ჩვენი პოლიტიკური უთანხმოებები და ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებულები საქართველოში მიმდინარე პროცესებით, - თქვა ფოტიგამ ქართული ტელეარხების ეთერში და განაგრძო, -  მრავალი წლის განმავლობაში მხარს ვუჭერდით საქართველოს მის ევროატლანტიკურ გზაზე. ყველა ეს სახელები [ევროპარლამენტის წევრები] დაფასებული და პატივსაცემია თავიანთ ქვეყნებში. ისინი ევროპარლამენტის ყველაზე გამოცდილი წევრები არიან, ამასთან ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ თავიანთ ქვეყნებში. ჩვენ ვართ კარგად ხილვადი ჯგუფი ევროპარლამენტის წევრებისა, რომლებიც ჩართულები არიან საქართველოს მიმართ მხარდაჭერაში მის ევროპულ გზაზე. საქართველომ და ამჟამინდელმა მთავრობამ მოგვმართა ჩვენ და განაცხადი შემოიტანა ევროკავშირის წევრობაზე. შესაბამისად, ევროპარლამენტი ძალიან ზედმიწევნით შეამოწმებს ყველაფერს და დაეკითხება აზრს იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან საქართველოში არსებული სიტუაცია და აქვთ საქართველოს შესახებ ცოდნა“.

ევროპარლამენტი უკმაყოფილოა მათ შესახებ გაკეთებული განცხადებებით.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ცოტა ზრდილობიანად მოგვეპყრან და შეურაცხყოფა არ მოგვაყენონ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ ვარ გაკვირვებული, მე არც შეურაცხყოფილი ვარ, მიჩვეული ვარ სხვადასხვანაირ რეაქციას და საკმაო ასაკი მაქვს და გამოცდილი ვარ ჩემს საქმიანობაში. კი, მე ვაღიარებ და ვამბობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი“, - განაცხადა ანა ფოტიგამ („მთავარი არხის თარგმანი).

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვ პირველთან ინტერვიუში ამბობს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრალდებებით.

თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინირებულად მუშაობს, რათა „გადააყირაონ ეს მთავრობა“ - კულტურის მინისტრმა ეს განცხადება "იმედის" ეთერში 18 მაისს გააკეთა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Тарпищев: нельзя Медведева назвать главным претендентом на золото Олимпиады






Поезд раздавил 17-летнего подростка в Московской области

Фотовыставка ко Дню Победы открылась в Аддис-Абебе

МИД: новым послом Финляндии в России станет Марья Лиивала

Зачем подставлять лицо ветру и обходить огород 12 мая: приметы и запреты на день Девяти целителей