Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

ვილნიუსში იმართება რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის კონფერენცია

0
ვილნიუსში იმართება რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის კონფერენცია

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში იმართება რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის კონფერენცია - ორგანიზაციის, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შექმნეს რუსეთის ემიგრაციის ცნობილმა წარმომადგენლებმა. კომიტეტის წევრები გმობენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რეჟიმს, მას ბრალს სდებენ ომის გაჩაღებაში და მხარდაჭერას უკრაინას უცხადებენ.

კონფერენციაში მონაწილეობს ემიგრაციის მრავალი წარმომადგენელი, რომლებიც უწინ ჩართულნი იყვნენ ოპოზიციურ გაერთიანებაში, "თავისუფალი რუსეთის ფორუმში". მათ შორის არიან: ჭადრაკში მსოფლიოს ცამეტგზის ჩემპიონი გარი კასპაროვი, ბიზნესმენი ლეონიდ ნევზლინი, ჟურნალისტი ევგენი კისელიოვი, იურისტი ელენა ლუკიანოვა და სხვები.

კონფერენციის მონაწილეები გამოდიან მოწოდებით, აქტიური ბრძოლა გამოეცხადოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმს, მათ შორის საკუთრივ რუსეთში.

"რუსეთის ელიტისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო რუსი ხალხია", - განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა, კიევში მცხოვრებმა ილია პონომარიოვმა. ამასთან, კონფერენციის ბევრი მონაწილე ამბობს, რომ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ომის მოწინააღმდეგეა. ლეონიდ ნევზლინი ვარაუდობს, რომ ომს მოწინააღმდეგეები ჰყავს პუტინის გარემოცვაშიც. "ომი დამთავრდება, როცა პუტინი თავის თანამდებობაზე აღარ იქნება", - ამბობს კომპანია იუკოსის ყოფილი თანამფლობელი.

ვარაუდობენ, რომ კონფერენცია ასევე განიხილავს დახმარების გაწევას იმ რუსებისთვის, რომლებმაც ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ დატოვეს.

არსებული მოლოდინით, კონფერენციის მონაწილეები შეადგენენ "ომის საწინააღმდეგო დეკლარაციას", რომელიც ღია იქნება ხელმოწერებისთვის. ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, პირები, რომლებიც დეკლარაციას ხელს მოაწერენ, კომიტეტისგან მიიღებენ გარკვეულ დოკუმენტს, რომელსაც პოტენციურად შეუძლია ემიგრანტების ცხოვრების გაუმჯობესება, იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткина обыграла Марию и вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме






Чему русские научились у монголо-татар

В Гидрометцентре рассказали, когда в Москве улучшится погода

Автомотопробег по местам боевой славы прошел в Дмитрове

Посольство Болгарии подтвердило выдачу россиянам шенгенских виз