Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

0

20 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც დეველოპერული სექტორის მხარდამჭერი
ბანკი, სამშენებლო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკისა და „არტე
დეველოპმენტის“ პარტნიორობის შედეგად გლდანში 12 სართულიანი საცხოვრებელი
კომპლექსი 3000 კვ.მ- ზე
აშენდება. პროექტი მოიცავს საცხოვრებელ და საზაფხულო ფართებს, კომერციულ
ფართსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს. პროექტს გამოარჩევს დახვეწილი არქიტექტურა,
მყუდრო გარემო, გამწვანებული ეზოს პანორამული ხედები. საცხოვრებელი კორპუსი
მთლიანად ენერგოეფექტური მასალებით შენდება. პროექტის განხორციელებისთვის
ბანკის მხრიდან გამოყოფილმა დაფინანსებამ 2,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
„არტე დეველოპმენტსა და საქართველოს ბანკს შორის პარტნიორობა უკვე ორ წელზე
მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ბანკთან თანამშრომლობამ კომპანიას მოუტანა
მეტი სანდოობა ბაზარზე, რამაც გაზარდა მოთხოვნა ჩვენს ბინებზე, გაიზარდა ჩვენი
კომპანიის ცნობადობა და ჩვენი, როგორც დეველოპერის მიზნებიც. საქართველოს ბანკის
დახმარებით უფრო მოქნილები გავხდით გაყიდვების პოლიტიკაში და სამომავლო
გეგმების განსაზღვრაში. ბანკმა კომპანიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა“,-
განაცხადა გოდერძი სეფიაშვილმა, კომპანია „არტე დეველოპმენტის“ დირექტორმა.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან, „არტე დეველოპმენტთან“ ერთად
ვახორციელებთ გლდანში 12 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას,
რომელიც მოიცავს 185 სახლს, საოფისე სივრცეს, გამწვანებულ ეზოსა და მიწისქვეშა
პარკინგს. კომპანიის მთავარი მიმართულება ხარისხიანი და ენერგოეფექტური
პროექტების განხორციელებაა. „არტე დეველოპმენტის“ დამფუძნებლებს აქვთ 20 წლიანი
გამოცდილება სამშენებლო სფეროში, რაც პროექტის წარმატების გარანტიაა. ჩვენ
ვაგრძელებთ დეველოპერული სექტორის და ეკონომიკურად გამართლებული
პროექტების მხარდაჭერას“- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო
მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Карен Хачанов

Теннисист Хачанов вышел в третий круг "Мастерса" в Риме






Синоптик Позднякова сообщила о холодной погоде в Москве на следующей неделе

Мигель Диас-Канель и Геннадий Зюганов обсудили вопросы укрепления связей между Кубой и Россией

Орден святых Кирилла и Мефодия был вручен Государственному Кремлевскому оркестру

В Музее Победы наградили лауреатов Международного фестиваля правильного кино