Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

0

ჩვენ, ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ მთავრობას ოკუპაცია მემკვიდრეობად ერგო და ის დღემდე გრძელდება.

“ოკუპაციის ბედი, რა თქმა უნდა, არის ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვერგო, ჩვენს მთავრობას. მოგეხსენებათ, რომ ეს ოკუპაცია გრძელდება და არ დასრულებულა. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ, რომ არის გამოწვევები, მათ შორის, ჩვენი მოქალაქეების არალეგალური დაკავება და მათი გადაყვანა იზოლატორში. ჩვენ ამ საკითხებზე ოპერატიულად ვრეაგირებთ, ვაყენებთ საქმის კურსში ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფს და ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პროგრესი დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც. ეს არის სამწუხარო რეალობა. ოკუპაცია გამოიწვია იმ გაუაზრებელმა ომმა და პროვოკაციამ, რომელიც თავიდან ვერ იქნა აცილებული 2008 წელს. ამან დაგვაკარგვინა ძალიან ბევრი ჩვენი გმირი და ჩვენი ტერიტორიები. რეალურად, რუსული ჯარი, რომლის ბოლო კონტინგენტიც 2007 წელს იყო გასული, რამდენიმე თვეში შემოატრიალეს და დააბრუნეს საქართველოში. მას შემდეგ გრძელდება ეს გამოწვევა. ჩვენ ჩვენი ეროვნული, პრაგმატული, მშვიდობიანი პოლიტიკით უნდა შევძლოთ, ჩვენი ძმების დაბრუნება – ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება. მე რამდენიმე დღის წინ საუბარი და დეტალური განხილვა მქონდა ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის და ზოგადად მანამდეც რა ვითარება იყო, ეს გავიხსენეთ. მინდა ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ახალგაზრდებს, ყველას შევახსენო, რომ 2005, 2006, 2007 წლებში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, შედიოდნენ ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ჩვენი შტაბის წევრები თვეების განმავლობაში იყვნენ იქ, ცხინვალში. ამ დონეზე იყო აღდგენილი ნდობა. აბსოლუტურად რეალისტური სცენარი იყო რომ სავაჭრო ურთიერთობები აღგვედგინა. ამ ომმა ბოლომდე დაანგრია ნდობა. დროებით დაგვაკარგვინა ტერიტორიები და ოკუპაცია გამოიწვია. ამას სჭირდება გონივრული პოლიტიკა, ამას სჭირდება განვითარება, ჩვენი ქვეყნის რეალური ალტერნატივის შექმნა და მჯერა, რომ ჩვენ ქვეყანას გავაერთიანებთ, ამას ალტერნატივა არ აქვს. ქვეყანა დღეს თუ ხვალ იქნება ერთიანი და ეს ღმერთმა ყველას შეგვაძლებინოს ერთად,”- განაცხადა პრემიერმა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Рафаэль Надаль

Рафаэль Надаль: Рекордный 10-кратный чемпион, побежденный в двух сетах Хубертом Гуркачем на Открытом чемпионате Италии | Теннисные новости






Более 1,5 млн человек побывали в парках Подмосковья за прошедшую неделю

Парк «Зеленый узел» в Павловском Посаде благоустроят в 2024 году

В Подмосковье стартовал межрегиональный этап чемпионата «Профессионалы»

Жителей Подмосковья предупредили о заморозках в ночь с 13 на 14 мая