Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

ფრანგი მინისტრი: „თუ ამბობთ, რომ უკრაინა ევროკავშირში შევა ექვს თვეში, ან ერთ თუ ორ წელიწადში, თქვენ ცრუობთ“

0
ფრანგი მინისტრი: „თუ ამბობთ, რომ უკრაინა ევროკავშირში შევა ექვს თვეში, ან ერთ თუ ორ წელიწადში, თქვენ ცრუობთ“

საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრმა, კლემან ბონემ განაცხადა, რომ ნებისმიერ მცდელობას ევროკავშირში უკრაინის შესვლის შესახებ დასჭირდება 15-20 წელიწადი, რაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის იმედს, სწრაფად მოხვდეს ბლოკში, აქარწყლებს. „უნდა ვიყოთ გულწრფელი. თუ ამბობთ, რომ უკრაინა ევროკავშირში შევა ექვს თვეში, ან ერთ თუ ორ წელიწადში, თქვენ ცრუობთ,“ თვლის ფრანგი მინისტრი, რომელმაც 22 მაისს საფრანგეთის რადიოს ინტერვიუ მისცა.

ეს შეიძლება მოხდეს 15 ან 20 წელიწადში, ამას ბევრი დრო დასჭირდება.  არ მინდა უკრაინელებს ილუზია და სიცრუე შევთავაზო, თქვა მან. ბონეს კომენტარი გაისმა მას მერე, რაც საფრანგეთის პრეზიდენტი,  ემანუელ მაკრონის გამოვიდა წინადადებით, უკრაინა შევიდეს ევროკავშირის გარკვეულ, „ასოცირებულ“ პოლიტიკურ გაერთიანებაში. „ასეთი კომპრომისები არ გვჭირდება“, თქვა ზელენსკიმ 21 მაისს კიევში, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ანტონიუ კოსტასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „დამიჯერეთ, ეს არ იქნება უკრაინის კომპრომისი ევროპაში. ეს იქნება კიდევ ერთი კომპრომისი ევროპასა და რუსეთს შორის,“ თქვა ზელენსკიმ.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, რომელიც 22 მაისს კიევში სტუმრობის დროს პარლამენტს მიმართა, განაცხადა, რომ აქტიურად დაუჭერს მხარს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მიუხედავად ზოგიერთი სხვა წევრის წინააღმდეგობისა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме






Пары из Подмосковья поженились на всероссийском фестивале свадеб

Две пары из Подмосковья поженились на Всероссийском свадебном фестивале

Терапевт Асанов: салаты и роллы с курицей - полезный выбор в фастфуде

Тайны актрисы Ирины Гриневой