Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

სარჯველაძე: დებატზეც და ინტერპელაციაზეც ოპოზიცია დამარცხდა

0

არაა სწორი, როდესაც არგუმენტების დეფიციტის გადაფარვას ადამიანები რამდენიმე რეგისტრით მაღალ ტონში საუბრით ცდილობენ – მე მომეჩვენა ისიც, რომ ამის მთავარი მიზეზი და განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ დებატზეც და ინტერპელაციაზეც ოპოზიცია დამარცხდა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სტაბილური ეკონომიკური გარემო იმ სამართლებრივი რეფორმების დამსახურებაა, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში განხორციელდა და ეკონომიკის სწორად რეგულირებას უკავშირდება.

„დღეს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, იმ თვალსაზრისით, რაც სამართლებრივი ჩარჩოს სწორად განსაზღვრას ეხება, აბსოლუტურად მართებულია და დღეს ეს გამოჩნდა, როდესაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდიკატორის და მნიშვნელოვანი ფაქტორის შესახებ აღინიშნა. დღეს, რომ ეკონომიკური გარემო სტაბილურია, ეს არის იმ სამართლებრივი რეფორმების დამსახურებაა, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში განხორციელდა და ეკონომიკის სწორად რეგულირებას უკავშირდება. არ შეიძლება არ დავასახელოთ „მეწარმეთა შესახებ” კანონი, რომელმაც ძალიან წინ წაგვწია, მათ შორის, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დღის წესრიგში.

ეს არის ის საბაზისო ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა მავნე გავლენებისგან დაზღვეულია, რომელიც შეიძლება გარე ფაქტორებისგან მოდიოდეს და ეს ბევრწილად დამოკიდებულია სამართლებრივი ჩარჩოს გამართულობაზე. ის, რომ დღეს, ეკონომიკის მინისტრმა სოციალური სახელმწიფოს იდეა, სიღარიბის დაძლევა, დასაქმების გაფართოება აღნიშნა, უმნიშვნელოვანესი მესიჯია, რომელიც მთავარი იყო და რაც ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анастасия Павлюченкова

Павлюченкова вылетела с турнира в Риме






Без солнца. Эксперт объяснила, почему даже летом не хватает витамина D

Патриотическая акция «Вальс победы» прошла в Лобне

Синоптики предупредили москвичей о дождливой и ветреной погоде 11 мая

Уличного кота спасли от волков в вольере Московского зоопарка