Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

0

კვლევებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური ლიდერებისა თუ შემოქმედი გენიოსების დიდ ნაწილს სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური აშლილობები აწუხებდათ. მართალია, ათწლეულებისა თუ საუკუნეების შემდეგ რთულია, დაადგინო მათი ზუსტი დიაგნოზი, მაგრამ მკვლევარები ჩანაწერებისა თუ ისტორიების საფუძველზე მაინც ვარაუდობენ, რომელი პერსონის შემთხვევაში რა ფსიქიკურ დაავადებას შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი.

  • აბრაამ ლინკოლნი – დეპრესია

„ყველაზე დეპრესიული ადამიანი, ვინც კი ოდესმე გვინახავს“, – ასე მოიხსენიებდნენ პრეზიდენტის მეგობრები აბრაამს თავიანთ წერილებში. სავარაუდოა, რომ ლინკოლნი ბიოლოგიურად მგრძნობიარე იყო ამ დაავადების მიმართ, რადგან მშობლებსა და მათი ოჯახის წევრებსაც აღენიშნებოდათ მძიმე დეპრესიის მსგავსი სიმპტომები.

  • ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – ბიპოლარული აშლილობა

ბეთჰოვენის მანიის შესახებ კარგად იყო ცნობილი მის სამეგობრო წრეში. კომპოზიტორი ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა, რისი მიზეზიც, ალკოჰოლური სასმელების მიმართ დამოკიდებულების გარდა, მედიკამენტები იყო, რომლებსაც სამკურნალოდ იღებდა. ცნობილია, რომ დაავადების გამწვავების პერიოდში დაიწერა მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები.

  • ედვარდ მუნკი – პანიკური შეტევები

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პანიკური შეტევა მოხდა ოსლოში 1892 წელს. ეს დღე მუნკმა თავის დღიურში აღწერა. ედვარდი წერდა, რომ ერთ საღამოს, როდესაც ბილიკს მიუყვებოდა, დაღლილობა და სისუსტე იგრნო. ირგვლივ მიმოიხედა, დაინახა როგორ ჩადიოდა მზე და წითლდებოდა ღრუბლები. მან გაიგონა ყვირილი, სივრცეში გამავალი. სავარაუდოა, რომ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, მუნკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „კივილი“.

  • მიქელანჯელო – აუტიზმი

თუ მიქელანჯელოს თანამედროვეებს დავუჯერებთ, გენიოსი „საკუთარი რეალობით იყო დაკავებული“. მას უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა, ცოტა მეგობარი ჰყავდა. ცნობილია, რომ ძმის დაკრძალვასაც არ დაესწრო. ეს ყველაფერი უნიკალურ მათემატიკურ და სახელოვნებო ნიჭთან ერთად მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ მიქელანჯელო აუტიზმის მაღალი სპექტრის მქონე პიროვნება იყო.

  • ისააკ ნიუტონი – ბიპოლარული აშლილობა, აუტიზმი, შიზოფრენია

ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერს რამდენიმე ფსიქოლოგიური დაავადება აწუხებდა. ნიუტონი განიცდიდა განწყობის ძალიან სწრაფ ცვლილებას, რის გამოც მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი ბიპოლარი იყო. ადამიანებთან კავშირის არ ქონის გამო, მას აუტისტური სპექტრის მქონედაც განიხილავენ, ხოლო სამედიცინო ისტორიკოსების აზრით ნიუტონის წერილები, სადაც იგი თავის ილუზიებზე ყვება, მიუთითებს მის შიზოფრენიაზე.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ გენიოსებისა, რომელთა იდეებმაც სამყარო შეცვალეს. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს ხშირად აწუხებთ ისეთი მენტალური პრობლემები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, ბიპოლარული აშლილობა და სხვა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Открытый чемпионат Италии: Новак Джокович получил сильный удар после выхода в третий раунд после Корантена Муте | Теннисные новости






Непобедимый "Спартак" Слишковича обыграл "Краснодар"

В Раменском прошла презентация книги «НАШИ: Боевое братство»

Школьница насмерть разбилась после падения в шахту заброшенного дома в Москве

Московская ночь