Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

ზელენსკი ამბობს, რომ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით „კარგ ამბებს“ ელის

0
ზელენსკი ამბობს, რომ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით „კარგ ამბებს“ ელის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ მოკავშირეები უკრაინას იარაღს მიაწვდიან ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე შეტაკებების ფონზე. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ კვირის განმავლობაში „კარგ ახალ ამბებს“ ელის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა დეტალებზე არ ულაპარაკია.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო ვითარება დონბასში რთულია და დასძინა, რომ არმია ახერხებს შეტევის მოგერიებას სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში.

რუსეთის ჯარები ცდილობენ, იმპულსი გააღვივონ ომში, რომელიც სამი თვე მიმდინარეობს. ისინი სწრაფად მიიწევენ წინ ლუგანსკის რეგიონში, სადაც მათი იერიშები კონცენტრირებულია ქალაქებზე სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 მაისს განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ერთად აიღეს ლიმანი, სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო ცენტრი სევეროდონეცკის დასავლეთით.

28 მაისს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის ყოველდღიურ სადაზვერვო ბიულეტენში განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა, როგორც ჩანს, ლიმანის უდიდესი ნაწილი ჩაიგდეს ხელთ, რაც წინასწარი ოპერაცია უნდა იყოს რუსეთის იერიშის შემდეგი ეტაპისთვის.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Саснович пробилась во второй раунд турнира WTA-1000 в Риме






Коммунальная квартира в разрезе.

Леденящее душу преступление в Приморье стало явным после 11-летней давности

Полиция Тель-Авива использовала водомёты для разгона митингующих

Несколько автомобилей столкнулись на 69-м километре МКАД