Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

„თბილისი პრაიდი“ შსს-ს ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის მყისიერად გამოძიებისკენ მოუწოდებს

0
„თბილისი პრაიდი“ შსს-ს ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის მყისიერად გამოძიებისკენ მოუწოდებს

„თბილისი პრაიდმა“ 29 მაისს განცხადება გაავრცელა და პოლიციას მოუწოდა ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმა “ მყისიერად და ეფექტურად“ გამოიძიოს. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ასევე მიმართა საქართველოს პროკურატურას სავარაუდო დამნაშავეების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას მხედველობაში მიიღოს გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, როგორც სავარაუდო დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 29 მაისს, ჩუღურეთის რაიონში 5 ტრანსგენდერ ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში 30-მდე მამაკაცი აგურებითა და ქვებით ჯგუფურად დაესხა თავს. „ეს არ არის ტრანსფობიური მოტივით და გენდერული ნიშნით თავდასხმის ერთეული შემთხვევა. ძალადობასთან გამკლავება ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.“ - ნათქვამია განცხადებაში.

„თბილისი პრაიდის“ აზრით მსგავსი თავდასხმები მოძალადეების დაუსჯელობისა და ხელისუფლების მიერ ლგბტქ+ თემის წევრების წინააღმდეგ წახალისებული ძალადობის გამოძახილია. „სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის აღმოფხვრისაკენ მიმართული პოლიტიკა, რის გამოც ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეუძლებელი ხდება“ - ნათქვამია განცხადებაში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Джоковичу разбили голову бутылкой после матча. Видео






Грузоперевозки в РФ упали на 10% из-за проблем в расчетах с Китаем

Несколько автомобилей столкнулись на 69-м километре МКАД

Клуб «Ночные волки» открыли мотосезон в столице

Терапевт Асанов перечислил полезный для здоровья фастфуд