Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

ერევანში საპროტესტო აქციაზე 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

0
ერევანში საპროტესტო აქციაზე 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

დღეს, 30 მაისს, ერევანში ოპოზიციის მომხრე 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. მოხდა შეხლა-შემოხლაც, რომლის დროსაც, სომხეთის პოლიციის ცნობით, დაშავდა სამი პოლიციელი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს დილით ოპოზიციური გაერთიანება "წინააღმდეგობის მოძრაობის" წევრებმა ერევნის ცენტრში, მთავრობის შენობასთან  მოაწყვეს მსვლელობა. მარშის სათავეში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატები შენობაში შესვლას და იმ მინისტრებთან შეხვედრას ცდილობდნენ, რომლებიც, მათი თქმით, ვალდებული არიან გამოხატონ თავიანთი პოზიცია მთიანი ყარაბაღის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკასთან და ამავე საკითხზე ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ განცხადების პროექტთან დაკავშირებით.

პოლიციამ ოპოზიციონერ დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც შეხლა-შემოხლა დაიწყო.

ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები სომხეთში აპრილიდან იმართება. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრსა და მის მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ, თითქოს, იგი აპირებს აზერბაიჯანთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე ბაქოს სუვერენიტეტის აღიარების შესახებ.

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ხელისუფლებაში 2018 წელს ქვეყნის წინა ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო ტალღაზე მოვიდა. 2021 წელს ვადამდელი არჩევნების შედეგად, მან შეინარჩუნა ხელისუფლება. ამავე დროს, ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, სომხეთმა მარცხი განიცადა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიების გამო აზერბაიჯანთან მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში.

2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში სექტემბრიდან განახლებული ინტენსიური საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს დაუბრუნდა 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

В России назвали подвигом победу Рублева на "Мастерсе" из-за болезни






Раис Татарстана Рустам Минниханов встретился с Президентом Гвинеи-Бисау Умару Сисоку Эмбало

Россия заявит протест Германии в связи с нападением на бывшее генконсульство в Лейпциге

В Болгарии начали инвентаризацию запасов НПЗ ЛУКОЙЛ Нефтохим Бургас

Врачи Домодедовской больницы извлекли из желчного пузыря пациентки стакан камней