Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

ევროკავშირის წევრები ჯერ ვერ თანხმდებიან რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ემბარგოზე

0
ევროკავშირის წევრები ჯერ ვერ თანხმდებიან რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ემბარგოზე

ორშაბათს ბრიუსელში გაიმართა ევროპის კავშირის ლიდერების შეხვედრა, რომლის მთავარი თემაა რუსეთის ნავთობზე ემბარგოს შემოღება.

ორდღიანი სამიტის პირველ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 წევრისგან შემდგარ ბლოკს მიმართა მოწოდებით, დაასრულონ „კინკლაობა“ და მოსკოვს დაუწესონ ახალი სანქციები, მათ შორის ემბარგო შემოიღონ რუსეთის ნავთობზე.

„დროა, დაქსაქსული, დანაწევრებული კი არა, არამედ ერთი მთელი იყოთ,“ თქვა მან.

ევროკავშირის დიპლომატებმა მოამზადეს შემსუბუქებული ვარიანტი შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც, სანქციების მეექვსე პაკეტში, რომელიც განიხილება სამიტზე, დროებით გამონაკლისი გაკეთდება ნავთობსადენებით იმპორტირებული რუსული ნავთობისთვის.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ ეს „კარგი გადაწყვეტილებაა“, მაგრამ დასძინა, რომ ჯერჯერობით „არავითარი შეთანხმება“ არ არსებობს.

მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ ევროკავშირმა რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, მაგრამ მას ეწინააღმდეგებიან უნგრეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომლებიც ძალიან არიან დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე.

„არ მგონია, დღეს მოვახერხოთ შეთანხმების ხელმოწერა,“ თქვა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა სამიტის წინ.

ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტის 40% და ნავთობის იმპორტის 25% რუსეთის ენერგომატარებლებზე მოდის.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 24 თებერვალს, ევროკავშირმა სანქციების ხუთი წყება დაუწესა მოსკოვს. სანქციები შეეხო ათასზე მეტ ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ასევე კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებს, ბანკებს, ქვანახშირის სექტორს და სხვ.

სამიტის დღის წესრიგშია ასევე ევროკავშირის ფინანსური დახმარება უკრაინისთვის. სავარაუდოდ ლაპარაკი იქნება 9 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარებაზე. სამიტის მონაწილეები იმსჯელებენ ასევე უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე და სამხედრო დანაშაულთა გამოძიებაში დახმარებაზე.

სამშაბათს სამიტზე განიხილება სასურსათო უსაფრთხოების საკითხები. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები იმსჯელებენ, როგორ დააჩქარონ უკრაინისთვის „სოლიდარობის გზების“ უზრუნველყოფა, რათა დაეხმარონ უკრაინას მარცვლეულისა და სხვა პროდუქციის ექსპორტში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Стало известно, с кем сыграет Вероника Кудерметова во втором круге турнира WTA-1000 в Риме






Станислав Кондрашов Telf AG: немецкий Thyssenkrupp сокращает выпуск стали

В Казани завершил работу военно-спортивный сбор «Наследники Победы»

Три группы выступят на отборочном концерте фестиваля «Добрый рок» в Твери

Гороскоп на 11 мая 2024 для всех знаков Зодиака