Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

“2021 წლის 5 ივლისის შემდეგ განსაკუთრებით არ გექნებოდათ მაგის სურვილი” – კოკა მორგოშიას პოსტი პრაიდფესტივალის წინააღმდეგ ფეისბუქზე დაიბლოკა

0

Tbilisi Pride-ის განცხადების შემდეგ, ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წევრები აცხადებენ, რომ მობილიზაციას დაიწყებენ და ორგანიზატორები „ვერანაირ გრანდიოზულ ფესტივალს ვერ ჩაატარებენ“. „Tbilisi Pride ვერ გაგახარებთ …. საქართველოში …. ვერანაირ გრანდიოზულ ფესტივალს ვერ ჩაატარებთ, ვერსად და ვერასდროს …. … ღირსების მარშს რომ ვერ ატარებთ თქვენივე ნებით, ეგ გასაგებია … ეგ ისედაც ცხადი იყო. 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ განსაკუთრებით არ გექნებოდათ მაგის სურვილი. ნუ ეგეც ჩვენი გამარჯვებაა ნაწილიბრივ ….მაგრამ მობილიზაციას ჩვენც დავიწყებთ დღეიდან და ვნახოთ, რა ფესტივალის სურვილი გექნებათ ივნისის ბოლოს”,  – წერს „ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერი კოკა მორგოშია. 

პარტიის თავმჯდომარის, გიორგი ქარდავას აზრით კი, დაგეგმილი ღონისძიებები არის მუხანათური პროვოკაცია.

„როდესაც სამყარო უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო ლამის მესამე მსოფლიო ომის წინაშე დგას, მაშინ, როდესაც საქართველო ურთულეს გეოპოლიტიკურ ჩიხში იმყოფება და ბეწვის ხიდზე გადის, ჩვენს დროებით დაკარგულ რეგიონებში რუსეთთან შეერთების რეფერენდუმები ტარდება, ასეთ ეგზისტენციალურ, საბედისწერო მომენტში მსგავსი მასშტაბის ღონისძიების დაგეგმვა, მით უმეტეს 5 ივლისის მოვლენების ფონზე, არის უმძიმესი, მუხანათური პროვოკაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქვეყნების სპეცსამსახურების აქტიური ჩარევით ხორციელდება…

მიზანი გასაგებია, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და არეულობის ფონზე ქვეყნის ჩათრევა კონფლიქტში”, – წერს ქარდავა.

კოკა მორგოშიას facebook პოსტი გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთ საათში აღარ იძებნება. „პუბლიკა“ დაუკავშირდა მორგოშიას კითხვით, თუ რატომ წაშალა მისი განცხადება, რაზეც მორგოშიამ უპასუხა, რომ facebook-ზე მისი ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე დაიბლოკა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აქვთ წინააღმდეგობა პრაიდფესტივალთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ ისინი აცხადებდნენ, რომ ეწინააღმდეგებოდნენ „ღირსების მარშს“ და არა ფესტივალს, მორგოშიამ უპასუხა, რომ აქვთ ინფორმაცია, წლევანდელი ფესტივალი იქნება მასშტაბური, ჩატარდება დიდ სივრცეში, რასაც „გააპიარებენ“.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საკმაოდ დიდ სივრცეში გეგმავენ, მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც უნდა გააპიარონ ისე, რომ თითქოს ეს [ღირსების მარში] შედგა. რასაც არ დავუშვებთ“, – განუცხადა მორგოშიამ „პუბლიკას“.

წყარო




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Теннисист Джокович раздавал автографы в шлеме после попадания бутылкой в голову






Страшная авария забрала жизнь пешехода в Собинском районе

Итоги апреля на первичном рынке массового сегмента Москвы

Уехавшая из России правнучка летчика Чкалова объявлена в розыск МВД

В администрации Клина рассказали, что владелицу упавшего в яму автомобиля лишат прав