Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

EPP-ის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის წერილი დონალდ ტუსკმა წაიკითხა

0
EPP-ის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის წერილი დონალდ ტუსკმა წაიკითხა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა „ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა როტერდამში გამართულ ყრილობაზე წაიკითხა. EPP-ის ღონისძიების მონაწილეებს ტუსკმა მიმართა, რომ ამჟამად სააკაშვილი პატიმარია.

„მე მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც დღეს განასახიერებენ პუტინი და ივანიშვილი, და რომელიც ძირს უთხრის ევროპულ თანამეგობრობას, თავისუფლებას, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს. მოდით, ვიბრძოლოთ ერთად. ისტორიამ გვასწავლა, რომ ჩვენი ერთობის უგულებელყოფას დრამატულად მძიმე ფასი აქვს. ჩემი გული სისხლისგან იცლება იმ ათასობით უკრაინელის, ჩემი მეგობრების გამო, რომლებიც იარაღით ხელში თავს სწირავენ ევროპული ოცნებისთვის. თუ დაეცემა უკრაინა, შემდეგი იქნება ბევრი სხვა, მათ შორის, ჩემი საყვარელი საქართველო. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს.

ჩემი მძიმე მდგომარეობის დასაძლევად ვპოულობ ძალას იმ მემკვიდრეობაზე ფიქრით, რომელიც დაგვიტოვა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა ვილფრიდ მარტენსმა, რომელმაც პირველად მაშინ მიმასპინძლა EPP-ში, როდესაც რუსეთი უკვე ემუქრებოდა საქართველოს; ან ფიქრით თავისუფლებისთვის იმ ბრძოლაზე, რომელსაც უძღვება ჩემი ძველი მეგობარი დოლანდ ტუსკი. სანამ ჩემი ჯანმრთელობა მომცემს საშუალებას, მე არ დავნებდები, თუნდაც ეს ყველაფრის ფასად დამიჯდეს. როგორც ჟან მონემ თქვა, მე არ ვარ პესიმისტი, მე არ ვარ ოპტიმისტი, მე ვარ მტკიცე", - ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც დონალდ ტუსკმა წაიკითხა. 

დონალდ ტუსკმა 6 მაისს მიხეილ სააკაშვილს წერილი გამოუგზავნა და EPP-ის ყრილობაზე მიიწვია. 

„ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Первая ракета мира Джокович получил бутылкой по голове после матча в Риме






Девять человек погибли в ДТП в Москве на минувшей неделе

Актрисе Наталье Теняковой экстренно вызвали скорую помощь

Славянский праздник Пролетье 14 мая 2024 года интересен своими приметами и традициями

Раскрываемость преступлений в Заречном выросла