Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

Новости за 15.02.2021

ილია II მეუფე პეტრეზე: კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება

Radiotavisupleba.ge 

"თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო ეკლესიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა განსაცდელი ეძლევა ადამიანს, ძალაც ეძლევა, მადლიც ეძლევა. მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება, უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს... Читать дальше...

ბრიტანელი მინისტრი საქართველოს მთავრობის და პარლამენტის პირველ პირებს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ვენდი მორტონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარია ვენდი მორტონს ესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებზე, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების დაკავების ფაქტებსა და ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე. Читать дальше...

ზილფიმიანი: იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც ბევრი სტენტი ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერ დავუჭერ

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ არ დაუჭერს მხარს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას. „მხიარულ ნოტაზე იმას ვიტყვი, რომ იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტი ჩამისვა, ვერაფრით დავუჭერ მხარს იმუნიტეტის მოხსნას. სერიოზულ ნოტაზე, მაინც არ დავუჭერ მხარს. იმ მიზეზით, რომ ჯერ ერთი ამ ნაწილში მაინც სოლიდარულები უნდა ვიყოთ ოპოზიციონერები“, - ამბობს ზილფიმიანი. ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია, ექიმი და კლინიკა „გულის“ დამფუძნებელია. ზილფიმიანი, ასევე... Читать дальше...

კატალონიის რეგიონული პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვეს ესპანეთისგან გამოყოფის მომხრეებმა

Radiotavisupleba.ge 

კატალონიის რეგიონული პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვეს ესპანეთისგან რეგიონის გამოყოფის მომხრეებმა. „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელები“ 33 მანდატს იღებენ. პარტია „კატალონიასთან ერთად“, რომელსაც სათავეში უდგას რეგიონის ყოფილი ლიდერი, 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ მიმალვაში მყოფი კარლეს პუჩდემონი, 32 მანდატს აგროვებს. 135-ადგილიან პარლამენტში პარტიას „კანდიდატები ეროვნული ერთიანობისთვის“ 9 მანდატი ექნება. კატალონიის სოციალისტური პარტია, რომელიც მხარს უჭერს ესპანეთის სამეფოს ერთიანობას... Читать дальше...

,,ქართულ ოცნებას” დარჩა მხოლოდ – დაგიჭერ-გამოგიშვებ, არ ვთამაშობთ ჩვენ ამ თამაშს

News.ge 

ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები, ჩვენი საპროტესტო გეგმები, რაც საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ და „ქართულ ოცნებას” დარჩა მხოლოდ – დაგიჭერ-გამოგიშვებ, არ ვთამაშობთ ჩვენ ამ თამაშს, – ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია უარს ამბობს იმ შანტაჟზე, დაშინებაზე და პოლიტიკურ რეპრესიაზე, რაც „ქართულ ოცნებას” ერთ-ერთ იარაღად დარჩა. “საუკეთესოდ ნიკამ გამოხატა ოპოზიციის პოზიცია. ახლა შიში ...

ოპოზიციური პარტიები “ლეიბორისტების” ოფისში იკრიბებიან

News.ge 

ამ წუთებში ოპოზიციური  “ლეიბორისტების” ოფისში იკრიბებიან, სადაც შიდა კონსულტაციები განახლდება. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ გააქტიურდნენ პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში არიან. დღის წესრიგით მთავარი განსახილველი საკითხია ბრალდებული ნიკა მელია, რომლის პატიმრობამდე გზა ახლა უკვე პარლამენტზე გადის.

თეოლოგები სინოდის განჩინებას აფასებენ: ეკლესიის მმართველი იერარქები კვლავ მტრის ხატს ქმნიან

Radiotavisupleba.ge 

12 თებერვალს გამოქვეყნებული წმინდა სინოდის განჩინებას ეხმაურება თეოლოგთა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მთელი რიგი დებულებები არსებით წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებთან.

ვერ დაიჭერენ! არ ვაპირებთ გავრილოვს ნიკა მელია დავუთმოთ!

News.ge 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას ვერ დაიჭერენ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში „ფეისბუქი“ დაწერა. „ერთ რამეში ვარ დარწმუნებული ისე როგორც არასდროს: ვერ დაიჭერენ!არ ვაპირებთ გავრილოვს ნიკა მელია დავუთმოთ!“, – წერს დეკანოიძე. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით ...



„ჩვენ გვაქვს სოციალური და არა პოლიტიკური  მოთხოვნები“ -  საპროტესტო აქცია ბათუმში 

Radiotavisupleba.ge 

სხვადასხვა სოციალური მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ბათუმში რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ დემონსტრანტებს ამის საშუალება არ მისცა.

საქართველოში პირველი ვიზიტით იმყოფება ბრიტანელი მინისტრი ვენდი მორტონი

Radiotavisupleba.ge 

თბილისში იმყოფება დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ვენდი მორტონი. ეს საქართველოში მისი პირველი ვიზიტია. ვენდი მორტონი ტვიტერზე წერს, რომ დიდი ბრიტანეთი და საქართველო ახლო მოკავშირეები არიან და მოხარულია, რომ ეს ურთიერთობები სულ უფრო მტკიცე ხდება. ბრიტანელი მინისტრი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

WHO-ს ექსპერტთა პირველადი დასკვნით, ახალი კორონავირუსი ცხოველური წარმომავლობისაა

Radiotavisupleba.ge 

სავარაუდოა, რომ კორონავირუსი SARS-CoV-2 პირველად ცხოველებში გაჩნდა ჩინეთის, ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ს უთხრა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) მიერ, ვირუსის წარმომავლობის შესასწავლად ჩინეთში მივლენილი საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრმა, პიტერ დაშაკმა. ექსპერტთა პირველადი შეფასებით, ახალი სახეობის კორონავირუსი თავდაპირველად გაუჩნდათ ღამურებს, რომლებმაც მოშინაურებულ ველურ ცხოველებს გადასდეს და მათგან გავრცელდა ადამიანებზე. ასეთი იყო ჩინელი მეცნიერების თავდაპირველი ვერსიაც. Читать дальше...

დღეიდან რესტორნებს და კაფეებს ღია სივრცეში მასპინძლობის უფლება აქვთ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკეტილი კვების ობიექტები დღეიდან, 15 თებერვლიდან შეძლებენ სტუმრების გარე სივრცეში მიღებას, გარდა შაბათ-კვირისა.  ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 4 თებერვალს მიიღო ეპიდსიტუაციის შედარებით გაუმჯობესების საფუძველზე. გარე სივრცე რესტორნების და კაფეების მხოლოდ ნაწილს აქვს. სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები უმძიმეს ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ და მოითხოვენ წესების დაცვით ობიექტების სრულად გახსნას. რესტორნების ნაწილი დაუმორჩილებლობის... Читать дальше...

საქართველოს სამი დიდი ქალაქის სკოლები საკლასო ოთახებში სწავლას დაუბრუნდნენ

Radiotavisupleba.ge 

დღეიდან, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლებშიც. ორი კვირით ადრე სწავლა საკლასო ოთახებში აღდგა ბათუმის, ზუგდიდის, გორის, ფოთის და თელავის სკოლებში. სხვა მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეები საკლასო ოთახებს 15 სექტემბრიდან დაუბრუნდნენ, თუმცა, კორონავირუსის შემთხვევების გამო, არაერთი სკოლა ისევ დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდა. კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის დამცავი ნიღბის ტარება აუცილებელი გახდა V-XII კლასის მოსწავლეებისთვისაც. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

WTA предвкушает дуэль Елена Рыбакина — Юлия Путинцева на турнире в Мадриде






Коллаборация ради будущего: съезд промышленников и предпринимателей наметил основные направления взаимодействия бизнеса и власти

Пожар охватил административное здание на северо-востоке Москвы

Рынки ждут экономических данных по США и решения ФРС

Профсоюзы России встречают Первомай-2024