Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

Новости за 15.02.2021

„მუშაობა დავიწყეთ, მაგრამ ვიცით, რომ წაგებაზე ვიქნებით“ - რესტორნის მფლობელი თელავიდან

Radiotavisupleba.ge 

2020 წლის ნოემბრის ბოლოდან კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკეტილი კვების ობიექტები დღეიდან გაიხსნა, თუმცა მათ სტუმრების მიღება მხოლოდ გარე სივრცეში შეუძლიათ და ისიც მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

მელია გავრილოვის კომენტარს გამოეხმაურა: „ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“

Radiotavisupleba.ge 

სერგეი გავრილოვის კომენტარს, რომელიც მან „მთავარ არხს" მისცა, გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.  ნიკა მელიას თქმით, გავრცელდა სერგეი გავრილოვის განცხადება, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. „ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“, პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის [აქციის] მონაწილეთა წინააღმდეგ და მათ დასასჯელად. ბევრი ალბათ სალაპარაკო აღარაფერი აღარ დარჩა... Читать дальше...

ნიკა მელია: ჩემზე ნუ იდარდებთ „ქართული ოცნების“ დეპუტატაციავ

News.ge 

ღირსებაა ნამდვილად, პატივია და ალბათ, ბედისწერაც, იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს რეჟიმს, სისტემას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩემზე ნუ იდარდებთ „ქართული ოცნების“ დეპუტატაციავ, მართლაც თუკი სადმე, ოდესმე სანერვიულო არაფერი არ მქონია სწორედ ახლა არ მაქვს იმიტომ, რომ ღირსებაა ნამდვილად, პატივია და ალბათ, ბედისწერაც არის, იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ...

სტენდალი სიყვარულის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს სიყვარულის, როგორც მოტივის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ თეორიულ გამოკვლევაზე, რომელსაც ეწოდება „სიყვარულის შესახებ“ და პლატონის „ნადიმის“ შემდეგ წარმოადგენს ამ გრძნობის შესახებ დაწერილ მსოფლიო შედევრს. სტენდალმა სიყვარულის ოთხი სახეობა გამოჰყო: 1. სიყვარული-ვნება, ე.წ. პორტუგალიელი მონაზვნის ვნება; 2. სიყვარული-გატაცება (მეტი გონება და ნაკლები ვნება); 3. ფიზიკური სიყვარული (სექსი); 4. სიყვარული-ამპარტავნობა... Читать дальше...

ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ; შეხვედრაზე ვერაფერზე შევთანხმდით — თბილისის ვიცე-მერი

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერიაში, ვიცე-მერსა და ვაკის პარკში ტერიტორიის მფლობელ ინვესტორს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - მერია ინარჩუნებს პოზიციას, რომ რეკრეაციულ ზონაში სასტუმრო არ აშენდება და იმავე ზომის რესტორნის მშენებლობაზეც უარს აცხადებს. „რა მნიშვნელობა აქვს რესტორნის აშენებას, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს?! ჩვენთვის ეს მიუღებელია,“ - განაცხადა მედიასთან ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ.  ხმალაძის თქმით, ინვესტორს კიდევ ერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი, თუმცა ამაზე უარი ითქვა, რის გამოც, შეხვედრა შეუთანხმებლად დასრულდა. Читать дальше...

ოპოზიციური პარტიები განმარტავენ, რატომ არ მოუსმინეს „გირჩის“ წევრებს

Radiotavisupleba.ge 

პარტია „გირჩის“ წევრებს უპასუხეს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იყვნენ შეკრებილი. „გირჩის“ წარმომადგენლებმა - იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა - ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატის ფარგლებში გამართული შეხვედრა დატოვეს. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ამბობს, ისინი შეხვედრაზე დაუპატიჟებლად მივიდნენ, რის გამოც „ზრდილობიანად სთხოვა ბატონმა ნათელაშვილმა, რომ დაეტოვებინათ დღევანდელი შეკრება“. კუკავას თქმით... Читать дальше...

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუა მუქარისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ოჯახის წევრი - 1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა.

Research Papers For Sale – Suggestions to Assist You

News.ge 

If you’re a researcher and you’ve been given the mission to search for newspapers available, then you want to get outside and begin looking. You do not need to devote a great deal of time in looking for the papers and hence you can simply just go throughout the listings. If you’ve been fortunate enough ...



პოლიცია ზურაბ ჯაფარიძეს უფლებას არ აძლევს, გახსნას დალუქული არალეგალური ბარი

Radiotavisupleba.ge 

სამართალდამცველები უფლებას არ აძლევენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომ გახსნას თავისი არალეგალური ბარი მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ დალუქა. „თქვენი საქმეა, რომ მე თუ ავახევ ლუქს, მერე დამიჭიროთ, ან რაღაცა მიქნათ. სანამ არ ავახევ, არ აგახევინებო - ეგ რომელი კანონია?!“ - მიმართა ჯაფარიძემ პოლიციას. ბარი სახელწოდებით „ჯაფარასთან“ ზურაბ ჯაფარიძემ 13 თებერვალს გახსნა, როგორც, მისივე თქმით, „პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი“. ჯაფარიძე მოითხოვს, გაუქმდეს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები. „ფიზიკურად დადგნენ და მეუბნებიან... Читать дальше...

14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ ბაბუა დააკავა

Radiotavisupleba.ge 

10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე მოზარდის ბაბუა დააკავეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პროკურატურაში დაუდასტურეს. დამატებით ინფორმაციას, თუ რა ბრალდებითა და რომელი მუხლითაა 14 წლის გოგოს ბაბუა დაკავებული, რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევისთანავე მოგაწვდით. შეგახსენებთ, 14 წლის გოგო ქობულეთში ბაბუამ 9 თებერვალს, საკუთარ სახლთან ახლოს ნახა გარდაცვლილი. მომდევნო დღეს, გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ 23 წლის პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება ორი მუხლით წარუდგინა. Читать дальше...

ინტერნეტით გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზე იმსჯელებენ ვაქცინების თანასწორ განაწილებაზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 19 თებერვალს პირველად შეხვდება დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ლიდერებს, კორონავირუსის პანდემიასა და მსოფლიო ეკონომიკის აღდგენაზე სალაპარაკოდ, - განაცხადა თეთრმა სახლმა 14 თებერვალს. შეხვედრაზე ბაიდენის გამოსვლის თემები იქნება გლობალური ძალისხმევა COVID-19-ის ვაქცინების წარმოებასა და დისტრიბუციაზე, - ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში. სამიტი ინტერნეტით გაიმართება. მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფისმა გამოაცხადა, რომ შეხვედრას ის უმასპინძლებს... Читать дальше...

უნგრეთის პრემიერს სურს საგანგებო უფლებამოსილების გახანგრძლივება, COVID-19-ის პასუხად

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტარებს მიმართა თხოვნით, მას კიდევ გაუგრძელონ საგანგებო უფლებამოსილება, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით. ორბანს სურს მისი კაბინეტის საგანგებო მანდატი კიდევ 90 დღით გახანგრძლივდეს - რაც განსხვავდება უვადო მანდატისგან, რომელიც მას მისი სურვილით მარტში მისცეს და რომელმაც საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია. საგანგებო წესების ფარგლებში, მთავრობას უფლება აქვს, ქვეყანა ბრძანებებით მართოს, თუმცა პარლამენტი, რომელშიც ძირითად ძალას ორბანის მემარჯვენე, ნაციონალისტური პარტია ფიდესი წარმოადგენს... Читать дальше...

პროკურატურამ გარდაცვლილი 14 წლის გოგოს უფლებამონაცვლედ მისი და ცნო

Radiotavisupleba.ge 

2020 წლის 14 თებერვალს, პროკურატურამ, გარდაცვლილის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, გარდაცვლილი მოზარდის და ცნო. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ავრცელებს. გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დის ინტერესებს სწორედ ამ ორგანიზაციის იურისტები დაიცავენ. შეგახსენებთ, 10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოს გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება ორი მუხლით წარუდგინა. ესენია: საქართველოს სისხლის... Читать дальше...

ჩვენი უფლებრივი მდგომარეობა გაუსაძლისია - სოციალური მუშაკები

Radiotavisupleba.ge 

ქობულეთში 14 წლის გოგოს ტრაგიკული თვითმკვლელობის შემდეგ, სოციალური მუშაკების გაერთიანება თავიანთ წინაშე არსებულ პრობლემებზე საუბრობს. „ჩვენ როგორც ბავშვზე ზრუნვის სისტემის ნაწილი, მივიჩნევთ, რომ დასაქმებული სოციალური მუშაკების უფლებრივი მდგომარეობა არის გაუსაძლისი და იმაზე რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა ვიდრე 2 წლის წინ, როდესაც გვქონდა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ. დღეს არსებული რესურსებით ჩვენ არ შეგვიძლია საფუძვლიანად შევისწავლოთ თითოეული შემთხვევა, შევაფასოთ რისკები... Читать дальше...

ოპოზიცია არც მიშას, არც ბიძინას, არც შალვას და არავის თამაშსა თუ “ტიტკოკებს” არ თამაშობს

News.ge 

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, “გირჩი” სხვა ოპოზიციურ პარტიების თანამებრძოლი იყო, ახლა კი, მათ სტრატეგიებში განსხვავებებია. შალვა ნათელაშვილი არ გამორიცხავს, რომ თანამშრომლობის ეპიზოდები ისევ განმეორდეს “გირჩთან“. “ვსხედვართ ერთად პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დანა-სისხლად ვიყავით გადაკიდებულები და მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ მომიწევდა მათთან ერთად ქვეყნის მომავალზე ფიქრი, მაგრამ ეს მოხდა. ასევე იჯდა ჩვენთან “გირჩი” ეს პერიოდი, თანამებრძოლები ვიყავით, ...

ახალგაზრდებო, შეხედეთ მეგრელიშვილს და ხვიჩიას და დარწმუნდებით, რომ მარიხუანას მოწევა არის მავნებელი ჯანმრთელობისთვის და რაც მთავარია, აზროვნებისთვის

News.ge 

ახალგაზრდებო, შეხედეთ მეგრელიშვილს და ხვიჩიას და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მარიხუანას მოწევა არის მავნებელი ჯანმრთელობისთვისაც და რაც მთავარია, აზროვნებისთვისაც , – ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გირჩის” ლიდერების მხრიდან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დატოვებას. მისი თქმით, ხვიჩიას და მეგრელიშვილს შეხვედრაზე ყურადღების მიქცევა სურდათ. “ორივე მოსული იყო დაბოლილი დღეს და უნდოდათ როგორც ყოველთვის ...

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიას იმუნიტეტს მოუხსნის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები ხვალ, 16 თებერვალს განიხილავენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს. პარლამენტს მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების შუამდგომლობით გენერალურმა პროკურორმა მიმართა, მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო. თავად მელიამ დღესაც განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ხელისუფლება ვერ დაიჭერს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ... Читать дальше...

COVID-19-ის პანდემია ზარალს აყენებს ქალაქებს, რომლებიც ცნობილია ყოველწლიური საკარნავალო დღესასწაულებით

Radiotavisupleba.ge 

COVID-19-ის პანდემია ზარალს აყენებს ქალაქებს, რომლებიც ცნობილია ყოველწლიური საკარნავალო დღესასწაულებით. ისინი იძულებული არიან, წელს მკვეთრად შეზღუდონ ტრადიციული ღონისძიებები. ამ დღეებში ჩვეულებრივ ფართო მასშტაბის აღლუმები ტარდება ხოლმე, მაგალითად, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში და გერმანიაში, კიოლნში. მაგრამ წელს დღესასწაულები ძირითადად ჩუმად ჩაივლის. ბრაზილიაში ზოგმა ღონისძიებამ ინტერნეტში გადაინაცვლა, გერმანიაში კი ადგილობრივი მაუწყებელი გადასცემს თოჯინების აღლუმს. ახალ ორლეანში, სადაც, როგორც მიიჩნევა... Читать дальше...

ეპისკოპოსი იაკობი: ვთქვათ, გინდათ მოსვლა. მოგიშვებთ ხელისუფლებაში?!

Radiotavisupleba.ge 

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოში მოქმედ პოლიტიკური პარტიებთან დაკავშირებით. 15 თებერვალს მედიასთან მან თქვა, რომ მსოფლიოში ბევრ პოლიტიკოსს იცნობს, ხოლო „ამათ პოლიტიკოსობისას ვერაფერს ვერ ვატყობ. თუნდაც ოპოზიციას“. „ვთქვათ, გინდათ მოსვლა. მოგიშვებთ ხელისუფლებაში?! ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ?! ავტორიტეტი აქვს რომელიმე [პარტიას]?!“ - ამბობს ეპისკოპოსი და განაგრძობს: „ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, რა გგონიათ, მარტო ამ ძალებს დავტოვებთ?! ჩვენ დავუჭერთ რომელიმე ძალას მხარს“. Читать дальше...

Новости России
Москва

Актерское агентство Киноактер. Актерское агентство в Москве.


პრორუსული NGO-ები გახარიას საქართველოში Sputnik V-ის შემოტანას სთხოვენ

Radiotavisupleba.ge 

პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში შემოიტანოს COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V. მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციების თქმით, საქართველო მოლაპარაკებას აწარმოებს კოვაქსპლატფორმასთან, რომელზე განთავსებული ვაქცინების „გავლენის შესახებ ადამიანის ორგანიზმზე, უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებზე, არ არის ცნობილი“. ამავდროულად, ვაქცინაციით დაინტერესებულ პირებს არ ეძლევათ საშუალება, „უსაფრთხო და ეფექტიანი“ რუსული ვაქცინით აიცრან... Читать дальше...

ქეთევან ხუციშვილი - "ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის სწორედ ბავშვზე ზრუნვის სამსახურში"

Radiotavisupleba.ge 

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების თავმჯდომარე, ქეთევან ხუციშვილი ლაპარაკობს სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის არასათანადოდ აღსრულებაზე, რაც, მათ შორის, გამოიხატა სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდის ნაცვლად ერთი წლის წინ 33 მათგანის გათავისუფლებაში.

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის თავზე ოპოზიცია მსვლელობას მოაწყობს

Radiotavisupleba.ge 

25 თებერვალს ოპოზიციური პარტიები საერთო მსვლელობას მოაწყობენ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თარიღი სიმბოლურად დაამთხვიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას საბჭოთა კავშირის მიერ 1921 წელს. „რა თქმა უნდა, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. 100 წლის წინ მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი და მისი სამარცხვინო გარემოცვა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს“, - ამბობს ბოკერია. Читать дальше...

ბაია პატარაია - "როგორც ჩანს, სისტემა ძალიან ეფარება და ეფოფრება თავის თანამშრომლებს!"

Radiotavisupleba.ge 

კავშირ "საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ეხმაურება შს მინისტრის კომენტარს. ვახტანგ გომელაურმა 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა ყველაფერი გააკეთეს. "უმძიმესი საქმეა, პედოფილიის საქმეა - რას აკეთებდნენ ორი თვის განმავლობაში?!", - კითხულობს ბაია პატარაია.

გაერო: ბოლო სამ წელში ავღანეთში მინიმუმ 65 ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დამცველი მოკლეს

Radiotavisupleba.ge 

გაეროს თანახმად, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ავღანეთში მინიმუმ 65 ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დამცველი დაიღუპა გამიზნული მკვლელობების შედეგად. 15 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ავღანეთის დახმარების საკითხებში გაეროს მისია აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის 32 უფლებადამცველი და მედიის 33 თანამშრომელია. ანგარიშში აღრიცხულია მკვლელობები 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრამდე. ამჟამად ავღანეთში ძალადობამ იმატა მას შემდეგ, რაც თალიბებმა გააძლიერეს თავდასხმები სამთავრობო და სხვა სამიზნეებზე. Читать дальше...

ბირმაში (მიანმარი) ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა, აუნ სან სუ ჩის პატიმრობა გაუგრძელეს

Radiotavisupleba.ge 

ბირმის (მიანმარი) ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი გავიდა ქუჩებში მას შემდეგ, რაცა ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით შეზღუდა ინტერნეტის წვდომა და დიდ ქალაქებში უსაფრთხოების დამატებითი ძალები განალაგა. 15 თებერვალს ათასობით ინჟინერმა გამართა მიტინგი სიდიდით მეორე ქალაქ მანდალაიში. „გაათავისუფლეთ ჩვენი ლიდერები“, „ვინ დგას სამართლის მხარეს?“ - გაიძახდნენ დემონსტრანტები. როგორც იტყობინებიან, ბირმაში მოსახლეობით უდიდეს ქალაქ რანგუნში ნაკლები ხალხი იყო მიტინგებზე გამოსული, რასაც ხსნიან ძირითადად ინტერნეტის... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Мирра Андреева обыграла Вондроушову в третьем круге турнира WTA в Мадриде






"Не стоять на месте": Участники шествия "Май! Труд крут!" поделились эмоциями от парада

Выше нормы: синоптики рассказали о погоде в Москве в мае

Сирия с 1 мая ввела электронные визы

Воробьев: строители пообещали благоустроить парк в Черноголовке к середине июля