Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

Новости за 18.02.2021

დე ფაქტო დეპუტატები დე ფაქტო დეპუტატების წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები საზოგადოების განხილვის საგანია. სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ე. წ. პარლამენტის დეპუტატების ნაწილმა, ვინც კანონის დაცვის მაგალითს სხვებს უნდა აძლევდეს, თვითონ გახდა კანონდამრღვევი და ბიბილოვის დირექტივების შემსრულებელი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ. საპარლამენტო ოპოზიცია იმ 18 ე. წ. დეპუტატს უჩივის, რომლებმაც  16 თებერვალს, კვორუმის არარსებობის მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის სხდომა გამართეს. სარჩელის საგანია რეგლამენტის  დარღვევა. Читать дальше...

მდინარაძე ასახელებს პრემიერობის კანდიდატად ღარიბაშვილის შერჩევის კრიტერიუმებს

Radiotavisupleba.ge 

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არ უკავშირებს მმართველი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს. „ძალიან სპეკულაციურია იმ ადამიანზე საუბარი, რომელიც აბსოლუტურად დისტანცირებულია პოლიტიკისგან, არამხოლოდ ჩვენი პარტიისგან“, - თქვა მან. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ღარიბაშვილს მხარდაჭერა პრაქტიკულად გარანტირებული აქვს საქართველოს პარლამენტში. ის ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გააცნეს ფრაქცია „ქართულ ოცნებას“. Читать дальше...

მანჩო გიორგობიანი: დიდი მადლობა პრემიერ გიორგი გახარიას

News.ge 

“დიდი მადლობა პრემიერ გიორგი გახარიას ყველა იმ დღისთვის, როდესაც შრომობდა, ნერვიულობდა, განიცდიდა, ჩვენს გვერდში იყო თუ ვერ იყო, მაგრამ გულით კარგი უნდოდა… არ არის იოლი 0 -დან ფეხზე დასაყენებელი საქართველოს პრემიერობა , თან, ამდენი სამშობლოს გამყიდველის – პირდაპირ ტერარიუმის გარემოცვაში… როდესაც ქვეყანაში ბოროტი ოპოზიციაა, რომელსაც ყველა წარმატებული ნაბიჯი გულზე დანად ესობა და ოღონდ თვითონ მობრუნდნენ ...

ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა, შემიძლია დავიფიცო, დამთავრებულია “ქართული ოცნება”

News.ge 

“დამთავრებულია “ქართული ოცნება”, შემიძლია დავიფიცო”,- ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას. მისი თქმით, ღარიბაშვილის პრემიერ -მინისტრად დანიშვნა პირდაპირ ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. “ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა. ეს ნიშნავს რომ “ქართულ ოცნებასაც” მობეზრდა რომ იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი. ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, რა გააკეთა? ხუმრობთ? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. Читать дальше...

თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ ღარიბაშვილი მელიას ვერ დააკავებს

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინათინ ბოკუჩავა ეხმაურება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების შესახებ. თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა განიზრახა, ერთადერთ მოკავშირედ დაიტოვოს პუტინი: „ღარიბაშვილის პოლიტიკური რეციკლირება ანუ პოლიტიკაში ამ სახით დაბრუნება, მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილის მოქმედებები სრულიად მოკლებულია რაციონალურ აზრს. ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია რეპუტაცია არც ქვეყნის შიგნით... Читать дальше...

“ოპოზიციის მოძულე და ყველაზე კონფრონტაციული”

News.ge 

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ განაცხადა, რომ ძალიან ცუდი კანდიდატურა იქნა შერჩეული. “ძალიან ცუდი კანდიდატურა იქნა შერჩეული, ეს არის ერთ-ერთი უარესი, ვინც კი შეეძლო “ქართულ ოცნებას” დაესახელებინა. ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც ის პრემიერი იყო, ნულოვანი შედეგი ჰქონდა. თვითონაც წვალობდა და ქვეყანასაც აწვალებდა. ღარიბაშვილის პიროვნულ თვისებებს რომ თავი დავანებოთ, ამ ...

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, ყოველწლიური გახდეს

News.ge 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, ყოველწლიური გახდეს – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ფაუჩის თქმით, კორონაავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველწლიური შესაძლოა გახდეს ისევე როგორც, გრიპის საწინააღმეგო ვაქცინა. “ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ განსაკუთრებული ეპიდაფეთქებისა და მისი სხვადასხვა ვარიანტის შეკავებას იმგვარად, რომ ვირუსის ციკლურობა აღარ იყოს”, – განაცხადა ფაუჩიმ. მისივე განცხადებით, ...

მელია ღარიბაშვილის კანდიდატურაზე: შემიძლია დავიფიცო, დამთავრებულია "ქართული ოცნება“

Radiotavisupleba.ge 

დამთავრებულია „ქართული ოცნება“, განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელების კომენტირებისას. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად ნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდება. “ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, რა გააკეთა? ხუმრობთ? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. ეს ნიშნავს რომ ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად",- განაცხადა ნიკა მელიამ... Читать дальше...



გელა ზედელაშვილი: იმედია, მალე კიევში არ ჩაფრინდება სააკაშვილთან სათათბიროდ

News.ge 

“გიორგი გახარია გადადგა! ალბათ, დამეთანხმებით, ეს იყო ძალზედ უცნაური გადადგომა – უდროო და არალოგიკური. ფაქტობრივად, ტიპი გამოვიდა  და მოგვახსენა, ნიკანორ მელიას ვერ დავიჭერ, კანონს ვერ აღვასრულებ, სულ კარგად ბრძანდებოდეთო. არადა, ასე არ ხდება, პრემიერ-მინისტრები ასე უპასუხისმგებლოდ არ იქცევიან (არ უნდა იქცეოდნენ). თუმცა! როგორც ხედავთ, გიორგი გახარია, რომელიც ბევრს ასე ეიმედებოდა, ფაქტობრივად, გაიპარა, მშიშარა გამოდგა! რას ...

რუსეთის სასამართლომ 4 წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა აქტივისტ ანასტასია შევჩენკოს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის, დონის როსტვის რეგიონულმა სასამართლომ 4 წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა ორგნიზაცია „ღია რუსეთის“ აქტივისტ, ანასტასია შევჩენკოს. სასამართლომ აქტივისტი დამნაშავედ სცნო ე.წ. არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში. რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციის“ შესახებ კანონი ძალაში შევიდა 2015 წლის მაისში და იგი არის იმ რეგულაციის ნაწილი, რითაც კრემლი ცდილობს საარსებო საშუალების გარეშე დატოვოს ბევრი არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. შევჩენკო და მისი დაცვა დაჟინებით აცხადებდნენ... Читать дальше...

მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშილი დაასახელა

News.ge 

“ქართული ოცნების” სათაო ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მმართველმა გუნდმა ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ახალი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინებტი პარლამენტმა ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს. მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა ჭირდება. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გადადგა. გიორგი გახარიამ გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობის გამო მიიღო.

ბიძინა მაყაშვილი და ნიკო 90-იანების ქართულ როკზე და კიდევ ბევრ რამეზე ლაპარაკობენ

Radiotavisupleba.ge 

ბიძინა მაყაშვილმა ძალიან კარგი წიგნი დაწერა, "ბლუზი მტკვრის პირას". პოდკასტში მაგაზეც ვლაპარაკობთ და კიდევ ბევრ რამეზე, რაც წიგნში არ შესულა.

უკრაინაში პატივს მიაგებენ „ღირსების რევოლუციის“ დროს სისხლიანი შეტაკების მსხვერპლთა ხსოვნას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში გავიდა 7 წელი იმ დღიდან, რაც პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად კიევის ცენტრში „ღირსების რევოლუციის“ 48 წევრი დაიღუპა. სისხლიანი მოვლენების შემდეგ უკრიანის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორი იანუკოვიჩი იძულებული გახდა დაეტოვებინა ჯერ კიევი, შემდეგ კი უკრაინიდან რუსეთში გაქცევით ეშველა საკუთარი თავისათვის. 18 თებერვალს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, გვირვინებით შეამკო „ზეციური ასეულის“ მონუმენტი. დღეს და მომდევნო დღეებში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ უკრიანის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც. Читать дальше...

„ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა პრემიერობის კანდიდატად

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას გააცნო „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება. პარტიის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება ირაკლი ღარიბაშვილი. „ემოციური დღე არის. ამის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მე მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს, ჩემი დასახელებისთვის პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე. ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ეს არის უდიდესი პატივი... Читать дальше...

გახარია „ტვიტერზე“ წერს, რომ მისი გადადგომით სიტუაციის დეესკალაცია მოხდება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს კომენტარს და თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების მიზეზს ხსნის. „მჯერა, რომ ქვეყანაში არსებული კონფრონტაცია და ქიშპი, საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებას. მიუხედავად ამისა, მე მაინც გადავწყვიტე გადადგომა იმ იმედით, რომ შემცირდება პოლარიზაცია და მოხდება სიტუაციის დეესკალაცია“. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა... Читать дальше...

ლიეტუვას საპარლამენტო დელეგაცია უახლოეს დღეებში პოლიტიკურ კრიზისში პოზიტიური როლის შესასრულებლად ჩამოდის

News.ge 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაინტერესებული არიან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დროულად მოგვარებით და სწორედ ამას უკავშირდება ლიეტუვას ელჩის განცხადებაც, უახლოეს პერიოდში საქართველოში სხვადასხვა დელეგაციების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. “ლიეტუვას ევროკავშირში საკუთარ თავზე აქვს აღებული საქართველოს არაფორმალური ლობისტის როლი. ამიტომ, მათთან ჩვენ საუბარი გვქონდა არა მარტო მათ საპარლამენტო დელეგაციასთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს დღეებში ჩამოდის ოპოზიციასთან და ზოგადად... Читать дальше...

გომური გახარიაზე: იგივე დარჩება ჩემთვის, ვიღაც ტიპი, რომელიც ძალიან უნამუსო აღმოჩნდა

Radiotavisupleba.ge 

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომური, სოციალურ ქსელში ეხმაურება პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომის გადაწყვეტილებას და წერს, რომ მას სიხარულის მიზეზი არ აქვს: „საერთოდ არ ვარ გასწორებულში. არც გამხარებია, რავი მიზეზი არ მაქვს მაგის. არც ოც ივნისზე უგია პასუხი, არც გამოძიების დაჩქარებას შეუწყო ხელი და იგივე დაზეპირებული ფრაზებით წავიდა, რომ იყო შტურმის აცილება, რომ პარლამენტი აღებას გადაარჩინა, რომ ქვეყანა მასშტაბურ გადატრიალებას მოარიდა და ა.შ. რაც აქამდე იყო, ვიღაც ტიპი... Читать дальше...

ბელარუსში ჟურნალისტებს ეკატერინა ანდრეევას და დარია ჩულცოვას 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს აქციების დაშლის გაშუქებისთვის

Radiotavisupleba.ge 

18 თებერვლას „ბელსატის“ ჟურნალისტებს ეკატერიან ანდრეევას და დარია ჩულცოვას მინსკის სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ანტისამათავრობო მიტინგის სასტიკი დარბევის კადრების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისთვის. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, აღნიშნულ განაჩენს წინ უძღოდა სამდღიანი სასამართლო განხილვა, რომელზეც გამოძიებამ წარმოადგინა ფალსიფიცირებული მტკიცებულებები, რომლის თანახმად ჟურნალისტებმა თავად გაუკეთეს ორგანიზება საპროტესტო აქციას და ცდილობდნენ მიეცათ მისთვის მასობრივი ხასიათი... Читать дальше...

Новости России
Москва

звезды шоу-бизнеса посетили весеннюю неделю моды estet fashion week


В Грузии назревает очередной политический кризис, или Ясно, что ничего не ясно

ИА «Новости-Грузия» 

Колумнист Sputnik рассказывает о причинах и последствиях ухода Георгия Гахария с поста премьера Грузии - что ждет страну и во что выльется новый виток политического кризиса

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქტივისტების აქცია იმართება

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად, „ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი მუმლაძის თქმით, აქციის მონაწილეები მოითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას: „გადადგა გახარია და ასევე შეჩერდა მელიას დაპატიმრების პროცედურა. ეს ჩვენი გამარჯვებაა, ჩვენი ერთად დგომის შედეგი, ჩვენ 80 დღეა ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს და არ გავჩერდებით, სანამ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ეს არის გადამწყვეტი. Читать дальше...

Лейбористская партия Грузии предлагает сформировать техническое правительство в стране

ИА «Новости-Грузия» 

Лидер Лейбористской партии считает, что из политического кризиса страну могут вывести только досрочные выборы, но провести их должно техническое правительство

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა: საქართველო 1990-იანი წლების წარსულისკენ მიდის

Radiotavisupleba.ge 

პოლონელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ტვიტერზე წერს, რომ ერთ დროს სამაგალითო საქართველო ახლა გასული საუკუნის 90-იან წლებში ბრუნდება. ფოტიგა შეშფოთებულია საქართველოდან მიღებული ცნობებით. „მაშფოთებს ცნობები საქართველოდან, ქვეყნიდან, რომელიც წარსულში სამაგალითო იყო სხვებისთვის, ახლა კი მიდის თავისი ბობოქარი წარსულისკენ, როგორც 1990-იან წლებში. მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება“ - წერს „კონსერვატორებისა და რეფორმატორების... Читать дальше...

ლუკაშენკა აცხადებს, რომ პუტინთან შეხვედრაზე არ აპირებს ფულის თხოვნას

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, რომელიც 22 თებერვალს იგეგმება, იგი არ აპირებს პუტინისათვის ფულის თხოვნას. ამის შესახებ ლუკაშენკამ განაცხადა ე.წ. საკავშირო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივან, გრიგორი რაპოტასთან შეხვედრის დროს. „მე და პუტინმა დიდი ხნის წინ მოვილაპარაკეთ 20-იანი რიცხვების დასაწყისში შეხვედრის თაობაზე, ჩვენი თანაშრომლობის ზოგიერთი საკითხის განსახილველად. იმთავითვე მინდა აღვნიშნო, რომ, როგორც ყოველთვის, რუსეთში ზოგიერთმა უკვე შეადგინა დღის წესრიგი... Читать дальше...

არასამთავრობო ორგანიზაციები მელიას საქმეზე შსს-ს მიმართავენ

Radiotavisupleba.ge 

თერთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილების გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. განცხადების ხელმომწერები ამბობენ, რომ ნიკა მელიას საპოლიციო ძალის გამოყენებით დაკავებისკენ გადადმული ნაბიჯები ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას და კიდევ უფრო აღრმავებს დემოკრატიის კრიზისს ქვეყანაში. მათი განცხადებით, კრიზისის სიმძაფრეზე მიუთითებს პრემიერ-მინისტრის გადადგომის გადაწყვეტილებაც. აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციეს მიაჩნიათ... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Медведев рассказал, что у него не получилось в первом сете матча с Арнальди в Мадриде






Москвичам напомнили о бесплатной парковке в майские праздники

Песков: РФ в случае изъятия ее активов будет бесконечно отстаивать свои интересы

Корпорация развития представила нижегородский опыт по формированию муниципального инвестпрофиля на Всероссийском форуме

Сегодня в России отмечается День работника скорой помощи