Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 12.05.2022

რუსეთი საპასუხო ზომებით იმუქრება ნატოს სასარგებლოდ ფინეთის არჩევანის გამო

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო-პოლიტიკური კურსის „რადიკალურად შეცვლა“ უწოდა ამ ქვეყნის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ფინეთი ნატოს წევრი უნდა გახდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე დღეს, 12 მაისს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ფინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტი ათწლეულების განმავლობაში იყო „ჩრდილოეთ ევროპის რეგიონში სტაბილურობის საფუძველი“ და „უზრუნველყოფდა ფინეთის სახელმწიფოს უსაფრთხოების საიმედო საფუძველს“. რუსეთი ირწმუნება,... Читать дальше...

სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანება „სწრაფი და მწყობრი“ იქნება

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიერ ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას და აღნიშნავს, რომ ნატო სრულად დაუჭერს მხარს ფინეთის ამ სუვერენულ გადაწყვეტილებას. ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე და პრემიერ-მინისტრი სანა მარინი 12 მაისს, გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ფინეთმა ნატო-ს გაწევრიანებისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს. „თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის შემოტანას, ამას თბილად შეხვდებიან ნატოში... Читать дальше...

პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება ევროპის ქვეყნების აეროპორტებსა და თვითმფრინავში

Radiotavisupleba.ge 

ევროპის ქვეყნების აეროპორტებში, ასევე თვითმფრინავით მგზავრობისას, პირბადის ტარება 26 მაისიდან საჭირო აღარ იქნება. SchengenVisaInfo-ს თანახმად, გადაწყვეტილება ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა (ECDC) მიიღეს. „შემდეგი კვირიდან ნიღბების ტარება ფრენისას სავალდებულო აღარ იქნება, რაც მთლიანობაში შეესაბამება ევროპის მასშტაბით ეროვნული ხელისუფლებების ცვალებად მოთხოვნებს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ევროკავშირის... Читать дальше...

უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტრო: მაისში უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი განახევრდა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინიდან უცხოეთში ხორბლის გატანა მაისში ნახევარზე მეტად შემცირდა შიშის ფონზე, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეიძლება დიდი ზეგავლენა მოახდინოს მთელ მსოფლიოში სურსათით მომარაგებაზე. უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 12 მაისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მაისში ექსპორტის საერთო ოდენობიდან, 298 ათასი ტონიდან, 284 ათასი ტონა სიმინდზე მოდის, 8 ათასი ტონა ქერსა და 6 ათასი ტონა ხორბალზე. შარშან ამავე პერიოდისთვის უკრაინამ 667 ათასი ტონა მარცვლეული გაიტანა უცხოეთში. ცნობაში არ არის ნათქვამი... Читать дальше...

რუსეთმა აკრძალა „გაზპრომის“ ყოფილ შვილობილ კომპანიებთან თანამშრომლობა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მთავრობამ გამოაქვეყნა სია უცხოეთის კომპანიებისა, რომლებსაც მოსკოვი სანქციებს უწესებს. მათი უმეტესობა ეკუთვნის Gazprom Germania-ს ჯგუფს, რომელიც „გაზპრომის“ ყოფილი შვილობილი კომპანიაა. ამ კომპანიებთან აკრძალულია ყოველგვარი თანამშრომლობა, მათ შორის, საფინანსო კავშირი და ოპერაციები ფასიანი ქაღალდებით. ამას გარდა, აიკრძალა ამ ფირმებისთვის ნედლეულის და იმ პროდუქტების მიწოდება, რომლებიც რუსეთშია წარმოებული. სანქცირებული ფირმების რაოდენობა 31-ია. მათგან 30 ეკუთვნის Gazprom Germania-ს. აპრილის შემდეგ... Читать дальше...

პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა უარყვეს „აზოვის“ მებრძოლთა ექსტრაქციის წინადადება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინული გამოცემა "ევროპეისკა პრავდას" ცნობით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერმა, დენის პუშილინმა უარი თქვა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ალყაში მყოფი უკრაინელი მებრძოლების ექსტრაქციის წინადადებაზე და დაადასტურა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ მარიუპოლში მდებარე მეტალურგიული ქარხნის ხელში ჩაგდების ოპერაციას. „იქ უკვე ყველაფერი გეგმურად მიმდინარეობს, ყველაფერი გასაგებია. სამოქალაქოები აღარ არიან, ამიტომ ჩვენ ქვედანაყოფებს შეუძლიათ ცივი გონებით და სწორი გათვლებით... Читать дальше...

კრემლი რუსეთისთვის საფრთხედ აფასებს ნატოში ფინეთის შესვლას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი საფრთხედ აღიქვამს ნატოში ფინეთის შესვლას. „ნატოს გაფართოება და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება მსოფლიოს და ევრაზიის კონტინენტს არ გახდის უფრო სტაბილურსა და უსაფრთხოს“, - უთხრა დღეს, 12 მაისს მოსკოვში ჟურნალისტებს პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. შეკითხვას, წარმოადგენს თუ არა რუსეთისთვის საფრთხეს ნატოში ფინეთის მიღება, პესკოვმა უპასუხა: „რა თქმა უნდა“. პუტინის პრესმდივანმა ისიც თქვა, რომ რუსეთისა და ნატოს პირდაპირი შეტაკების თავიდან აცილება სურს ყველას - რუსეთსაც... Читать дальше...

გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ უკრაინაში ჩადენილი ბევრი დარღვევა შეიძლება ომის დანაშაულს გაუთანაბრდეს

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ხელმძღვანელმა 12 მაისს განაცხადა, რომ ბოლო კვირებში უკრაინის დედაქალაქის მიმდებარე რაიონში აღმოჩენილია  ათასობით გვამი. მან აღნიშნა, რომ ბევრი დარღვევა, რომელსაც ახლა განიხილავენ და რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იქნა ჩადენილი, შეიძლება ომის დანაშაულს გაუთანაბრდეს. „კანონგარეშე მკვლელობების ოდენობა, განუკითხავად დახვრეტის შემთხვევების ჩათვლით კიევის ჩრდილოეთის რეგიონებში, შოკისმომგვრელია“, - თქვა მიშელ ბაჩელეტმა ჟენევაში ადამიანის უფლებების საბჭოსადმი ვიდეომიმართვაში. Читать дальше...



„გაზპრომი“: უკრაინის გავლით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 50,6 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ იტყობინება, რომ ის აგრძელებს უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროპისთვის. არსებული ცნობით, სუჯის გამანაწილებელი სადგურის გავლით, 12 მაისს, ბუნებრივი აირის მიწოდების რაოდენობა 50,6 მილიონ კუბურ მეტრს უდრის. თუმცა ევროპისთვის ამ გზით მიწოდებული გაზის რაოდენობა ნაკლებია წინა დღით, 11 მაისს გადაქაჩულ მოცულობაზე, რომელიც 72,6 მილიონ კუბურ მეტრს უდრიდა, იტყობინება Reuters-ი. სოხრანივკის მიმართულებით აირის გადაქაჩვაზე უარი თქვა უკრაინამ, განაცხადა „გაზპრომმა“. Читать дальше...

უკრაინელ ხალხს გამოჩენილი ლიდერობისთვის ატლანტიკური საბჭოს პრემია მიენიჭა

Radiotavisupleba.ge 

ატლანტიკურმა საბჭომ გამოჩენილი ლიდერობისთვის პრემია მიანიჭა უკრაინელ ხალხს. ვაშინგტონში დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებს ვიდეოკავშირით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან უკრაინელი ხალხის სახელით ატლანტიკურ საბჭოს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დღეს, როცა მთელი მსოფლიო ხედავს უკრაინელების გმირობას და ამით აღტაცებულია, უნდა ახსოვდეთ, რომ ამ სიმამაცის უკან ათასობით რეალური ისტორია, სახელი და გმირია. უკრაინის პრეზიდენტმა დაასახელა კონკრეტული სამხედროების, მათ შორის მარიუპოლის და „აზოვსტალის“ დამცველების... Читать дальше...

CNN ვიდეოს აქვეყნებს: ჩანაწერის მიხედვით, რუსი სამხედროები უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს ზურგში ესვრიან

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია CNN-მა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს, სავარაუდოდ რუსი სამხედროების მიერ, უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას. ტელეკომპანიას ხელში ჩაუვარდა კიევის გარეუბანში მდებარე ავტოსალონის სათვალთვალო კამერით 16 მარტს გადაღებული ჩანაწერი. მასში ჩანს, სავარაუდოდ, სალონის გაქურდვა მაშინ, როცა რუსი სამხედროები უკრაინის დედაქალაქის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. CNN-ის ჟურნალისტებმა დაღუპულთა ვინაობაც დაადგინეს - ერთი მათგანი ავტოსალონის მფლობელია, რომლის სახელი და გვარიც არ სახელდება. Читать дальше...

ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად აუცილებელია არა “ვივამედში” გადაყვანა, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა

News.ge 

მიხეილ სააკაშვილის “ვივამედში” გადაყვანა ჩავთვალოთ პირველ ნაბიჯად მისი საზღვარგარეთ გადაყვანის წინ და დაველოდოთ, “ნაცმოძრაობის” ქმედებებს მათი დაშლის შესახებ. მთავარია მიხეილ სააკაშვილს ეყოს ძალა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის, – ასე ეხმიანება “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის “ვივამედის” კლინიკაში გადაყვანას. იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს, რადგან ეს პარტია მისი საკუთრებაა. “სააკაშვილის საზღვარგარეთ... Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად აუცილებელია არა “ვივამედში” გადაყვანა, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა

News.ge 

მიხეილ სააკაშვილის “ვივამედში” გადაყვანა ჩავთვალოთ პირველ ნაბიჯად მისი საზღვარგარეთ გადაყვანის წინ და დაველოდოთ, “ნაცმოძრაობის” ქმედებებს მათი დაშლის შესახებ. მთავარია მიხეილ სააკაშვილს ეყოს ძალა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის, – ასე ეხმიანება “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის “ვივამედის” კლინიკაში გადაყვანას. იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს, რადგან ეს პარტია მისი საკუთრებაა. “სააკაშვილის საზღვარგარეთ... Читать дальше...

ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა ოფიციალურად დაუჭირეს მხარი ნატოში შესვლას

Radiotavisupleba.ge 

ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ნატოში ქვეყნის შესვლას. პრეზიდენტ საული ნიინისტეს და პრემიერ-მინისტრ სანა მარინის მიერ დღეს, 12 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს ნატოს წევრობის განაცხადი. პრეზიდენტი და პრემიერი აღნიშნავენ, რომ ნატოს წევრობა გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას, ფინეთი კი, ალიანსს განამტკიცებს. ოფიციალური განაცხადის წარსადგენად აუცილებელია ფინეთის პარლამენტის თანხმობა. წინასწარი ინფორმაციით... Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” მიიყვანეს

News.ge 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში” გადმოიყვანეს. კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომობილებია მობილიზებული და ტერიტორია ორივე მხრიდან ე.წ. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ცნობისთვის, ოჯახის წევრებისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას სათანადო მკურნალობა სჭირდება. Читать дальше...

რუსული ძალების გაყვანა ხარკოვის ოლქიდან მდუმარე აღიარებაა იმის, რომ მათ უკრაინის საკვანძო ქალაქების აღება არ შეუძლიათ

News.ge 

რუსეთს სამხედრო ქვედანაყოფები ხარკოვის ოლქიდან რეორგანიზაციისა და მძიმე დანაკარგების შემდეგ თავისი ძალების შესავსებად გამოჰყავს. აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება თავის ყოველდღიურ დაზვერვის ინფორმაციაში საუბრობს. „უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას ხარკოვის ჩრდილოეთით, დაიბრუნეს რა რამდენიმე ქალაქი და სოფელი რუსეთის საზღვრის მიმართულებით. იმ ფაქტმა, რომ რუსეთის ფედერაციამ პრიორიტეტი დონბასს მიანიჭა, ხერკოვის ოლქში დისლოცირებული ქვედანაყოფები უკრაინის მობილური და მაღალი... Читать дальше...

Siemens-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიო მრეწველობის ერთ-ერთმა გიგანტმა, გერმანულმა კონცერნმა Siemens-მა დღეს, 12 მაისს გამოაცხადა, რომ სრულად ტოვებს რუსეთის ბაზარს. კონცერნის თანახმად, უერთდება მსოფლიო თანამეგობრობას და უკრაინაში ომის გამო რუსული ბაზრიდან მიდის. Siemens-ის მოკლე, ოფიციალური განცხადების მიხედვით, ის იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც რუსეთში საქმიანობა შეაჩერა, სანამ აფასებდა სიტუაციას რუსეთში 3 ათასი თანამშრომლის დაცვის უზრუნველსაყოფად. გერმანული კონცერნი რუსეთში წარმოდგენილი იყო ორი კომპანიით - Siemens-ი და Siemens Energy... Читать дальше...

პუტინი რუსეთს იმაზე უარეს დღეში დატოვებს, ვიდრე ჩაიბარა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისათვის დაწესებულმა სანქციებმა შეცვალა რუსეთის ეკონომიკის მიკრო და მაკროპარამეტრები, გაზარდა ინფლაცია და გააუფასურა ადგილობრივი რუბლი. ბოლო ორ-ნახევარი თვის განმავლობაში განუხრელად მცირდება როგორც ინვესტიციები, ასევე ექსპორტი, ჯამში ქვეყანაში დაიწყო მთლიანი შიდა პროდუქციის კლება.  რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკის მოცულობა 12%-ით შემცირდება. ეს ყველაზე უარესი მაჩვენებელი იქნება 1994 წლის შემდეგ. ეკონომისტთა ნაწილი ომის პირველი დღეებიდანვე ვარაუდობდა... Читать дальше...

აფეთქება მოხდა რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე ერთი ადამიანია დაღუპული რუსეთის ხაბაროვსკის ოლქში, სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად. რუსული სააგენტოს, „ტასის“ ინფორმაციით, სამხედრო ნაწილი დასახლებულ პუნქტ ტეისინშია დისლოცირებული. დაშავდა 7 ადამიანი. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. „ტასს“ წყარომ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან უთხრა, რომ სამხედრო ნაწილში სავარაუდოდ, დენთი აფეთქდა.

Новости России
Москва

Певец Сергей АРУТЮНОВ и солистка группы Демо - встречаются, или просто выпустили совместный хит “Солнышко”? Разлад АРУТЮНОВА и Маши Малиновской?


მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ გადაიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის ექიმებმა, აპრილის ბოლოს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადეს, რომ ანორექსიის და დეპრესიის გამო, მისი მდგომარეობა გაუარესებულია და საჭიროა დროული და კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ჯგუფის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, მხარდამჭერებმა და „ნაციონალური მოძრაობის“... Читать дальше...

ბულგარეთის პრორუსული პარტიის წევრებმა ისევ სცადეს უკრაინის დროშის ჩამოხსნა

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის პრორუსული, საპარლამენტო პარტიის, „აღორძინების“ წევრების და პოლიციელების ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სოფიაში, მერიის შენობასთან. რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ინფორმაციით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 11 მაისს, საღამოს გამართული აქციის მონაწილეებმა სცადეს მერიის შენობაზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად აღმართული უკრაინული დროშის ჩამოხსნა, რისი საშუალებაც პოლიციელებმა არ მისცეს. აქციაზე იმყოფებოდა პარტიის ლიდერი კოსტადინ კოსტადინოვიც. ერთი კვირის წინ, პრორუსული „აღორძინების“... Читать дальше...

ჩრდილოეთ კორეაში პირველად დაადასტურეს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთ კორეაში დღეს, 12 მაისს პირველად დაადასტურეს, რომ ქვეყანაში დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებია. ამის შესახებ ადგილობრივ სახელმწიფო მედიასაშუალებებზე დაყრდნობით წერს სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი. ფხენიანიდან გავრცელებული ოფიციალური ცნობებით, ცხელების მქონე პაციენტებისთვის კვირას აღებული ნიმუშების კვლევამ აჩვენა, რომ მათ კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტი აქვთ. პაციენტების რაოდენობას არ ასახელებენ. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოების ინფორმაციით... Читать дальше...

უკრაინა რუსეთს სთავაზობს "აზოვსტალში" მყოფი დაჭრილების გაცვლას სამხედრო ტყვეებში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ რუსეთს შესთავაზა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გაცვლა რუს სამხედრო ტყვეებში. უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, რუსეთს სთავაზობენ, რომ ჰუმანიტარული დერეფნით, "აზოვსტალიდან“ გაიყვანენ მძიმედ დაჭრილ მებრძოლებს და სანაცვლოდ, სამხედრო ტყვეთა გაცვლის სტანდარტული წესების დაცვით გადასცემენ ტყვედ აყვანილ რუსებს. ვერეშჩუკის თანახმად, შეთანხმებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევიათ და მოლაპარაკება გრძელდება. ვითარება უკიდურესად მძიმეა მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის... Читать дальше...

"აზოვსტალის" დამცველი ილონ მასკს მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

მარიუპოლის დამცველი უკრაინელი საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა "აზოვსტალიდან" გასაღწევად დახმარებას სთხოვს ამერიკელ მილიარდერს და გამომგონებელს, კომპანიების Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელს, ილონ მასკს. ვოლინამ მასკისადმი მიმართვა გვიან ღამით, ტვიტერზე გამოაქვეყნა: "ხალხი ამბობს, რომ სხვა პლანეტიდან მოხვედი, რათა ადამიანებს ასწავლო დაიჯერონ შეუძლებელი. ჩვენი პლანეტები ერთმანეთის გვერდითაა, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია". უკრაინელი საზღვაო ქვეითი ილონ მასკს სთხოვს... Читать дальше...

შემთხვევითობა არ არის, რომ 9 მაისს უკრაინის “ლენდ-ლიზის” აქტს მოეწერა ხელი – ჩვენ ახლა ვიცავთ ყველა ერის თავისუფლებას და სიცოცხლის უფლებას ტირანიის წინააღმდეგ ომში

News.ge 

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ჩვენი სახელმწიფოსა და გლობალური დემოკრატიის მხარდაჭერის ახალ და მნიშვნელოვან პაკეტს, რომელიც თითქმის 40 მილიარდ დოლარს მოიცავს- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ღამის გამოსვლაში „ლენდ-ლიზის“ აქტზე საუბრისას განაცხადა. უკრაინის პირველი პირის განცხადებით, ეს თანხები რაც შეიძლება სწრაფად და ბიუროკრატიის გარეშე უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად იქნება გამოყენებული. ზელენსკის თქმით, ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

На кураже: Рублёв пробился в финал «Мастерса» в Мадриде, Медведев снялся из-за травмы






Власти Москвы решили возобновить отопление из-за предстоящего похолодания

ЕС впервые планирует санкции против российского СПГ

Иркутскому Театру Пилигримов присвоено имя Владимира Соколовва

«Русские витязи» и бронеавтомобиль «Линза»: Что ждет россиян на параде Победы?