Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 27.05.2022

პრემიერის გამოსვლის პარალელურად, პარლამენტთან ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლამდე, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს, ჟურნალისტების აქცია დაიწყო. სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტები და მედიამენეჯერები გეგმავდნენ დახვედროდნენ ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა პრემიერმა სხვა შესასვლელით ისარგებლა. აქციაზე ისმის "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი შეძახილები. აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: "მადლობა, რომ გვიჭერთ, "მადლობა, რომ გვხურავთ" და სხვა. "ჩვენი მთავარი სათქმელია... Читать дальше...

კობახიძე პრეზიდენტს აკრიტიკებს: უნდა იცოდე, როდის რა განცხადება გააკეთო

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს დამოუკიდებლობის დღეს ნათქვამი სიტყვის გამო. კობახიძემ გამოყო ორი თემა - სასამართლო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - რომლებზეც, მისი შეფასებით, პრეზიდენტის სიტყვაში არასწორი აქცენტები იყო დასმული. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დღეს, 27 მაისს, პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრობლემაა, როცა პრეზიდენტმა არ იცის, რაზე უნდა ისაუბროს საზეიმო დღეს. "რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადება... Читать дальше...

რუსი კომუნისტების ჯგუფმა უკრაინაში ომი გააპროტესტა. თანაპარტიელები მათ "მკაცრი ზომებით" ემუქრებიან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრიმორიეს მხარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატთა ჯგუფმა წერილით მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომლისგანაც ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას ითხოვს. გამოცემა Newsbox.24-ის თანახმად, რეგიონულ პარლმენტში რუსეთის "კომუნისტური პარტიის" წარმომადგენელ დეპუტატთა ოთხკაციანი ჯგუფის მიმართვა დეპუტატმა ლეონიდ ვასიუკევიჩმა წაიკითხა. ვასიუკევიჩის თქმით, მნიშვნელოვანი დანაკარგების ფონზე რუსეთის ჯარს აღარ ძალუძს სამხედრო წარმატების მიღწევა. Читать дальше...

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Ibis Budget-ი გაიხსნა

News.ge 

27 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ახვლედიანის ქუჩაზე, საერთაშორისო, ბიუჯეტური ბრენდის, Ibis Budget-ის სასტუმრო გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 8.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მიერ პროექტის მხარდასაჭერად 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმრო 158 ნომერს, კეთილმოწყობილ ეზოს, საფეხმავლო ბილიკებსა და დასასვენებელ სივრცეებს აერთიანებს. Ibis Budget-ის სასტუმროს ...

აშშ და ტაივანი გეგმავენ ახალი თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებას

Radiotavisupleba.ge 

აშშ და ტაივანი გეგმავენ, თანამშრომლობის განმტკიცების ხელშეკრულების გარშემო მოლაპარაკება დაიწყონ. ისინი აპირებენ შეთანხმდნენ სავაჭრო პროცედურების, ასევე ლოგისტიკური კავშირებისა და სასოფლო სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის გამარტივების საკითხებზე, იტყობინება სააგენტო Bloomberg-ი. სააგენტო წერს, რომ შესაძლებელი შეთანხმების პირობები ახლოსაა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულებასთან, რომლის შესახებ ამ კვირის დასაწყისში გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. Bloomberg-ის მონაცემებით... Читать дальше...

ილია დარჩიაშვილი: ბევრი საკითხი სხვა პრიზმიდან ჩანს ევროპელი პარტნიორების მხრიდან, უნდა დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ევროპელი პარტნიორები ხედავენ საქართველოს ადგილს ევროკავშირში. მისი თქმით, ეს განწყობა უცვლელია, თუმცა რეგიონული უსაფრთხოების შეცვლილი გარემო, ევროკავშირის პრიზმიდან გაფართოების პერსპექტივებს განსხვავებულად წარმოაჩენს. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იქნება გადაწყვეტილება... Читать дальше...

უსუფაშვილი: საქართველო იმსახურებს EU-ს წევრობას და არ იმსახურებს მთავრობას, რომელიც არაევროპულ ცხოვრების სტილს ამკვიდრებს

Radiotavisupleba.ge 

"ლელოს" წარმომადგენელმა, დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრისთვის კითხვის დასმის დროს განაცხადა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და არ იმსახურებს მთავრობას, რომელიც "არაევროპულ ცხოვრების სტილს" ამკვიდრებს. ამით მან უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის კითხვას ოპოზიციის მიმართ, იმსახურებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს. "დღეს მე მინდა, აქეთ ["ქართული ოცნების"] შემადგენლობის გასაგონად ხმამაღლა გავიმეორო, დიახ, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას... Читать дальше...

უცხოელი მძღოლები უნგრეთში საწვავის უფრო მაღალ საფასურს გადაიხდიან

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთში ჩასული უცხოელი მძღოლები ავტომანქანის საწვავში ადგილობრივებთან შედარებით საგრძნობლად მაღალ საფასურს გადაიხდიან, შესაბამისი კანონი ძალაში შევიდა 27 მაისიდან. კანონის თანახმად, უნგრეთში ჩასული მძღოლები, რომლებიც უცხოურ ნომრიან ავტომანქანებს მართავენ, ბენზინსა და დიზელის საწვავში გადაიხდიან საბაზრო ფასს, რომელიც საცალო ფასზე, 1,22 ევროზე, 40 პროცენტით მეტია, - იტყობინება უნგრეთის მედია. არ არის ცნობილი, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიმართ არათანასწორი მოპყრობით, არღვევს თუ არა უნგრეთი კანონს... Читать дальше...



აშშ-ს შორეულ პერსპექტივაში ჩინეთი მიაჩნია უდიდეს გამოწვევად

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მთავრობის შეფასებით, მსოფლიო წესრიგისთვის ჩინეთი წარმოადგენს უდიდეს გამოწვევას შორეულ პერსპექტივაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ვაშინგტონში საპროგრამო მოხსენებით გამოსვლისას თქვა, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს განზრახვა, შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი და ძალა - გააკეთოს ეს. ბლინკენმა განავრცო, რომ პეკინი არსებით როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკაში და გლობალური, კლიმატის ცვლილების გამო შექმნილი კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიის გამოწვევების მოგვარებაში. ბლინკენი მიიჩნევს... Читать дальше...

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავენ

Radiotavisupleba.ge 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად, აქციას მართავენ თბილისში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან. ექიმები, ექთნები და მძღოლები ხელფასების მატებასა და ღირსეულ სამუშაო პირობებს მოითხოვენ. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ექიმმა ნანა ნაკაშიძემ, გასული ორი კვირის განმავლობაში, მათ მოლაპარაკებები ჰქონდათ სამინისტროს წარმომადგენლებთან, გაიმართა 4 შეხვედრა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეს აქციების გამართვა. Читать дальше...

პრემიერ-მინისტრი: საპატრიარქოსთან მჭიდრო კოორდინაციით კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საზღვარგარეთ ქართული სამრევლოების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამისათვის მთავრობა მჭიდრო თანამშრომლობაში იქნება საქართველოს საპატრიარქოსთან. "გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში, საჭირო არის მეტი ორგანიზება, მეტი კოორდინაცია და მე ვფიქრობ, რომ ყველა ის სხვა დაწესებულება როგორიც არის კულტურის წარმომადგენლობები, წრეები და ანსამბლები ასე შემდეგ ამ ყველაფერს სჭირდება გაძლიერება"... Читать дальше...

"გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" - ახალი სამოქალაქო ინიციატივა

Radiotavisupleba.ge 

27 მაისს თბილისში ახალი სამოქალაქო ინიციატივის "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" პრეზენტაცია გაიმართა - ინიციატივა აერთიანებს არასამთავრობო სექტორის, მედიის, კულტურის წარმომადგენლებს. ღონისძიებაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა წაიკითხეს მანიფესტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებს ითვალისწინებს. რადიო თავისუფლება მანიფესტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ ჩვენი სამშობლოსთვის ისტორიული ეტაპი დგება. რამდენიმე კვირაში გადაწყდება, როგორი იქნება ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. Читать дальше...

ქუთაისი-მილანის რეისი თვითმფრინავის გაუმართაობის მიზეზით გაუქმდა

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-მილანის რეისი გაუქმდა. აეროპორტების გაერთიანებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფრენის გაუქმების მიზეზი ბორტის გაუმართაობა იყო, რაზეც უფრო ვრცელ კომენტარს ავიაკომპანია "Wizz Air"-ი მოგვიანებით თავად გაავრცელებს. "როცა დასკვნა დაიდება, რა დაემართა ბორტს, ამაზე ავიაკომპანია ისაუბრებს. მოკვლევა მიდის. ტექნიკოსები ახლაც მუშაობენ, ბუდაპეშტში გადაგზავნილია პირველადი მონაცემები", - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენელმა ნანა ბარამიძემ. პრობლემის აღმოჩენამდე... Читать дальше...

AP: რუს ოლიგარქებს შესაძლოა, სანქციები მოუხსნან, თუ უკრაინის აღდგენას დააფინანსებენ

Radiotavisupleba.ge 

დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ რუსმა ოლიგარქებმა მათ წინააღმდეგ მოქმედი სანქციები გამოისყიდონ უკრაინის აღსადგენად ფულის დახარჯვის სანაცვლოდ. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს სააგენტო Associated Press-ი. სააგენტოს წყაროების თანახმად, გასულ კვირაში, გერმანიაში, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, კანადის ფინანსთა მინისტრმა ქრისტია ფრილანდმა კოლეგებს შესთავაზა იდეა, რომ რუს ბიზნესმენებს სანქციები მოუხსნან, თუ ისინი ფინანსურ... Читать дальше...

ზურაბიშვილი: დიასპორის წარმომადგენლებს მოქალაქეობის მიღება და არჩევნებში მონაწილეობა უნდა შეეძლოთ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტში ქვეყნის დიასპორას წარმომადგენლები უნდა ჰყავდეს. მან დღეს, 27 მაისს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა, რომ აუცილებელია, დიასპორისთვის მოქალაქეობის მიღების წესი გამარტივდეს და მათ არჩევნებში მონაწილეობა შეეძლოთ. "ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი დიასპორა არის ჩვენი წარმომადგენელი მსოფლიოში. ამისთვის ერთი რამ არის საჭირო: ის კავშირი, რაც არსებობს დიასპორასა და ქვეყანას შორის, არ იყოს გაწყვეტილი და უნდა გაძლიერდეს. Читать дальше...

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს 5 ახალი ფუნქციონალი დაემატა

News.ge 

27 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ბიზნესმომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბიზნეს მობილბანკს 5 ახალი ფუნქციონალი დაემატა.  ამიერიდან ახალი ციფრული ბიზნესბარათის შეკვეთა პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდანაა შესაძლებელი;  როგორც ციფრული, ასევე პლასტიკური ბიზნესბარათის დაბლოკვა და განბლოკვა, ფილიალში მისვლის გარეშე, უკვე ონლაინაა ხელმისაწვდომი;  გამარტივდა ბიზნესბარათის პინკოდის შეცვლის პროცესი – მისი შეცვლა ამიერიდან მობილბნაკში, ბარათების დეტალებიდანაა ...

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში რუსი სამხედროები 50 წლის წინანდელი ტანკებით მოამარაგეს

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ შეტევას უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქებზე, სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს, 27 მაისს წერს, რომ რუსმა სამხედროებმა დაიკავეს რამდენიმე სოფელი ლუგანსკის ოლქის ქალაქ პოპასნაიას რაიონში. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბევრ რაიონში ინარჩუნებენ პოზიციებს, რაც რუსეთს არ აძლევს დონბასზე სრული კონტროლის დამყარების შესაძლებლობას. Читать дальше...

თიბისის „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქართველი გმირების შესახებ თბილისში გრძელდება

News.ge 

თიბისი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის, 26 მაისის აღნიშნვას. დამოუკიდებლობის სკოლა, რომელიც მოიცავს საჯარო ლექციების სერიას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შესახებ პირველად თიბისიმ 2018 წელს გამართა. 5 წლის განმავლობაში უკვე ჩატარდა 20-ზე მეტი შეხვედრა. წელს, დამოუკიდებლობის სკოლა პროექტ „გმირებს“ ეძღვნება, რომელიც თიბისიმ 2019 წელს დაიწყო და ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101 წლის იუბილეს მიუძღვნა.  პროექტის ფარგლებში ...

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსული არმია განაგრძობს ინტენსიურ შეტევას დონეცკის მიმართულებით

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები განაგრძობენ უკრაინის არმიის პოზიციებზე ინტენსიურ შეტევას დონეცკის ოლქში. გენერალური შტაბი დღეს დილით იუწყება, რომ დონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგე აწარმოებს აქტიურ სარაკეტო იერიშებს, შეტევა განაახლა სლავიანსკის მიმართულებით, ლიმანში კი, პოზიციების გამყარებას ცდილობს არტილერიის დახმარებით. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, ხარკოვის მიმართულებით რუსეთის ქვედანაყოფების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია... Читать дальше...

Новости России
Москва

Армяне в Великой Отечественной войне: Иван Георгиевич Магакьян


ლავროვი დასავლეთში "საღ აზრზე დარჩენილებს" აფრთხილებს, უკრაინას შეიარაღება არ მისცენ

Radiotavisupleba.ge 

თუ დასავლეთი უკრაინას მისცემს შეიარაღებას, რომელსაც ითხოვს, ეს იქნება ნაბიჯი დაუშვებელი ესკალაციისკენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა ტელეარხ RT Arabic-თან ინტერვიუში. ეს არხი კრემლის პროპაგანდისტული სატელევიზიო ქსელის, დასავლეთის არაერთი სახელმწიფოს მიერ აკრძალული RT-ის შემადგენლობაშია და არაბულ ენაზე მაუწყებლობს. ლავროვის თქმით, დასავლეთის მოწოდება რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებაა, ამისთვის კი, „საჭიროა ომის გაგრძელება, შეიარაღებით უკრაინელი ნაციონალისტების... Читать дальше...

ზელენსკი: დონბასზე ოკუპანტების შეტევამ ეს რეგიონი შესაძლოა, უკაცრიელად აქციოს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ხელისუფლება დონბასში რთული ვითარების გამო, პარტნიორი სახელმწიფოებისგან ისევ ითხოვს მძიმე შეიარაღებით სასწრაფოდ დახმარებას. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ ღამით, ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ დონბასზე ოკუპანტების შეტევამ ეს რეგიონი შესაძლოა, უკაცრიელი გახადოს. ზელენსკის თქმით, რუსეთს სურს ფერფლად აქციოს ქალაქები: პოპასნაია, ბახმუტი, ლიმანი, ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი, როგორც ეს ვოლნოვახასა და მარიუპოლში გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, დონეცკსა და ლუგანსკში, რუსეთთან... Читать дальше...

შეამოწმე, რა იცი ლაზების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ასობით წლის წინ არსებობდა სამეფო, რომელსაც ლაზეთს ან ჭანეთს ეძახდნენ. გვიან ანტიკურ და ადრე შუა საუკუნეებში ლაზები ფაქტობრივად თანამედროვე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა იყო. შეამოწმე, რა იცი ლაზეთისა და ლაზების შესახებ.

ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს ზეციური მფარველის დღე მიულოცა

Radiotavisupleba.ge 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს მიულოცა „მისი ზეციური მფარველის, მოციქულთასწორის წმინდა კირილეს ხსენების დღე". მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე მილოცვა 24 მაისს გამოქვეყნდა. „თქვენო უწმინდესობავ! მიიღეთ თქვენი ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი ჩვენი გულითადი მილოცვა. მოციქულთასწორთა წმინდა ​ კირილესა და მეთოდეს ლოცვებით ღმერთმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს პირველმღვდელთმთავრულ მსახურებაში", - წერს ილია მეორე კირილს. Читать дальше...

ოლაფ შოლცი: ომის სამმა თვემ აჩვენა, რომ ვლადიმირ პუტინი ვერ მოიგებს ომს უკრაინის წინააღმდეგ

News.ge 

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ომის სამმა თვემ აჩვენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვერ მოიგებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და მას არ შეუძლია პირობების კარნახი. 26 მაისს დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით დღეს სიტყვით გამოსვლისას, შოლცმა განაცხადა, რომ მთელი უკრაინის აღება ახლა ბევრად უფრო შორს ჩანს, ვიდრე ომის დასაწყისში. გერმანიის კანცლერის თქმით, მას შემდეგ, ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Тарпищев: нельзя Медведева назвать главным претендентом на золото Олимпиады






«Евровидение-2024» дисквалифицировало певца, признававшегося в любви к России

В РПЛ сменился лидер турнирной таблицы

Журналисты узнали, как живут вне России дети Марии Голубкиной и Николая Фоменко

Тарифы на железнодорожные перевозки из Китая в Россию и Белоруссию резко возросли