Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 31.05.2022

ნავალნის თქმით, მას ახალი ბრალდებები წაუყენეს და კიდევ 15 წლით პატიმრობა ემუქრება

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ თქვა, რომ, როგორც გამომძიებლებმა შეატყობინეს, მის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძვრება „ექსტრემისტული ჯგუფის შექმნის“ ბრალდებით, რაც დაკავშირებულია მის ორგანიზაციასთან, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან“ და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებთან. „დღეს კვლავ მომაკითხა გამომძიებელმა და ოფიციალურად წარმომიდგინა ბრალდება ახალ საქმესთან დაკავშირებით“, - დაწერა კრემლის კრიტიკოსმა 31 მაისს ტვიტერში.     „თურმე ექსტრემისტული ორგანიზაცია შევქმენი... Читать дальше...

როგორ დავიცვათ თავი მანიპულაციისგან

News.ge 

მანიპულატორ ადამიანებს ემოციური ძალადობის განსხვავებული მეთოდები აქვთ, თუმცა არსებობს რამდენიმე საერთო თვისება, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ მათი ამოცნობა. ემოციური კავშირის გამოყენება. ჩვეულებრივ, მანიპულატორები თავიანთ პარტნიორებზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ და ამას სასიყვარულო ჟესტებით მალავენ, რათა მსხვერპლმა ტოქსიკური ურთიერთობა ჯანსაღისგან ვერ განასხვავოს. სხვა ადამიანების სისუსტეებით თამაში. მანიპულაციის ამ ხერხს იყენებენ არა მხოლოდ ურთიერთობებში, როცა ერთი პარტნიორი მეორეს აჯერებს, რომ ...

“თუ ანათებ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავად იწვი” – ალენ დელონი რომი შნაიდერს

News.ge 

“მახსოვს როცა პირველად დაგინახე. პარიზიდან ვენაში მოფრინავდი და მე ყვავილებით ხელში აეროპორტში გელოდებოდი. პროდიუსერმა მითხრა, რომ შენთვის თაიგული შემეთავაზებინა. ფოტოგრაფებით გარშემორტყმული სულელივით გამოვიყურებოდი. მიწაზე ფეხი რომ დადგი, დედაშენს ჰკითხე, „ვინ არის ეს ბიჭი“? მან გიპასუხა: „ეს ალენ დელონი უნდა იყოს, შენი პარტნიორი“. შემდეგ დაიწყო ჩვენი ფილმის გადაღებები…  და მე გაგიჟებით შემიყვარდი… და შენც შეგიყვარდი…“ ეს ...

მორავეცკი: ვისურვებდით პუტინის წასვლას, მაგრამ უკრაინის გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ისურვებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაყენებას, მაგრამ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უკრაინის შენარჩუნება უკვე იქნება „გამარჯვება“ რუსეთთან ამჟამინდელ დაპირისპირებაში. ბრიტანეთის ტელეარხ Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მორავეცკიმ თქვა, რომ „ევროპას და თავისუფალ სამყაროს“ არ შეუძლიათ „ამ ომის წაგება“, ვინაიდან უკრაინაში დამარცხება სხვა ქვეყნებსაც გახდიდა პუტინის მხრიდან მუქარებისა და შანტაჟისგან დაუცველს. „რა თქმა უნდა... Читать дальше...

29 მაისს დაკავებულ ძმებ კაკულიებს გამოძიება ვაკეში კაცის მკვლელობის მცდელობას ედავება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ 29 მაისს გვიან ღამით დაკავებულ ძმებს, გუგა და დავით კაკულიებს, ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი 27 მაისს ვაკეში, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩის კვეთაზე კაცის განზრახ მოკვლას გეგმავდნენ. პროკურატურის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მათ ერთი პირი დაჭრეს. ბრალდების ამ ნაწილს საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე არ უდასტურებდნენ მედიასაშუალებებს. "გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი... Читать дальше...

პოლიციელის დღე - რაც მისასალმებელ სიტყვებში არ თქმულა

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას განსაზღვრავს ძლიერი პოლიცია“, - ამ სიტყვებით მიმართა პოლიციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 მაისს.

სამოქალაქო სექტორი ევროკომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა, სამოქალაქო ინიციატივის, "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ", დამფუძნებლებმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს ევროკომისიის პრეზიდენტის სახელზე წერილი გადასცეს. წერილში ისინი ურზულა ფონ დერ ლაიენს მიმართავენ თხოვნით, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის განაცხადს. "დღესაც, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას ბევრად მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე რომელიმე ცალკე აღებულ პარტიას, ლიდერს, ინსტიტუტსა თუ პოლიტიკურ პროგრამას, რადგან ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას მტკიცედ სჯერა... Читать дальше...

შეჩერებული ე.წ. რეფერენდუმი - ცხინვალში კრემლის გზავნილი კარგად გაიგეს

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ახალმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შეაჩერა ე.წ. ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განკარგულება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. განკარგულება შეჩერებულია მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდე.



დოლარი 3-ლარიან ნიშნულს ისევ გადასცდა

Radiotavisupleba.ge 

რამდენიმე დღეა საქართველოს ეროვნული ვალუტა ევროსთან და დოლართან უფასურდება. ბოლო კვირების განმავლობაში დოლარი 3-ლარიან ნიშნულს პირველად გადასცდა. ხვალიდან, 1 ივნისიდან, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იქნება: 1 დოლარი - 3,0249 ლარი (გაუფასურდა 7,03 თეთრით); 1 ევრო - 3,2466 ლარი (გაუფასურდა 6,33 თეთრით). დოლარი 3-ლარიან ნიშნულს 17 მაისს ჩასცდა, ევროსთან კი ლარი ასეთი გაუფასურებული 12 მაისის შემდეგ არ ყოფილა.

იურისტთა კონსორციუმი რუსეთის წინააღმდეგ ტრილიონი დოლარის ოდენობის სარჩელს აღძრავს

Radiotavisupleba.ge 

იურისტთა კონსორციუმი უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან აპირებს, რამდენიმე ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი აღძრას უკრაინაში სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებული დანაკარგების კომპენსაციის თაობაზე. პრეტენზიების საერთო თანხამ ტრილიონ აშშ დოლარს შეიძლება მიაღწიოს. ამის შესახებ 31 მაისს წერს გაზეთი The Guardian-ი. გუნდი შედგება რამდენიმე ასეული იურისტისგან სხვადასხვა ქვეყნიდან და რამდენიმე იურიდიული ფირმიდან, იტყობინება გაზეთი. ისინი აპირებენ, რამდენიმე იურისდიქციით, მათ შორის აშშ-სა და ბრიტანეთში... Читать дальше...

"თბილისი პრაიდი" კვირეულს აწყობს, თუმცა ღირსების მარშს ვერ ატარებს

Radiotavisupleba.ge 

ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაცია - "თბილისის პრაიდი" აცხადებს, რომ წელს ღირსების მარშს ვერ გამართავენ, რადგან არ აქვთ ამის შესაძლებლობა წელს. ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც კვირეულის ფარგლებში გეგმებს ეხება. "წელს ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად. ვრჩებით ერთადერთ ჯგუფად, რომელსაც, ფაქტობრივად, ჩამორთმეული აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ამასთანავე, ჩვენს დღის წესრიგში დგას უმწვავესი პრობლემები, როგორებიცაა განათლებაზე... Читать дальше...

უკრაინის პარლამენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ომბუდსმენი ლიუდმილა დენისოვა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პარლამენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ომბუდსმენი ლიუდმილა დენისოვა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 234-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 9. კენჭისყრის შედეგები Telegram-ში გამოაქვეყნა სახალხო დეპუტატმა იაროსლავ ჟელესნიაკმა. დენისოვას ეს თანამდებობა 2018 წლის მარტიდან ეკავა. 31 მაისს პრეზიდენტის მომხრე ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებმა ხელმოწერები შეაგროვეს მის გადასაყენებლად. ფრაქციის დეპუტატმა პავლო ფროლოვმა ფეისბუკში დაწერა ომბუდსმენის მიმართ „ხალხის მსახურის“ პრეტენზიებზე. მისი სიტყვებით... Читать дальше...

თსუ სტუდენტებს გამოცდების ჩაბარება ახალციხესა და ქუთაისშიც შეეძლებათ

Radiotavisupleba.ge 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ აკმაყოფილებს სტუდენტთა ნაწილის მოთხოვნას და კვლავ არ სთავაზობს მათ გამოცდების ონლაინ ჩაბარების შესაძლებლობას. სტუდენტების მოთხოვნის საპასუხოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მათ გამოცდების ჩასაბარებლად კიდევ ორ ქალაქს სთავაზობს. "უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებს, თბილისთან ერთად, გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით, დამატებით ორი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა - ქუთაისსა და ახალციხეში... Читать дальше...

მინსკში ასამართლებენ ქალს, რომლის ქმარი კგბ-სთან შეტაკებისას მოკლეს საკუთარ ბინაში

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში სასამართლოს წინაშე წარდგა ქალი, რომლის მეუღლე მინსკში საკუთარ ბინაში იქნა მოკლული კგბ-სთან შეიარაღებული შეტაკებისას. მარია უსპენსკაიას ქმრის თანამოაზრეობაში ედება ბრალი. მისი სასამართლო პროცესი 31 მაისს დაიწყო დახურულ კარს მიღმა, იტყობინება ადამიანის უფლებების დამცველი ცენტრი „ვიასნა“. დეტალები ჯერაც უცნობია 2021 წლის სექტემბერში მომხდარი შეტაკებისა, რომლის შედეგადაც მოკლულ იქნა ანდრეი ზელცარი, რომელიც აშშ-ში მდებარე IT კომპანია EPAM-ისთვის მუშაობდა. შეტაკებისას დაიღუპა ასევე კგბ-ს ოფიცერი ძმიტრი ფედასიუკი. Читать дальше...

23-29 მაისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Radiotavisupleba.ge 

23-დან 29 მაისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი,  ვირუსისგან გამოჯანმრთელდა - 614. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა სულ 104 996 ტესტი. მათგან 95 506 ანტიგენ ტესტი, 9 490 PCR ტესტი. 7 დღის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია 0.55%. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია "ომიკრონის" B.A.2 შტამი. 2020 წლის 26 თებერვლიდან... Читать дальше...

1 ივნისს SOLO Kids Market-ი გაიმართება

News.ge 

SOLO მომხმარებლების ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. 1 ივნისს, ბავშვთა დღეს, SOLO Sunday-სა და შუმბალენდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ვაკის პარკში საბავშვო მარკეტი – SOLO Kids Market გაიმართება. ღონისძიებაზე ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარ პროდუქციას სხვადასხვა კატეგორიებიდან წარადგენენ, როგორიცაა: კრაფტი, საბავშვო ტანსაცმელი, ხელნაკეთი სამკაული, აქსესუარები, სათამაშოები, კვება და სხვა. პროდუქციის შეძენა ადგილზე 14:00-21:00 საათამდე პერიოდში იქნება ...

თითოეულ პოლიციელს ვულოცავ პროფესიულ დღეს, გჯეროდეთ, თქვენს პროფესიონალიზმზე, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული

News.ge 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარ,  პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც კუჭავა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს, გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია. “თითოეულ პოლიციელს ვულოცავ პროფესიულ დღეს. პატივია, ემსახურო შენს ქვეყანას, დაიცვა მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ამავდროულად, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. გჯეროდეთ, თქვენს პროფესიონალიზმზე, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია და ამ გამოწვევებთან ბრძოლაში წარმატებას გისურვებთ. მე, როგორც ...

ღარიბაშვილი: ვახტანგ გომელაურთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ გმირი პოლიციელებისთვის ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი თბილისში

News.ge 

პრემიერ – მინისტრმა, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ პოლიციელებისთვის ათასბინიანი ქალაქი აშენდება. ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ როდესაც ამ რთულ პროფესიას ეჭიდება ადამიანი, მას უნდა ჰქონდეს მოტივაცია, ის უნდა გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას. “ჩემი დიდი სურვილი იყო და ბატონ ვახტანგ გომელაურთან ერთად ცოტა ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენოთ ...

პოდოლიაკი: ამ პოლიტიკით დემოკრატიულ სამყაროს ცუდი შედეგი ელის

News.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკა დემოკრატიულ სამყაროს ცუდ შედეგებს მოუტანს. „რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ უკრაინას მძიმე იარაღს ვერ მივაწვდით – ამან, შესაძლოა, რუსეთის ფედერაცია შეურაცხყოს. პუტინი უნდა დამარცხდეს, მაგრამ ახალ სანქციებს ვერ დავუწესებთ. მილიონობით ადამიანი იშიმშილებს, მაგრამ მარცვლეულის სამხედრო კონვოირებისთვის მზად არ ვართ, ფასების ზრდა არ ...

Новости России
Москва

Дети из Узбекского землячества Бурятии увидели театр кукол «Ульгэр»: Россия и Культура


რუსმა ოლიგარქებმა ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრეს მათ მიმართ სანქციები

Radiotavisupleba.ge 

რამდენიმე რუსმა ოლიგარქმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრა ევროკავშირის მიერ მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. როგორც 30 და 31 მაისს გახდა ცნობილი, სარჩელები შეიტანეს რომან აბრამოვიჩმა, პიოტრ ავენმა და მიხაილ ფრიდმანმა. სასამართლომ ავენის საჩივარი რეგისტრაციაში გაატარა 23 მაისს, ფრიდმანისა - 24 მაისს, 25 მაისს რეგისტრაციაში გატარდა აბრამოვიჩი. ადრე განსახილველად მიიღეს ალექსეი მორდაშოვისა და ალიშერ უსმანოვის საჩივრები. უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ რუსი მილიარდერების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს ევროკავშირმა... Читать дальше...

უკრაინის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა კიდევ ორ რუს სამხედროს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სასამართლომ ომის წესების და კანონების დარღვევაში დამნაშავედ ცნო რუსი სამხედროები, ალექსანდრ ბობიკინი და ალექსანდრ ივანოვი. განაჩენი დღეს, 31 მაისს გამოაცხადა პოლტავის ოლქის სასამართლომ და თითოეულს 11 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა რუსი სამხედროებისთვის 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. გამოძიების თანახმად, ბობიკინი და ივანოვი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს, 24 თებერვალს მონაწილეობდნენ ზალპური ცეცხლის დანადგარის, „გრადის“ გამოყენებით ხარკოვის ოლქის დაცხრილვაში... Читать дальше...

პროფესიული განათლება, პრაქტიკა და დასაქმება ერთ პროექტში – შეავსე აპლიკაცია და დაიწყე კარიერა „თეგეტაში“

News.ge 

„თეგეტა“ სამუშაოს მაძიებლებისთვის ახალი შესაძლებლობების კარს ხსნის. ჰოლდინგი, თავის შვილობილ კომპანია „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად, ნებისმიერ მსურველს აძლევს შანსს, შეიძინოს ახალი პროფესია და დასაქმდეს კომპანიაში, რომლის საქმიანობა ავტოსფეროში 26 წელს ითვლის. დასაქმების პროექტი „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ რამდენიმე ეტაპს მოიცავს: პირველი თეორიული კურსია, რის შემდეგაც აპლიკანტები „თეგეტას“ გამოცდილ სპეციალისტებთან გაივლიან სტაჟირებას. საბოლოოდ კი წარმატებული კანდიდატები კომპანიის გაყიდვების ...

ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის - "ბორჯომის" N1 ქარხნის დირექტორის განცხადება

Radiotavisupleba.ge 

"IDS ბორჯომის" ორი ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვას განცხადებით გამოეხმაურა N1 ქარხნის დირექტორი მერაბ ახმეტელი. მისი სიტყვებით, უცვლელი დარჩა დასაქმებულთა სახელფასო განაკვეთი, ნამუშევარი საათების ანაზღაურება ყველა თანამშრომლისთვის და შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა. მერაბ ახმეტელის თანახმად, „კომპანია არის ურთულეს ვითარებაში, გაყინულია ანგარიშები, შეჩერებულია წარმოება და ექსპორტის 80%-ზე მეტი. აღნიშნულ ვითარებაში კი, კრიზისის გათვალისწინებით, ხელფასების 25%-იან... Читать дальше...

უკრაინის მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მზად არიან ერთსულოვნად დაუჭირონ მხარი ომბუდსმენისთვის უნდობლობის გამოცხადებას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახური" ერთსულოვნად აპირებს დაიჭიროს მხარი ქვეყნის ომბუდსმენისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხს 31 მაისს დანიშნულ პლენარულ სხდომაზე. ამის შესახებ ვერხოვნა რადაში პარლამენტის რეგლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფროლოვმა განაცხადა. "ასეთი უნდობლობის ინიციირებისათვის გათვალისწინებულია საკონსტიტუციო შემადგენლობის ერთი მესამედის (+113 დეპუტატი) არსებობა.. უკვე დღეს, 31 მაისს, ქალბატონი დენისოვა შესაძლოა გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან", - განაცხადა ფროლოვმა. Читать дальше...

სოსო ჯაჭვლიანი: „რუსეთიდან მივიღე შეთავაზება“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, გაჩნდა საშიშროება, მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციისგან დისკვალიფიცირებულმა ქართველმა მკლავჭიდელებმა რუსეთის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო შეჯიბრებაში მიიღონ მონაწილეობა. ჯაჭვლიანმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთიდან მას პირადად დაურეკეს და ალტერნატიულ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მონაწილეობა შესთავაზეს. „მსოფლიოს ფედერაციის მიერ საერთაშორისო შეჯიბრებებს ჩამოშორებულმა რუსეთის... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла Остапенко во втором круге турнира WTA 1000






Биография Владимира Путина

На «Москвиче» освоили сварку и покраску кузовов

Госдума утвердила Голикову заместителем председателя правительства

Когогин и Собянин дали старт производству по технологии полного цикла на «Москвиче»