Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 20.05.2022

პოლკ „აზოვის“ მეთაური მოელის, რომ „აზოვსტალში“ დაღუპულთა ცხედრებს ახლობლებს გადასცემენ

Radiotavisupleba.ge 

პოლკ „აზოვის“ მეთაური დენის პროკოპენკო ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვიდეომიმართვაში ის უკრაინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ გაცემულ ბრძანებაზე და პოლკის სამომავლოდ მისაღწევ გეგმებზე საუბრობს. „დიდება უკრაინას, მარიუპოლის დაცვის 86-ე დღე. უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების შესახებ. მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგის ნაკლებობისა, ჩვენ... Читать дальше...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

News.ge 

20 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც დეველოპერული სექტორის მხარდამჭერი ბანკი, სამშენებლო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკისა და „არტე დეველოპმენტის“ პარტნიორობის შედეგად გლდანში 12 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი 3000 კვ.მ- ზე აშენდება. პროექტი მოიცავს საცხოვრებელ და საზაფხულო ფართებს, კომერციულ ფართსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს. პროექტს გამოარჩევს დახვეწილი არქიტექტურა, მყუდრო გარემო, გამწვანებული ეზოს პანორამული ხედები. საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ენერგოეფექტური მასალებით ...

შოიგუ ამტკიცებს, რომ "დასასრულს უახლოვდება ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება"

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ „დასასრულს უახლოვდება ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება“. როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, დღეს, 20 მაისს, თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე გამოსვლისას შოიგუმ თქვა, რომ „რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებები ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სახალხო მილიციასთან ერთად განაგრძობენ დონბასის ტერიტორიებზე კონტროლის გაფართოებას“. შოიგუს განცხადებითვე, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე... Читать дальше...

დერეკ შოლე: ყველა ჩვენგანის ვალია გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის დასასჯელად

Radiotavisupleba.ge 

19 მაისს თბილისში ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ შოლემ. გამგზავრებამდე მან რადიო თავისუფლებას გაუზიარა მოსაზრებები საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე:

ინტერვიუ დერეკ შოლესთან

Radiotavisupleba.ge 

19 მაისს თბილისში ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ შოლემ. გამგზავრებამდე მან რადიო თავისუფლებას გაუზიარა მოსაზრებები საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

რუსმა მომღერალმა, ზემფირამ, გამოუშვა ომის საწინააღმდეგო სიმღერა "ხორცი"

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთში მყოფმა რუსმა მომღერალმა, ზემფირამ, მიმდინარე წელს ჩაწერა თავისი პირველი კომპოზიცია, რომელსაც "ხორცი" ჰქვია და უკრაინაში ომს ეძღვნება. სიმღერაში არის, მაგალითად, ასეთი ტექსტი: "კალენდარზე გაზაფხულია, რეალობაში - სანგრები და გრძელი რადიუსის რაკეტები. მარიუპოლში შუაღამეა... ჩამოვედით. სად ჩამოვედით? რატომ ჩამოვედით? მთელ დარჩენილ ცხოვრებას პასუხების ძიებაში გავატარებ". კომპოზიციის ვიდეოკლიპი შედგება ომის თემატიკაზე დახატული სურათებისგან, რომლებიც რუსმა მსახიობმა და რეჟისორმა რენატა ლიტვინოვამ შექმნა. Читать дальше...

დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

News.ge 

მგონი, არ უნდა გაგვიკვირდეს დასავლეთის კრიტიკა მაშინ, როცა მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს, რადგან ეს არის ისეთი პოლიტიკური გოიმობა, რომელიც ძალიან შესამჩნევია ყველასთვის, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. კითხვაზე, რამდენად აზიანებს კრიტიკის საპასუხოდ „ქართული ოცნების” წარმომადგენელთა განცხადებები ევროპელი პარტნიორების მისამართით ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ხვიჩია აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესებს ახლა ყველაზე მეტად ის აზიანებს, რომ ...

ძალიან დამაზიანებელია, როდესაც ექიმების გადაწყვეტილებაზე არის ამხელა პოლიტიკური წნეხი

News.ge 

მიმდინარე სასამართლო პროცესებსა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარები გაკეთდა მმართველ გუნდში. დავით სერგეენკოს განცხადებით, ოჯახის პოზიცია და სურვილი, მათი ახლობელი კარგად იყოს, გასაგებია, თუმცა უნდა შეწყდეს ზეწოლა მედიკოსებზე, რათა მათ ხელი არ შეეშალოთ. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, დეპუტატები ამბობენ, რომ პატიმარმა სასჯელი უნდა მოიხადოს. “ძალიან დამაზიანებელია, როდესაც ექიმების გადაწყვეტილებაზე არის ამხელა პოლიტიკური წნეხი. ოჯახის პოზიცია ...



ვილნიუსში იმართება რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის კონფერენცია

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში იმართება რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის კონფერენცია - ორგანიზაციის, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შექმნეს რუსეთის ემიგრაციის ცნობილმა წარმომადგენლებმა. კომიტეტის წევრები გმობენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რეჟიმს, მას ბრალს სდებენ ომის გაჩაღებაში და მხარდაჭერას უკრაინას უცხადებენ. კონფერენციაში მონაწილეობს ემიგრაციის მრავალი წარმომადგენელი, რომლებიც უწინ ჩართულნი იყვნენ ოპოზიციურ გაერთიანებაში, "თავისუფალი რუსეთის ფორუმში". მათ შორის არიან: ჭადრაკში... Читать дальше...

ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

News.ge 

ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ და არ აღსრულდეს განაჩენი, არ არიან საქართველოს მეგობრები, არ არიან სუვერენიტეტის და სამართლიანობის მხარდამჭერები,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ფონ კრამონს და ანა ფოტიგას “ანტიევროკავშირი” უწოდა. მისი თქმით, თუ ისინი მიკერძოებულ განცხადებებს არ გააკეთებენ, არც ისინი უპასუხებენ კრიტიკით. “როცა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები არსებობს... Читать дальше...

გაერო შეშფოთებულია ტაჯიკეთის მღელვარე რეგიონის ვითარებით, სისხლიანი გამოსვლების შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა შეშფოთება გამოთქვა იმ განცხადებების გამო, რომ ტაჯიკეთის მღელვარე რეგიონში, მთიან ბადახშანში, იზრდება დაძაბულობა და ძალადობა. ბოლო დღეებში შეხლა-შემოხლა მოხდა დემონსტრანტებს და პოლიციას შორის. ვრცელდება ცნობები, რომ დაღუპულია 21 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. აქციებს ბიძგი მისცა სიბრაზემ, რომელსაც იწვევს 2021 წელს აქტივისტის პოლიციაში სიკვდილის გამოუძიებლობა და რეგიონის მესვეურთა უარი, განიხილონ გუბერნატორის, ალიშერ მირზონაბოტის და რეგიონის დედაქალაქის... Читать дальше...

რუსეთი ააქტიურებს შეტევას აღმოსავლეთ უკრაინაზე, დონბასი "სრულად განადგურებულია"

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა 20 მაისს უფრო ინტენსიური გახადა თავისი შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაზე, ის საარტილერიო ცეცხლის, ნაღმმტყორცნების და საჰაერო ძალების გამოყენებით ბომბავს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებს, აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები, იმ ფონზე, როცა ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ მოსკოვის შეტევა შესაძლოა, კიდევ უფრო აქტიური გახდეს, მარიუპოლზე კონტროლის დამყარების შემდეგ. ლუგანსკის მესვეურებმა 20 მაისს თქვეს, რომ რუსეთის მხრიდან განურჩეველმა დაბომბვამ 24 საათის განმავლობაში იმსხვერპლა 13 სამოქალაქო პირი და გამოიწვია მნიშვნელოვანი ზარალი. Читать дальше...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება

News.ge 

20 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით FIABCI-Georgia ორგანიზებას უწევს რეგიონში პირველ, უძრავი ქონების პროექტების ეროვნულ დაჯილდოებას – FIABCI-Georgia Prix Excellence Awards. FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით რჩეულ პროექტებს ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სფეროს წამყვანი ექსპერტები გამოავლენენ. გამარჯვებული პროექტების შერჩევა მოხდება შემდეგი 6 კრიტერიუმის მიხედვით: კონცეფცია... Читать дальше...

DDT-ს ლიდერისთვის რუსული არმიის "დისკრედიტაციისთვის" შედგენილი ოქმი სასამართლოს გადასცეს

Radiotavisupleba.ge 

რუსული როკ-ჯგუფის, DDT-ს ლიდერის, იური შევჩუკისთვის „რუსეთის შეიარაღებული ძალების საჯარო დისკრედიტაციისთვის“ ქალაქ უფაში შედგენილი ოქმი განსახილველად გადასცეს სანქტ-პეტერბურგის სასამართლოს. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს უფის სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით. მიზეზად დასახელებულია თავად შევჩუკის წერილობითი მიმართვა. რუსმა სამართალდამცავებმა მუსიკოსს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“ 18 მაისს შეუდგინეს, უფაში კონცერტის შემდეგ. იური შევჩუკმა საკმაოდ ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას... Читать дальше...

ქობულეთი-ჩაქვის ავტობანზე ავტოავარიისას ორი ადამიანი დაიწვა

Radiotavisupleba.ge 

ქობულეთის ავტობანის დაბა ჩაქვის მონაკვეთზე, გამთენიისას ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი მგზავრი გარდაცვლილი დახვდათ. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორივე მოქალაქე დამწვარი იყო, ტრაილერის მძღოლმა კი უარი განაცხადა სამედიცინო დახმარების მიღებაზე. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან აფეთქების ხმაც გაიგეს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით... Читать дальше...

პუტინის სიძე, გვარად ზელენსკი

Radiotavisupleba.ge 

ბავარიის ბალეტის სახელმწიფო თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, რუსეთის სახალხო არტისტი იგორ ზელენსკი ვლადიმირ პუტინის მორიგი სიძე აღმოჩნდა. Сurrent Time-მა „მედუზასა“ და ცენტრ „დოსიესთან“ ერთად გაარკვია, რომ უკვე რამდენიმე წელია ის ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის უმცროს ქალიშვილთან კატერინა ტიხონოვასთან. ბოლო დრომდე ზელენსკი მიუნხენში მუშაობდა, კატერინა კი ერთდროულად ორ ქვეყანაში, რუსეთსა და გერმანიაში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, იგორ ზელენსკი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. Читать дальше...

კრამონი კობახიძის განცხადებაზე: ვინმე აღიქვამს მათ სერიოზულად? სევდიანი სანახაობაა

Radiotavisupleba.ge 

"ვინმე აღიქვამს მათ სერიოზულად? სევდიანია ამის ყურება", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა და ვიოლა ფონ კრამონი "ანტიევროკავშირები" არიან. „ვიოლა ფონ კრამონზე საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება და ბევრი მიზეზი მაქვს. მათ შორის, პიროვნული ფაქტორების გამო“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 19 მაისს. ის, თანაგუნდელების მსგავსად, უკმაყოფილოა დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის გამო. Читать дальше...

სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

News.ge 

სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, იმერეთში და სამეგრელოში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. შსს-ს ინფორმაციით, დადგინდა, რომ დაკავებული “ქურდული სამყაროს” წევრები და “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდამჭერი, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ “ქურდული სამყაროს” წარმომადგენლებს უკავშირდებოდნენ. ბრალდებულები “ქურდულ გარჩევებს” აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ. Читать дальше...

ზელენსკი: დონბასში ჯოჯოხეთია

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯოჯოხეთი უწოდა იმას, რაც დღეს დონბასში ხდება. 19 მაისს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ წინსვლას ხარკოვის ოლქის გასათავისუფლებლად, თუმცა, რუსეთი ცდილობს დონბასზე ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას. „იქ ჯოჯოხეთია და ეს არ არის გადაჭარბება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, სევეროდონეცკის სასტიკი და სრულიად უაზრო დაბომბვის შედეგად, მხოლოდ ერთ დღეში დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე... Читать дальше...

Новости России
Москва

В Москве наградили победителей Международного профессионального конкурса НОПРИЗ на лучший проект – 2023


ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

News.ge 

ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ შედეგი დადგეს, საუბარია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე, ჩვენი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი ყველაფერს ვაკეთებთ, დანარჩენი არის უკვე საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდა, მათ შორის, რამდენიმე დღეში მომზადდა 5 ...

არ არის გამორიცხული რისკი იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი სხვა მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს

News.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს. აღნიშნულის შესახებ ემანუელ მაკრონმა მოლდოველი კოლეგა მაია სანდუ ერთობლივ ბრიფინგზე გააფრთხილა. საფრანგეთის ლიდერის თქმით, მისი ქვეყანა დააკვირდება ვითარებას რეგიონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოლდოვაში. „დნესტრისპირეთში ცოტახნის წინანდელი ინციდენტები აჩვენებს, რომ არ შეიძლება გამორიცხვა რისკის კონფლიქტის მეზობელ ქვეყნებზე გავრცელებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მაკრონმა. Читать дальше...

დონბასში არსებული ვითარება არის ჯოჯოხეთი და ეს არ არის გაზვიადება

News.ge 

დონბასში არსებული ვითარება არის ჯოჯოხეთი და ეს არ არის გაზვიადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. “სევეროდონეცკის სასტიკი და აბსოლუტურად უაზრო დაბომბვა… 12 დაღუპული და ათობით დაჭრილი სულ რაღაც ერთ დღეში. სხვა ქალაქების დაბომბვა, რუსული არმიის საჰაერო და სარაკეტო იერიშები – ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ საომარი მოქმედებები“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პირველი ...

ლაკმუსის ტესტი ევროპელობაზე - რას ცვლის ქვიარებისთვის ევროკავშირთან დაახლოება?

Radiotavisupleba.ge 

თავის კითხვარში ევროკავშირმა რამდენჯერმე, სხვადასხვანაირად ჰკითხა საქართველოს, როგორ იცავს კანონებით ლგბტქი ადამიანების უფლებებს. ქვიარ-აქტივისტებს იმედი აქვთ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაეხმარებათ თანასწორობისთვის ბრძოლაში და გაუმარტივებთ ყოველდღიურ ცხოვრებას.

აშშ უკრაინას გაუწევს კიდევ 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევის გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც 19 მაისს, სენატმა დაამტკიცა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა დამატებით მიიღებს არტილერიას, რადარებს და სხვა აღჭურვილობას, რომლებსაც ბრძოლის ველზე ეფექტურად იყენებენ. პრეზიდენტ ბაიდენის თანახმად, დამატებითი იარაღი და ტექნიკა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე გაიგზავნება თავისუფლებისთვის საბრძოლველად. Читать дальше...

Time-ის მკითხველებმა ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელეს წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელეს ცნობილი ამერიკული გამოცემის, Time-ის მკითხველებმა. ზელენსკიმ 3.3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო და 5%-ით პირველ ადგილზე გავიდა. გამოკითხვის შედეგებით, ხმების 3.5%-ით მეორე ადგილზეა Tesla-ს და SpaceX-ის გენერალური დირექტორი ილონ მასკი, რომელიც Time-ის ვერსიით, 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. 3.4%-ით მესამეა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. მას ხმების 3.2%-ით მოსდევენ მედიკოსები, რომლებიც... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Камбэком обернулся матч вундеркинда из России перед стартом Еленой Рыбакиной в Мадриде






«ВКонтакте» проведет фестиваль для фанатов поп-культуры в Москве

«Задача — продать как можно больше машин». Московский дилер снизил цену на кроссовер Audi Q5 L

15 тысяч квадратов. В Некрасовке строят новую детско-взрослую поликлинику

В Подмосковье прошла конференция по наставничеству